თვალები სულის სარკეაო ამბობენ, დაახლოებით ასევეა ფრჩხილებიც. ფრჩხილები მიგვახვედრებს, თუ როგორ ყურადღებას უთმობს ადამიანი თავის გარეგნობას. ყველასათვის ნათელია, რომ ფრჩხილები ხშირად სხვადასხვა ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს, სწორედ ამიტომ ბავშვებს პატარაობიდანვე ვუშლით მათ კვნეტას და ვცდილობთ, დროულად მოვაჭრათ. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ მუსიკოსებს და ექიმებს ყოველთვის ძირში დაჭრილი, სუფთა და მოვლილი ფრჩხილები აქვთ, უბრალოდ მათი პროფესია მოითხოვს ამას.

ადამიანთა უმეტესობა ახალ ნაცნობს ფრჩხილების მიხედვით აფასებს. პირადად ჩემს მაგალითზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადამიანთან პირველი შეხვედრისას მის ფრჩხილებს ვაკვირდები და შესაბამისად მიმიწევს ან არ მიმიწევს გული მისკენ.

არსებობს რამოდენიმე რჩევა, რომელთა ნაწილს მე პირადად წარმატებულად ვიყენებ. მაშ ასე:

  1.   არ გამოიყენო ლითონის ქლიბი – შეიძინე რბილი ქლიბი და ფრჩხილები ნაზად დაიმუშავე.
  2.  არასდროს მოაძრო ფრჩხილით საცობი, არ გახსნა მაგარი საკეტი. რეცხვისას გაიკეთე  რეზინის სპეციალური ხელთათმანები.
  3.  ფრჩხილიდან ლაქის მოსაცილებელი ხსნარი კვირაში ორჯერ მეტად არ იხმარო.
  4.  ძალიან საზიანოა იაფფასიანი ლაქის ხმარება, ზამთარში კი უმჯობესია თუ საერთოდ არ გამოიყენებ ლაქს და დააასვენებ ფრჩხილებს, რადგან დაბალი ტემპერატურა მათ ისედაც ვნებს.
  5.  თუკი შენი ფრჩხილები დაზიანებულია, მის მოსავლელად საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილის აბაზანები, რომელიც შემდეგნირად უნდა გაკეთო: ერთ ლიტრ ცხელ წყალში ჩაყარე ორი სუფრის კოვზი ზღვის მარილი. როგორც კი წყალი ოდნავ შენელდება, ჩაყავი ხელები და 10-15 წუთი დააყოვნე. ეს პროცედურა 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღე ჩაიტარე. პროცედურის შემდეგ ხელები არც დაიბანო და არც შეიმშრალო – დაელოდე, ვიდრე წყალი ზედ არ შეგაშრება. ზეითუნის ზეთში ჩააწვეთე ლიმონის რამდენიმე წვეთი და მიღებულ ხსნარში ხელები 10 წუთით ჩაყავი. პროცედურის შემდეგ არ დაიბანო, შეიმშრალეთ ხელსახოცით.
  6.  იოდის რამოდენიმე წვეთისა და ზეითუნის ზეთის ნარევით მიღებული ხსნარი ძალიან სასარგებლოა შენი ფრჩხილებისათვის.
  7.  საუკეთესო საშუალებაა ფრჩხილებზე სუფთა ძმრის წასმა, ასევე ლიმონის და მოცვრის წვენის შეზელა.
  8. მიირთვი კალციუმით გაჯერებული საკვები.
  9. შეიზილე ფრჩხილებში A და D ვიტამინით მდიდარი კრემები. ასევე კარგია თუ მათ ხელისკანზეც წაისვამ.

წარმატებას  გისურვებ.