Home თავის მოვლა

იცოდით, რომ ადამიანის კანი მთლიანობაში დაახლოებით 4 კილოგრამს იწონის? დღევანდელ პირობებში, როცა მზის რადიაცია და ზოგადი ეკოლოგიური ფონიც მთლად სახარბიელო არაა,  იგი მოფრთხილებას საჭიროებს.

კანის მელანომა საკმაოდ გავრცელებული და რთული დაავადებაა. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ულტრაიისფერი დასხივების დიდი დოზები, ნევუსების ტრამვები, ოჯახური წინასწარგანწყობა და სხვადასხვა  კანის დაავადება. უმეტესად ვლინდება 30 წლის შემდეგ, თუმცა ცნობილია უფრო ადრეული შემთხვევებიც.

ყველაზე ხშირად კანის მელანომა პიგმენტური ნევუსიდან ვითარდება. ნევუსი პიგმენტური ლაქაა, ზომით დაახლოებით 5 მილიმეტრიდან 1 სანტიმეტრამდე. თუ ასეთი ლაქები ან კვანძები გაქვთ, ეცადეთ, მზეზე დიდ ხანს არ იყოთ, სოლარიუმით ხშირად არ ისარგებლოთ და ლაქა მექანიკურ ტრამვებსაც მოარიდოთ. ნევუსები უმეტესად კიდურებზე, კისრის და სასქესო ორგანოების მიდამოში ვითარდება და, უმეტეს წილად, თანდაყოლილი ან ზრდასრულ ასაკშია შეძენილი.

აქ ჩამოთვლილია მელანომის 7 ნიშანი, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თითოეულ ნიშანს თან ახლავს ნიმუშად ფოტოების ბმულები.

1. ზომა

მელანომათა უმეტესობის ზომა 5 მმ-ს აღემატება, თუმცა ადრეული მელანომა შეიძლება უფრო პატარაც იყოს.

ფოტო ნიმუშად

2. ასიმეტრია

თუ ნევუსის ფორმა ასიმეტრიულია, მიმართეთ ექიმს.

ფოტო ნიმუშად

3. ფერი

თუ ნევუსი იცვლის ფერს (განსაკუთრებით საყურადღებოა შავი ფერი), მისი გამოკვლევა აუცილებელია.

ფოტო ნიმუშად

4. კონტურები

თუ ნევუსს არათანაბარი კონტურები ან დაკბილული კიდეები აქვს, ის შეიძლება მელანომა იყოს.

ფოტო ნიმუშად

5. ზედაპირი

თუ ნევუსის ზედაპირი სკდება, სისხლმდენია და მასზე კვანძები ჩნდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და თვითნებურ მკურნალობას ნუ მიმართავთ.

ფოტო ნიმუშად

6. კანის ცვლილებები მელანომის გარშემო

შეიძლება გაწუხებდეთ ქავილი, წვა, ტკივილი.

ფოტო ნიმუშად

მელანომის მკურნალობა

მელანომის ეფექტური მკურნალობა მის დროულ გამოვლენაზეა დამოკიდებული. ნევუსის ნებისმიერ ცვლილებას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. ყველაზე ეფექტური საშუალება ქირურგიული ჩარევაა. ქირურგიულადვე ხდება ახალი, სწრაფად მზარდი ლაქების მოშორებაც.

ოპერაციის შემდეგ კეთდება პროგნოზიც, რომელიც დამოკიდებულია მელანომის გავრცელებაზე კანის შრეებში, მის ლოკალოზაციასა და მეტასტაზებზე. ამის მიხედვით, დაავადების 4 სტადიას არჩევენ. პირველ სტადიაზე მელანომა ეპიდერმისის ქვედა შრეებში იჭრება და დაახლოებით 2 მმ სისქისაა, ხოლო ბოლო, მეოთხე სტადიაზე მეტასტაზები შეჭრილია ფილტვებში, ღვიძლსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში.

ასე, რომ მელანომის დროულად აღმოჩენა, სწორი და მიზანმიმართული მკურნალობა დაგეხმარებათ ამ სენის დამარცხებაში.

ჯანმრთელ დღეს გუსურვებთ.

7 კომენტარი to this post
  1. მელანომა საშინელებაა მოერიდეთ ხალის და პიგმენტური ლაქების წვალებას

  2. როგორ მიყვარს მზე და რატომ გინდათ რომ შემაძულოთ :) საინტერესო სტატიაა, გასათვალისწინებელი!

  3. დღეს ერთ-ერთ ავტობუსში წავიკითხე განცხადება, რომელშიც უფასო კვლევას გვთავაზობდნენ მელანომებზე, 21-27მაისს. ტელ.: 570704577

შენ რას იტყვი?