Home თავის მოვლა

ალბათ დამეთანხმები, რომ დღესდღეობით მაკიაჟის უამრავი პროდუქტი არსებობს, რომლის ფუნქცია და მოხმარების წესები ხშირად გაუგებარი და დამაბნეველია. ჩვენ გთავაზობთ ერთგვარ ‘ლექსიკონს’, რათა ყველა საჭირო პროდუქტი სწორად გამოიყენო.

შრატი (Serum)

პროდუქტი, რომელიც სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად კვებავს მათ. ისევე, როგორც კანის ბევრ სხვა პროდუქტს, შრატს აქვს როგორც კანის გამღიავებელი, ასევე აკნეს და სიბერის შემაჩერებელი ეფექტი. მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, უბრალოდ აიჩიე ფორმულა: ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი, მკვებავი და ა.შ.

შრატი, როგორც ყველა სხვა კოსმეტიკური საშუალება, ზეთსა და წყალზეა შექმნილი, თუმცა მისი ტექსტურა უცხიმოა და სახეზე წასმისას ცხიმიან ეფექტს არ ტოვებს. აქტიური ინგრედიენტების წყალობით, შედეგს უფრო ნაკლებ დროში იღებ, ვიდრე მხოლოდ დამატენიანებლის გამოყენებისას.

თუ მგრძნობიარე კანი გაქვს, შესაბამისი ფორმულის შრატი შეარჩიე.

შრატი აუცილებლად სუფთა კანზე უნდა წაისვა! შეგიძლია ის დამოუკიდებლად, ან კანის სხვა პროდუქტებთან ერთად იხმარო.

ბაზისი (Primer, Base)

ბაზისი გამოიყენება დამატენიანებლის შემდეგ (ტონალური კრემის წასმამდე). ის გეხმარება გლუვი ზედაპირის შექმნაში, რაც აადვილებს ტონალურის სწორად და ეკონომიურად გადანაწილებას. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი აქრობს სიწითლეს სახეზე, ხოლო ბაზისი ლავანდის საფუძვლით მკრთალ კანს გაახალისებს. გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი უბრალოდ ძალიან ადვილად ანაწილებს ტონალურს.

ასევე არსებობს თვალის ბაზისი (eye primer), რომელიც გამოიყენება ჩრდილების გამოსაკვეთად და მათი მთელი დღით შესანარჩუნებლად.

წაისვი ბაზისი მთელ სახეზე და დაელოდე 1-2 წუთს, სანამ ტონალურს გადაისვამ.

ტონალური (Foundation)

ეს არის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება მაკიაჟისთვის ბაზისის შესაქმნელად და პატარა ნაკლოვანებების დასაფარად. არსებობს თხევადი, ფხვიერი და კრემოვანი ტონალურები.

ფხვიერი (Mineral powder foundation) ტონალური გამოირჩევა ძალიან კარგი  დაფარვით ცხიმიანი კანისთვის. მშრალი კანის შემთხვევაში კი აუცილებლად გამოიყენე დამატენიანებელი და ბაზისი, წინაღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფხვიერმა ტონალურმა კიდევ უფრო გამოკვეთოს შენი მშრალი კანი. თუ კომბინირებული კანი გაქვს, არანაირი პრობლემა არ გექნება მსგავსი პროდუქტის გამოყენებისას – ის დაფარავს შენი ცხიმიანი კანის ბრწყინვალებას და გამოაცოცლებს სახის იმ ნაწილებს, სადაც ნორმალური კანი გაქვს.

კრემოვანი (Cream Foundation) ტონალური იდეალურია მშრალი კანისთვის. მისი კრემოვანი ტექსტურა კვებავს მშრალ კანს, რის შემდეგაც სახის კანი იდეალურად გამოიყურება.

თხევადი (Liquid Foundation) ტონალური კარგია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. მათი მოძებნა არ გაგიჭირდება, თუმცა პრობლემა სწორად შერჩევაა.

მას შემდეგ, რაც შენთვის შესაბერის ტონალურს შეარჩევ, გადახედე ჩვენს რჩევებს უნაკლო ტონალურისთვის.

კორექტორი (Concealer)

გამოიყენება მუქი წრეების, ასაკობრივი ლაქების, დიდი ფორებისა და სხვა მცირე ნაკლოვანებების დასაფარად. კორექტორი ჰგავს ტონალურს, თუმცა უფრო სქელი ტექსურისაა და სხვადასხვა პიგმენტის დასამალად გამოიყენება.

