_13080652008f38db875nail-biting-1200x900

ფრჩხილების კვნეტა ერთ-ერთი ყველაზე არაესთეტიური ქმედებაა. ამ ჩვევის არაჰიგიენურობაზე რომ არაფერი ვთქვა, კვნეტა ფრჩხილებსაც დიდ ზიანს აყენებს: აფუჭებს ფრჩხილის ფორმას და სტრუქტურას, მოკვნეტილი ფრჩხილი ადვილად იქერცლება და მათ, ვისაც ეს პრობლემა ბავშვობიდან აქვთ, მოზრდილ ასაკში უფორმო, არამიმზიდველი ფრჩხილები უყალიბდებათ. ალბათ დამეთანხმები, ქალისთვის მოვლილი ფრჩხილები მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია, ამ ჩვევის გამო კი ალბათ ფრჩხილის მოვლაზე და ესთეტიურობაზე საერთოდ ვერ ზრუნავ და ვერც კი აცნობიერებ, ისე იფუჭებ სულ ახლახან გაკეთებულ მანიკურს. თუმცა, მინდა განუგეშო, ფრჩხილების კვნეტა ნამდვილად არ არის 21-ე საუკუნის პრობლემა, რადგან მის თავიდან ასაცილებლად უამრავი, თან არც თუ ძვირადღირებული საშუალება არსებობს, რომელიც შეგიძლია ახლავე შეიძინო.

უბრალოდ დააკლიკე სასურველი პროდუქტის ფოტოს და შეიძინე Amazon-ზე.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფრჩხილების კვნეტა ისეთივე ჩვევაა, როგორიც, მაგალითად, სიგარეტის მოწევა, დროთა განმავლობაში გაუაზრებელ მოქმედებად იქცევა.

პირველი და ყველაზე ეფექტური საშუალება „მავალა სტოპ“ ფრჩხილის ლაქია. ლაქს ამაზრზენი გემო აქვს და რიგ შემთხვევებში გულის რევასაც იწვევს, შესაბამისად არათუ ფრჩხილის მოკვნეტა, არამედ თითის პირში ჩადებაც კი აღარ მოგინდება. ეს საშუალება საკმაოდ ეფექტურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გსურს გათავისუფლდე ამ მავნე ჩვევისგან.

Mavala Switzerland Mavala Stop Cuticle Care Products-500x500

შემდეგი პროდუქტი გახლავს ლაქი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ჩვეულებრივ ლაქზე, ზემოდან. გემო რამდენიმე დღეს ძლებს და არაა აუცილებელი ყოველ დღე ახალი ფენის წასმა. არ იწვევს ღებინებას. ამ ლაქის გამოყენება მამაკაცებსაც შეუძლიათ, ფრჩხილზე წასმისას ის შეუმჩნეველია.

4

კიდევ ერთი მშვენიერი პროდუქტი ფრჩხილიკვნეტიობისგან გასათავისუფლებლად ეს საშუალებაა. ლაქი წასმისას ფრჩხილს ყვითელ ტონალობას აძლევს. მთავარი იარაღი აქაც გემოა, თუმცა არ იწვევს ღებინებას. აუცილებლად უნდა წაისვა კვირაში ორჯერ. როგორც მომხმარებლები წერენ, შედეგი გარანტირებულია, რადგან ასეთ საშინელ გემოს ვერავინ უძლებს. ამასთანავე, ეს ლაქი ფრჩხილებს ზრდაში ეხმარება, რაც მოკვნეტილი და გაფუჭებული საფარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

1009297013_260

და ბოლოს, განსხვავებული პროდუქტი – ფრჩხილების კვნეტის საწინააღმდეგო კრემი. კრემს არ აქვს წიწაკის არომატი, არ იწვევს პირის წვას, მაგრამ ხელების პირთან მიტანა ნამდვილად არ მოგინდება ამაზრზენი გემოს გამო, რომელიც ხანგრძლივად რჩება პირის ღრუში. კრემი უძლებს რამდენჯერმე ხელის დაბანასაც. როგორც მწარმოებელი ამბობს, შედეგი გარანტირებულად დგება (ანუ აბსოლუტურად გიქრება მავნე ჩვევა) 10-14 დღიანი გამოყენების შემდგომ.

omg3sharp_193x172

► აქვე დავამატებ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო პროდუქტს, რომელიც მშობლებს დააინტერესებთ. ეს პროდუქტი იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ცერა თითის წოვის ჩვევა აქვთ.

frictiontape

არ დაგავიწდეს! მთავარია გინდოდეს მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა და ყველაფერი გამოვა!

ლამაზი ფრჩხილები და მოვლილი ხელები გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენის გარანტიაა!