როდესაც საკუთარი თავისთვის მცირეოდენ დროს გამონახავთ პირველი რა მოგდით თავში? მმ, სალონი! არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც მის კარს შეაღებ და იცი, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში არავინ მოგიშლის ნერვებს.

new haicut 2

ახალი ვარცხნილობის შერჩევა ყოველთვის ამაღლებს განწყობას. არც მე ვარ გამონაკლისი, ამიტომ ხშირად ვიცვლი ხოლმე სტილს, მაგრამ არასწორად შერჩეულმა ვარცხნილობამ (რა ლამაზადაც არ უნდა ჩანდეს ის სხვის თავზე ან ჟურნალში) შესაძლოა მთელი საღამო გაგიფუჭოთ და თუ ცოტა მეტიც მოგივათ ეს “ამაღლებული” ხასიათი შეიძლება მთელი თვითაც გამოიწეროთ.

რამდენიმე დღის წინ მეგობრის დაბადების დღე იყო. მე, როგორც რიცხვებთან ცუდი დამოკიდებულების მქონდე ადამიანს ყველა ივენთი გუგლის კალენდარში მაქვს ჩანიშნული, მაგრამ ამ კოდების შეცვლის შემდეგ მობილურის ნომერს ვეღარ ვაღირსე ჩასწორება და ეს ბედნიერება ახლა მოშლილი მაქვს, თუმცა ამჯერად მადლობა ფეისბუქს, რომ დაბადების დღის ამბავი იმ დღეს მაინც გამახსენა. ყველაფერი არც ისე ცუდად დაიწყო, რადგან საჩუქრის შერჩევის გარდა კაბის ყიდვაც კი მოვასწარი და კმაყოფილმა სალონს მივაშურე.

– ვარცხნილობა?! რა თქმა უნდა ახალი! და სავარძელში წყნარად მოვკალათდი.
– დღე როგორ დამთავრდა? თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი და ხასიათის გამოსწორება უკვე ახალმა კაბამაც ვეღარ შეძლო. საბოლოოდ იმ დღის ყველა ფოტო Recycle Bin-ში აღმოჩნდა.

new haicut
ყოველივე ამის შემდეგ მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ვატარებდი და თუ გაითვალისწინებთ, ნამდვილად დაზოგავთ ნერვებსაც და თმასაც.

  • პირველი, როგორც უკვე ალბათ მიხვდით, არასოდეს მოინდომოთ ვარცხნილობის შეცვლა სადმე წასვლის წინ.
  • არ შეიცვალოთ სტილი რადიკალურად. გახდე ერთ დღეში ქერა, სრულიადაც არაა ადვილი.
  •  ჭორის დონეზე მაინც უნდა იცოდეთ თქვენი სახის ფორმას როგორი ტიპის ვარცხნილობა მოუხდება.
  •  შეიძლება მოკლე თმა ძალიანაც მოგწონდეთ/გიხდებოდეთ, მაგრამ ვერ შეეგუოთ და შემდეგი 6 თვე დაბოღმილი უყურებდეთ ყველა მაკრატელს.
  • იდეალურია თუ მუდმივად ივლით ერთ სტილისტთან, რომელსაც უკვე ეცოდინება თქვენი თმის სტრუქტურა და ადვილად მოგცემთ სხვადასხვა რჩევებს.
  • არასოდეს შეიღებოთ თმა სახლში მაშინ, როდესაც საქმე ფერის შეცვლას ეხება და არა უბრალოდ ძირების შეღებვას.
  • არ შეიჭრათ თმა თქვენი/თქვენი მეგობრის/ახლობლის/ახლობლის დის, ანუ არაპროფესიონალის ხელით.
  • არ შეიცვალოთ ვარცხნილობა ან თმის ფერი მხოლოდ სხვისი რჩევით. მთავარია თქვენ როგორ მოგწონთ, რადგან ეს თავი შემდეგ თქვენი სატარებელია.
  • არაა საჭირო უბრალო წვეულებაზე რაიმე ექსტრავაგანტული გედგათ თავზე. ბუნებრივი ვარცხნილობა ამ დროს ყველაზე კარგია.
  • როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ არასოდეს შეხვიდეთ ნებისმიერ შემხვედრ სალონში რა ლამაზადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ის გარედან.

გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენ ხართ დამნაშავე იმაში, რასაც სხვა გაგიკეთებთ, თუნდაც თქვენივე ნებართვით! მოუარეთ და გიყვარდეთ საკუთარი თმა.