რამდენიმე რჩევა მშრალი ან ზამთარში გამომშრალი კანის მოსავლელად:

ის რაც კანს სჭირდება:

1. გაიწმინდე კანი დღეში ერთხელ საპნით, წყლით და ნაზი ღრუბლით.

2. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი: ექსფოლიატორის გამოყენება.

გამოიყენე კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვს.

3. შხაპის მიღების შემდეგ ფორები გახსნილია, კანი კი ტენიანი, ამიტომ ეს საუკეთესო დროა გამწმენდი ლოსიონის გამოყენებისთვის.

4. UV სხივების ეფექტისგან თავის დასაცავად დაიდე მზისგან დამცავი საშუალების თხელი ფენა სახლიდან გასვლის წინ.

5. პრობლემურ პერიოდში კანის მგრძნობელობის მატების შემთხვევაში მიიღე მულტივიტამინების კომპლექსი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნაცნობის რჩევით. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია.

6. შხაპის მიღების შემდეგ წაისვი საბავშვო ზეთი მთელ სხეულზე.

ის რაც კანს მოუხდება:

– ნაზი საპონი, არომატის გარეშე.

– საბავშვო ზეთი უმჯობესია გამოიყენო ალოეს არომატით და ვიტამინით E. ზეთი აუცილებლად ოდნავ სველ კანზე უნდა წაისვა.

– ჩაყარე შაქარი შენს საყვარელ ლოსიონში და აურიე. შემდეგ დაიდე სახეზე და პირსახოცით მოიშორე.