აყვითლებს თუ არა შავი ლაქი ფრჩხიილებს? იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება ვენების გაგანიერებას? რეალურია საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებები? ამაზე პასუხს ჩვენს სტატიაში მიიღებთ.

მზეზე გარუჯვა კურნავს გამონაყარს კანზე

სინამდვილეში:

ტყუილია, გარუჯვისას კანი მუქდება და აკნე ნაკლებად შესამჩნევი მხოლოდ ამიტომ ხდება. გამონაყარისაგან თავის დასაცავად უცხიმო მზისგან დამცავი კრემი იხმარეთ.

გახსოვდეთ, გარუჯვა პრობლემას მხოლოდ დროებით მიჩქმალავს, ამიტომ ეცადეთ დროულად უმკურანლოთ გამონაყარს.

კოსმეტიკური საშუალებები ამცირებენ სახის კანის ფორებს

სინამდვილეში:

სახეზე შესამჩნევი, ფართო ფორების არსებობა ძირიტადად ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებს აწუხებთ. დღეს ბევრი კოსმეტიკური რენდი გვთავაზობს ნაირ-ნაირ საშუალეებს და გვპირდებიან, რომ ფორები შეუმჩნეველი გახდება.

სამწუხაროდ, ფორების ზომა გენეტიკურია და სამუდამოდ ვერანაირი საშუალება ვერ შეამცირებს. თუმცა, ზოგ საშუალებას მართლა აქვს უნარი დროებით შეამციროს ზომაში ფორები. რატომაც არა?!

ფეხის ფეხზე გადადება ვენების ვარიკოზულ დაავადებას იწვევს

სინამდვილეში:

ვარიკოზული დაავადებების გამომწვევთა გრძელ სიაში ფეხის ფეხზე გადადება ნამდვილად არ შედის.

 

 

 

კბილის პასტა ელვისებურად აქრობს აკნეს

სინამდვილეში:

კი, როცა გადაუდებელი სიტუაციაა, ეს მოქმედებს. კბილის პასტაში შემავალი ნივთიერებები კანს აშრობს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს აკნეს დროებით გაქრობას, მაგრამ ამან შეიძლება კანის სერიოზული გაღიზიანება გამოიწვიოს.

მაგალითად გაწითლება, აქერცვლა, ზოგჯერ ალერგიული რეაქციებიც კი.

კბილის მათეთრებლები კბილის ემალს აზიანებენ

სინამდვილეში:

იმ შემთხვევაში, თუ ზედმიწევნით არ დაიცავთ ინსტრუქციებს ან/და ძალიან ხშირად გამოიყენებთ მათეთრებელ საშუალებებს, სრულიად შესაძლებელია, კბილის ემალი სამუდამოდ დააზიანოთ.

 

 

ერთ ჭაღარას თუ ამოვიღებ, მის ადგილას რამდენიმე ამოვა და ჭაღარა გამრავლდება

სინამდვილეში:

ერთი ამოღებული თმის ღერის ადგილას არასოდეს არ ამოვა ორი.

 

 

 

 

მუქი ფერის ფრჩხილის ლაქის ხანგრძლივი ხმარება აყვითლებს ფრჩხილს

სინამდვილეში:

მართალია.

თუმცა არსებობს გამოსავალიც. იმისათვის, რომ ფრჩხილის ფერის შეცვლა თავიდან ავირიდოთ, სანამ მუქ ლაქს წავისვამდეთ, ერთი ფენა უფერული ლაქი უნდა გადავისვათ.

 

შეჭრის შემდეგ თმა  სწრაფად იზრდება

სინამდვილეში:

ეს ასე არაა.

თმის ზრდის სისწრაფე ინდივიდუალურია და შეჭრის სიხშირეზე არაა დამოკიდებული.