Home თავის მოვლა

Screen_Shot_2013-11-13_at_4

თუ თმის მოცილების ხერხებიდან უპირატესობას ლაზერულ ეპილაციას ანიჭებ, ჩვენ გირჩევთ როგორ მიიღო მაქიმალური ეფექტი.

გაითვალისწინე, რომ ლაზერული ეპილაცია განსაკუთრებით ეფექტურია ღია ფერის კანსა და მუქ თმაზე. ღია ფერის თმა შესაძლოა ჯერ შეიღებოს შავად და შემდგომ გაკეთდეს ეპილაცია.

ლაზერულ ეპილაციამდე 6 თვის განმავლობაში ეცადე მოერიდო თმის ძირიანად ამოღებას (მაგალითად პინცეტი, ეპილატორი და ა.შ.). გამოიყენე საპარსი დანა ან კრემ-დეპილატორი.

ალექსანდრიტის ლაზერი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. უნდა იცოდე, რომ სხვა აპარატებთან შედარებით, მისი ტალღის სიგრძე უფრო მეტია, შესაბამისად, მეტია ტკივილის დონეც. გაუტკივარებისთვის შეგიძლია გამოიყენო სპეციალური სპრეი.

Screen Shot 2013-11-13 at 4.41.49 PM

ეპილაციამდე გაიარე კონსულტაცია: შეხვდი კოსმეტელოგს და დაუსვი შენთვის საინტერესო კითხვები. გაიპარსე სუფთად. ასე ტკივილს შეამცირებ.

ეპილაციამდე 24 საათის განმავლობაში მოერიდე კოფეინის მიღებას. ეს შენს მშვიდად ყოფნასაც შეუწყობს ხელს და ეპილაციაც ნაკლებად მტკივნეულად ჩაივლის.

ეპილაციისას ტკივილის შემთხვევაში სთხოვე სპეციალისტს მიიღოს შესაბამის ზომებს (შეამციროს ტალღის სიხშირე, ან გამოიყენოს გამაყუჩებელი).

მუდმივად ეკონტაქტე შენს სპეციალისტს. ეპილაციის შემდეგ უნდა გქონდეს ოდნავი სიწითლე. შესაძლოა გაჩნდეს პატარა წითელი წრეები სხეულის მგრძნობიარე უბნებზე. შედარებით ძველი ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში სიწითლე შეიძლება რამდენიმე დღე გაგყვეს, თანამედროვე ტექნოლოგიისას – რამდენიმე საათი.

ეპილაციიდან 24 საათის განმავლობაში შეამჩნევ, რომ თმამ ზრდა შეწყვიტა, ცოტა ხნის შემდეგ კი ცვენას დაიწყებს. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლია გამოიყენო მსუბუქი სკრაბი, სააბაზანოს ღრუბელი ან პინცეტი. პინცეტით მოცილებისას ტკივილი არ უნდა იგრძნობოდეს.

თუ საქმე ბიკინის ზონას ეხება, გაითვალისწინე დამატებითი რჩევები, რომელიც ამ სტატიაშია მოცემული.

თუ ეპილაციამ თმის ჩაბრუნება გამოიწვია, აქ გირჩევთ როგორ მოიქცე.

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?