გასდის თუ არა ვადა კოსმეტიკას?   აწითლებს თუ არა წითელი ღვინო კბილებს? რამდენად რეალურია საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებები? ამაზე პასუხს ჩვენს სტატიაში მიიღებთ.

შოკოლადის ჭამა გამონაყარს იწვევს

სინამდვილეში: შოკოლადი გამონაყარის ინტენსივობაზე არ მოქმედებს, თუმცა კვების არასწორ რეჟიმს მართლა შეუძლია სახის კანის მდგომარეობის გაუარესება.

მიირთვით შოკოლადი, ოღონდ ნორმის ფარგლებში.

 

 

კიტრის თხელი ანათალი  თვალის დასიებულ უპეებს აცხრობს

სინამდვილეში: კი, კიტრის ანათალი მართლა შველის, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ცივი  კომპრესი.

მაგალითად: ცივი ჩაის პაკეტი, ნაჭერში გახვეული ყინული და ა.შ.

დაბალ ტემპერატურაზე სისხლძარღვები ვიწროვდება და დასიებაც ცხრება.

 

8-საათიანი ძილი წონის კლებას უწყობს ხელს

სინამდვილეში: მეცნიერები იძახიან, რომ დღეში რვა საათი ძილი აუცილებელია. თუ ეს შეუძლებელია, მინიმუმ ექვსი საათი მაინც უნდა ვიძინოთ .

ერთი მხრივ, როცა გვძინავს, ე.ი. არ ვჭამთ და ნაკლებ კალორიას მოვიხმართ, მეორე მხრივ ძილის ქრონიკული ნაკლებობის დროს ნივთიერებათა ცვლა ნელდება და ენერგიაც ნაკლებად იხარჯება, ე.ი. წონაც არ იკლებს (თუ არ მოიმატა).

გაპარსვის და ვაქსით აფხრეწვის შემდეგ  უფრო უხეში თმა იზრდება

სინამდვილეში: ეს სულაც არაა ასე.

საქმე იმაშია, რომ გაპარსვის ან აფხრეწვის შემდეგ ამოსული თმის ღერი უფრო მოკლეა და შესაბამისად უფრო სქელი და უხეში ჩანს.

 

 

ტუშის ფუნჯის რამდენჯერმე უკან ჩაბრუნება  ხელს უწყობს ტუშის  წამწამებზე თანაბრად განაწილებას

სინამდვილეში: ტუშის გაშრობის და აქაფების საუკეთესო ხერხია.

თანაბრად განაწილება კი მხოლოდ  კონკრეტული ტუშის ხარისხზეა დამოკიდებული.

 

 

სხვისი მაკიაჟის საშუალებების და ფუნჯების ხმარება არაჰიგიენურია

სინამდვილეში: ეს სიმართლეა.

დაქალის პომადის წასმისას ან მისი ფუნჯის ხმარებისას უამრავი ბაქტერია გადმოსახლდება ჩვენს კანზე. ამიტომ ჯობია გვქონდეს ჩვენი, თუნდაც საშუალო ფასის და არ “ვითხოვოთ” არაფერი, თუნდაც ძვირფასი და  ექსკლუზიური.

 

 

სახის ხშირი ბანვა ხელს უშლის აკნეს გაჩენას

სინამდვილეში: სახის  ხშირი ბანვა აცლის კანს მთელ ბუნებრივ ცხიმს, იწვევს გამოშრობას და აქერცვლას.

გამომშრალი  კანი ინტენსიურად იწყებს ცხიმის გამომუშავებას, რაც, როგორც წესი, აკნეს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

სახის დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) დაბანვა სრულიად საკმარისია.

 

ჩაი კბილებს აყვითლებს

სინამდვილეში: ეს სიმართლეა.

ჩაის, ყავას, წითელ და თეთრ ღვინოს მართლა შეუძლია კბილის ემალს ფერი შეუცვალოს.

 

 

 

წყლის სმა ჯანმრთელი კანის გარანტიაა

სინამდვილეში: ეს სიმართლეა.

რაც უფრო ხშირად დალევთ ლიმონათის მაგიერ წყალს, მით უკეთესი იქნება თქვენი კანისთვის და მთლიანად ორგანიზმისთვის.

 

 

სუნამო უკეთესია იმ ადგილებში ვიპკუროთ, სადაც მაჯისცემა იგრძნობა.

სინამდვილეში: პულსაციის ადგილებში (მაჯებზე, ყურსუკან) სუნამოს დასხმა იმის გარანტიაა, რომ სურნელი მთელი დღე შენარჩუნდება.

 

 

 

კაკაოს ცხიმი სტრიების გაქრობის საშუალებაა

სინამდვილეში: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი კრემი და ლოსიონი არსებობს, რომლების სტრიების გაქრობას თუ არა, მინიმუმამდე შემცირებას მაინც გვპირდება, ეს შეუძლებელია. თუმცა სტრიების პრევენციისთვის კაკაოს ცხიმი და მასზე დამზადებული ტანის მოვლის საშუალებები მართლა ძალიან კარგია.

 

თმის გაყოფილი ბოლოების აღდგენა შესაძლებელია

სინამდვილეში: ეს შეუძლებელია.

გაყოფილი ბოლოების მოშორების ერთადერთი გზა დაზიანებული თმის შეჭრაა. ნებისმიერი სხვა საშუალება მხოლოდ დროებით აწებებს გაყოფილ ბოლოებს და შეუმჩნეველს ხდის. თუმცა ამით პრობლემა არ ქრება.