უმეტესობა ჩვენგანს აწუხებს სტრესი.

სტრესთან ბრძოლისთვის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი, შედეგიანი და პრაქტიკული მართლაც, რომ მედიტაციაა.

წარმოიდგინეთ, თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველგან იოგას ვარჯიშები, არ შეგიძლიათ სვათ წამლები, ან იაროთ ფსიქოლოგთან, რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ასეთ დროს?

თქვენ სრულიად არ გჭირდებათ დიდი დრო და ფინანსები მედიტაციისთვის.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ვინც დღეში 20 წუთს მაინც უთმობს მედიტაციას, გარანტირებული აქვს სიმშვიდე , მეხსიერების და აზროვნების გაძლიერება. ზოგი ექსპერტის აზრით კი მედიტაციით შეგიძლიათ 10-15 წუთიც დაკავდეთ და სტრესი სამუდამოდ დაივიწყოთ. არ გაქვთ დრო? შეეცადეთ მედიტაციით დაკავდეთ დღიური აქტივობის მანძილზე.

შხაპის მიღებისას: როცა თქვენ შხაპს იღებთ და ცხელი წყალი თქვენ კანს ეხება, მაშინ ყველაზე სასიამოვნოა მედიტაციის პროცესის ჩატარება და სრულიად გათავისუფლება ყოველგვარი დარდისგან, ამ დროს თქვენ აბსოლუტურად სხვა სამყაროში გრძნობთ თავს.

სამსახურში წასვლის წინ, ან მაშინ როდესაც თქვენ შვილს სკოლაში გააცილებთ: მოუსმინეთ რომელიმე წყნარ ხმას (მაგალითად ზღვის ტალღები) “myMeditation”-ის აპლიკაციაში (iPhone-ისთვის და iPod Touch-ისთვის), ის დაგეხმარებათ მიაღწიოთ მედიტაციის პროცესს 3 წუთში, თუ არ გაქვთ “Apple”-ს აღნიშნული პროდუქტები, მაშინ რა თქმა უნდა შეგიძლიათ უამრავ ვებ-გვერდზე ნახოთ, მსგავსი საშუალებები მედიტაციის მისაღწევად.

საუზმის ან სადილის დროს: სანამ შეექცევით საუზმეს ან სადილს, დაჯექით, დახუჭეთ თვალი და ჩაისუნთქეთ ღრმად- შემდეგ გაახილეთ თვალები და შეხედეთ თქვენს წინ მყოფ საკვებს. ყურადღება მიაქციეთ მის სუნს და ნელ-ნელა დაიწყეთ ჭამა. ეს მოგცემთ საშუალებას მშვიდად და აუღელვებლად ჭამოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს სამი მარტივი წესი მოგაშორებთ იმ სტრესს რომელიც მთელი ცხოვრება გტანჯავთ და არ გშორდებათ, რატომ უნდა ვიტანჯოთ როდესაც არსებობს მედიტაცია – სრულიად გამართლებული, შედეგიანი და მარტივი ხერხი?