მანდარინი C ვიტამინის წყაროა, მისი სურნელი დადებითად მოქმედებს  განწყობაზე და ყველაფერ ამასთან ერთად, მისი გამოყენება სკრაბებში და თმის ნიღბებშიც შეგიძლია.

მანდარინის ნიღაბი მშრალი და ნორმალური სახის კანისთვის

(ატენიანებს და აცოცხლებს სახის კანს)

საჭირო ინგრედიენტები

  • ორი სუფრის კოვზი იოგურტი ან მაწონი
  • 1/4 ჩაის კოვზი მანდარინის ცედრა
  • ერთი სუფრის კოვზი მანდარინის წვენი (ახალგამოწურული)

მომზადების წესი

კარგად აურიე ყველა ინგრედიენტი თასში,  სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებ. წაისვი მშრალ და სუფთა კანზე (მოერიდე თვალის გარშემო ნაზ კანს). ათი წუთის შემდეგ ჩამოიბანე გრილი წყლით და ბამბის ტამპონის დახმარებით. სახის გამშრალების შემდეგ წაისვი ის დამატენიანებელი, რომელსაც ყოველდღიურად ხმარობ.

მანდარინის ტანის სკრაბი

(არბილებს და კვებავს კანს)

საჭირო ინგრედიენტები

  • ერთი ფინჯანი ზღვის მარილი
  • ერთი ფინჯანი ზეითუნის ზეთი ან მაწონი
  • ნახევარი მანდარინის ცედრა
  • 2 კოვზი მანდარინის წვენი (ახალგამოწურული)

მომზადების წესი

კარგად აურიე ყველა ინგრედიენტი თასში,  ერთგვაროვანი მასის  მიღებამდე. წრიული მოძრაობებით წაისვი ტანზე 5-10 წუთის მანძილზე, ჩამოიბანე და შემდეგ შენი საყვარელი ტანის ლოსიონი წაისვი.

მანდარინის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის

საჭირო ინგრედიენტები

  • ერთი სუფრის კოვზი თაფლი
  • ნახევარი სუფრის კოვზი ლავანდის ზეთი
  • ნახევარი სუფრის კოვზი მანდარინის ზეთი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი
  • ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი

მომზადების წესი

კარგად აურიე თაფლი, ზეითუნის ზეთი, მანდარინის და ლავანდის ზეთები. დაუმატე ლიმონის წვენი და ისევ აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაისველე თმა და პირსახოცით კარგად გაიშრე. შემდეგ შეიზილე მიღებული ნარევი თმაში და თავის კანში, თან კარგად დაიმასაჟე. გაიჩერე ნარევი თმაზე 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანე სპეციალური შამპუნით.