Home თავის მოვლა

ნიახურის სასარგებლო თვისებების შესახებ რომ გავიგე, პირადად მე გაკვირვებული დავრჩი. ჩემთვის ნიახური ერთი რიგითი მწვანილი იყო, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცოდი, ახლა კი იმედი მაქვს, მისი სასარგებლო თვისებებით შენც გაგაკვირვებ.

ნიახურის 3 სახეობა არსებობს: ფოთლოვანი, ღეროვანი და ბოლქვოვანი.

ნიახურს მრავალი კერძი შეიცავს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ის ერთადერთი მწვანილია, რომელიც თერმული დამუშავების შედეგად არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. ნიახური ასევე სასარგებლო ყოფილა ნაბახუსევზე, თურმე სულაც არ ყოფილა შემთხვევითი, “სისხლიანი მერი” რომ ნიახურს შეიცავს.

დღეში 120 გრამი (2 ღერი) ნიახურის ჭამა დაგიცავთ ბევრი საშიში დაავადებისგან, ნიახური ებრძვის მაღალ წნევას, კიბოს, სიმსუქნეს, ის ასევე ცნობილია როგორც “მწვანე ვიაგრა”.

რეკომენდირებული არაა ნიახურის დიდი რაოდენობით მიღება, რადგან მას სოდიუმის მაღალი შემცველობა აქვს, თუმცა დიდ რაოდენობაში 1 კგ იგულისხმება.

ნიახური სხეულის სიჯანსაღისთვის 

შეიცავს ვიტამინ C-ს. ეს ვიტამინი გაციების საწინააღმდეგოა, ასევე ამცირებს ასთმისა და ართრიტების პრობლემას. ასევე მცირდება გულის დაავადებებისა და კიბოს რისკი.

წნევის რეგულატორი

ეს თვისება ნიახურში ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში აღმოუჩენიათ.  თუმცა მეცნიერულად დასაბუთდა ევროპაში, იგი შეიცავს პტალიდებს, რაც წარმოქმნის მეტ სივრცეს სისხლძარღვებისთვის, ეს კი ხელს უწყობს სისხლის მოძრაობის შენელებასა და წნევის დაწევას.

ქოლესტერინის მტერი

მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ნიახურის 8 კვირიანი რეგულარული მიღების შემდეგ ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

კიბოს წინააღმდეგ

ნიახური შეიცავს კუმარინს, რომელიც დაზიანებული უჯრედების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს. ხელს უშლის უჯრედების მუტაციას და ამცირებს კიბოს რისკს. ამასთანავე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აჩერებენ კიბოს უჯრედის ზრდას.

მე ვთვლი, რომ ამ თვისებებიდან გამომდინარე, დროა მოვიმარაგოთ ნიახური და დღეში 2 ღერის ჭამა არ დავიზაროთ.

გიყვარს ნიახური?

View Results

Loading ... Loading ...


21 კომენტარი to this post
  1. ნიახური ყოველთვის ვიცოდი რომ კარგი ,იყო სოდიმ ლაურეატის სულფატს თუ შეიცავდა ამაზე ეჭვი მქონდა. ჩემთვის ცნობილია რომ ეს კანცეროგენია.

  2. რაის სოდიუმ ლაურილ სულფატი? რა უნდა მაგას ნიახურში? ეგ ნავთთოპროდუქტებშია : ))))))))))))))))))))))))))))))

  3. სოდიუმის მაღალი შემცველობა აქვს, და არ შეიძლება მისი დიდი რაოდენობით ჭამა გეკითხები რატომ? მე შამპუნსაც საპონს , სარეცხ სასვალებებს ჭურჭლის ჟელეს ყველაფერს ნატურალურს ვხმარობ.იმიტომ რომ ყველგან რაც კი ქაფდება სოდიუმ ლაურეატ სულფატია.

  4. ძვირფასო ლამარა, ჩვეულებრივი სოდიუმი ქიმიური ელემენტია რომელიც არის მარილში,სოიოს სოუსში ან ყველში მაგალითად : )))[http://www.healthaliciousness.com/articles/what-foods-high-sodium.php]ხოლო სლს ანუ სოდიუმ ლაურილ სულფატი სულ სხვა ნივთიერებაა რომელიც აქაფებისთვისაა კარგი და კანის დაზიანებას იწვევს : ))

  5. შენ რომ ძაან ჭკვიანიხარ , მარიამ ეგ დიდი ხანია ვიცი .ის ურჩევნია მამულსა შვილი რომ ჯობდეს მამასა.მადლობთ რომ სწორი ინფორმაცია მომაწოდე.

  6. რა საინტერესოა.დღეიდან ჩემი საყარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი ორ ღერ ნიახურთან ერთად :)

  7. ნიახური ძალიან საჭირო მწვანილია და მას ხორცის ხარშვის დროს უნდა გამოყენება,ასევე აუცილებელია ლობიოსთვის და ბორშისთვის,მე სულ ვიყენებ

  8. ნიახური შარდმდენია და დეტებში სასარგებლოა ^_^ ნამდვილად, როგორც ქვემოთ ახსენეს ხორცთან და ლობიოსთან ფანტასტიურია :)

  9. ძალიან მაინტერესებს და თუ ვინმემ იცით მიპასუხეთ,ნიახური წვენის სახით უნდა მივიღოთ თუ თვითონ მწვანილის სახით და როდის(ჭამის წინ თუ ჭამის შემდეგ) დღეში რა რაოდენობით?მადლობთ

  10. ძალიან მაინტერესებს შეიძლება თუ ნიახურის მიცემა 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის და რა რაოდენობით?

შენ რას იტყვი?