მათთვის, ვისაც Giorgio Armani უყვარს და ამ ბრენდის თავის მოვლის საშუალებებს იყენებს, ახალი პროდუქტი – Rouge Ecstasy CC Lipstick ნამდვილი საჩუქარი იყო.

კომპანიამ ახალი ტუჩსაცხისთვის ულამაზესი სარეკლამო რგოლი გადაიღო, სადაც მოდელებს Rouge Ecstasy CC Lipstick უსვიათ და ტუჩების სექსუალური მოძრაობით ბიტბოქსს ასრულებენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სასიამოვნო ილუზიაა, რაც რეჟისორის და იდეალური მაკიაჟის დამსახურებაა.

http://www.youtube.com/watch?v=Ui-ulCWmpOU

პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის პირველი “CC” ტუჩსაცხია, რაც გულისხმობს ორმაგ ფუნქციას: ფერი (color) და მოვლა (care).

ტუჩსაცხი შეიცავს ჟოჟობას ზეთს, რომელსაც აქვს დამარბილებელი და მკვებავი ფუნქცია და ტუჩზე წასმისას საოცრად სასიამოვნო და ნაზ შეგრძნებას ტოვებს. 36 ტონალობით წარმოდგენილი პროდუქტი მდგრადი და ხავერდოვანი ფერებისგან შედგება და იდეალურთან ძალზე მიახლოებულია.

მისი ფასი ხელმისაწვდომია – სულ რაღაც 34$ და აქ შეგიძლია შეიძინო.

შეარჩიე შენთვის სასურველი ტონალობა?