მენოპაუზა (იგივე კლიმაქსი) – ის პერიოდა, როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები, საკვერცხეებში აღარ მწიფდება კვერცხუჯრედი და ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ჰორმონ ესტროგენს.

მენოპაუზის საშუალო ასაკი გახლავთ 51 წელი , თუმცა ის შეიძლება დაიწყოს 45-55 წლის შუალედში. ქალების ერთი ნაწილი ამ დროს საერთოდ ვერ გრძნობს განსაკუთრებულ ცვლილებებს, მეორე ნაწილი კი სხვადასხვა სიმპტომებისაგან იტანჯება.

45-55 წელი

კლიმაქსის მიზეზები

დაახლოებით 35 წლის ასაკიდან ქალის ორგაზნიმში ხდება ცვილებები, საკვერცხეებში ნაკლები კვერცხუჯრედი მწიფდება, იკლებს ესტროგენის დონე და საბოლოოდ სხეულში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების ციკლი. ამ დროს მენსტრუალური ციკლი ქრება და ქალს გამრავლების ფუნქცია აღარ აქვს. ესტროგენის კლება გავლენას ახდენს გულზე, ძვლებზე, თმასა და კანზე.

მენოპაუზის სიმპტომები

ჰორმონალური ცვილელები, რომელიც მენოპაუზამდე და მის შემდეგ ხდება სხვადასხვა სიმპტომებში აისახება. ესენი კი შეიძლება იყოს:

  • არასტაბილური ციკლი
  • წამოხურება
  • სიმშრალე საშოში
  • შარდსასქესო სისტემის პრობლემები
  • ხასიათის სწრაფი ცვლილება
  • ცუდი ძილი

მენსტრუალური ციკლი ხდება არარეგულარული, ზოგჯერ ციკლებს შორის გამონადენიც შეინიშნება. შესაძლოა გამონადენი ჩვეულებრივზე უფრო უხვი ან პირიქით მცირე იყოს.

წამოხურებების დროს  გულმკერდის არეში ძლიერი სიმხურვალის შეგრძნება ჩნდება, გადადის ყელზე, სახესა და ხელებზე.  საშუალოდ ასეთი სიმპტომი საათში ერთხელ ჩნდება და 3-4 წუთის განმავლობაში გრძელდება. ამავე დროს შეინიშნება დიდი რაოდენობით ოფლის დენა (იშვიათ შემთხვევაში მოყვება ციება). წამოხურებები დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონდეს ქალს, ძილის დროსაც კი. 4-დან სამი ქალი განიცდის მსგავს პრობლემას მენოპაუზის დროს და მხოლოდ ერთს უგრძელდება ასეთი მდგომარეობა 5 წელიწადზე დიდი ხანი.

დამხმარე საშუალებები

სიმშრალე საშოში ძირითადად ესტროგენის დაბალი რაოდენობის ბრალია. ვაგინის კედლები ასეთ დროს კარგავენ ელასტიურობას და სეკრეციის ჯირკვლების ფუნქცია ქვეითდება, რაც ბუნებრივი საპოხი მასალის გამოყოფაზე აისახება.

შარდის შეუკავებლობა ასევე ესტროგენის დაბალი მაჩვენებლის გამო ვითარდება.  შარდ სასქესო ტრაქტის კუნთის ტონუსი კლებულობს და შედეგად ვითარდება შუკავებლობა.

უხასიათობა და ცუდი ძილი ისევე, როგორც პრემენსტრუალური და მენსტრუალური პერიოდების დროს, ვლინდება კლიმაქსის პერიოდშიც (ან მის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე). ამის მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონალური ძვრებია.

რისი გაკეთება შეიძლება

პირველ რიგში ექიმების რჩევაა დიეტის დაცვა და ჯანსაღი კვება. მენოპაუზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეული კულტურების მიღება. სასურველია დღეში 3-ჯერ სხვადასხვა რძის პროდუქტის მიღება (დაბალი ცხიმიანობით), ასევე ჯობია თავი აარიდოთ კოფეინსა და ალკოჰოლს.

ჯანსაღი კვება

ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ დღეში ნახევარ საათს მაინც დაუთმობთ ვარჯიშს და ფეხით სიარულს. ეცადეთ ისე ჩაიცვათ, რომ წამოხურების დროს შეძლოთ ტანსაცმლის მცირე ნაწილის გახდა, რათა შეგიმსუბუქდეთ მდგომარეობა. საშოს სიმშრალისათვის არსებობს სხვადასხვა მედიკამენტები, ხოლო მათი დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის (გინეკოლოგის) მიერ.