ისევე როგორც ტონალური, კორექტორიც რამდენიმე სახისაა: თხევადი, კრემოვანი და სტიკი (Stick).

კორექტორი ბაზის შემდეგ, ტონალურამდე უნდა წაისვა.

თხევადი: კარგია ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის; ადვილად ნაწილდება და კარგია სხვადასხვა სიწითლის დასაფარად. გლუვი დაფარვის მქონე კორექტორი უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე ჩვეულებრივი.

სტიკი (Stick): კარგია ნორმალური, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. მისი სქელი, კრემოვანი ტექსტურა საშუალებას იძლევა კარგად დაფაროს პრობლემური ადგილები, განსაკუთრებით კი თვალქვეშა წრეები და ადგილები ცხვირის და ტუჩის გარშემო.

კრემოვანი (Cream): ნორმალური, კომბინირებული, სენსიტიური ან მშრალი ტიპის კანისთვის. ის იდეალურია თვალქვეშა წრეების და სხვადასხვა ლაქის დასაფარად.

პუდრი (Powder)

გამოიყენება ტოლანურისა და კორექტორის შემდეგ. ცხიმიანი კანით გამოწვეული მბზინვარების დასაფარად შეგიძლია დღის განმავლობაში რამდენჯერმეც გადაისვა. არსებობს ნახევრად გამჭვირვალე და პიგმენტური პუდრები, რომელიც შეგიძლია ტონალურის გარეშეც გამოიყენო.

მშრალი კანისთვის პუდრი არც თუ კარგი არჩევანია, თუმცა არსებობს გამონაკლისი – მინერალური (Mineral) პუდრი, რომელიც ატენიანებს მშრალ კანს. ცხიმიანი კანის მქონე გოგონებმა კი მსგავსი ტიპის პუდრის ხმარებისგან თავი უნდა შეიკავოთ, თქვენთვის ძალიან კარგი ტონალური პუდრია (Powder Foundation), რადგან ტოვებს გლუვ ზედაპირს და აკონტროლებს მბზინვარებას.

დაპრესილი პუდრი (Pressed Powder): გამოიყენება თხევადი ტონალურის შემდეგ.

Blot Powder: დაპრესილი პუდრის მსგავია, უფერი, თუმცა გამოიყენება ცხიმის მოსაშორებლად. კარგია მათთვის, ვისაც ცხიმიანი ან კომბინირებული კანი აქვს.

ნახევრად გამჭვირვალე პუდრი (Translucent): ყველა ტიპის კანისთვისაა. არც მას აქვს ფერი, თუმცა მისი გამოყენება უნაკლო გლუვი ზედაპირის შესაქმნელად ზედგამოჭრილია.

ბრონზერი (Bronzer) და გამღიავებელი (Highlighter)

გამოიყენება ბუნებრივი ბრწყინვალების ან სახის დათხელების მიზნით. ბრონზერის მცირე ოდენობა დიდი ზომის ფუნჯით გადაისვი ისეთ ადგილებზე, სადაც მზის შუქი ბუნებრივად გხვდება: შუბლი, ღაწვები, ცხვირი და გვერდები.

თუ სახის „დათხელება“ გინდა, მაშინ გადაისვი ლოყებზე და ყბის ქვეშ, საფეთქლებთან და ცხვირის გვერდებზე.

გამღიავებელი ნაზ შტრიხებს აძლევს სახის იმ ადგილებს, სადაც გაფერმკრთალება გჭირდება. გამღიავებელი მცირე ოდენობით წაისვი ძგიდესა და წარბის ქვეშ (სადაც წარბის ფორმა მრგვალდება). კარგად გადაინაწილე, რომ ზედმეტად თეთრი არ ჩანდეს.

ერთი სიტყვით – ბრონზერით ამუქებ და მინიმუმამდე დაგყავს სახის კონტურები, გამღიავებლით კი ხაზს უსვამ და აღიავებ სახის რამდენიმე ადგილს.

სხვადასხვა სახის ფორმას სხვადასხვანაირად სჭირდება მათი გამოყენება. აი დიაგრამაც, სადაც ვარდისფრით ბრონზერია აღნიშნული და იასამნისფრით გამღიავებელი.

რუჟი (Blush)

რუჟი ლოყებსა და ღაწვებზე ბუნებრივი ფერის მისაღებად გამოიყენება. არსებობს პუდრი რუჟი (Powder Blush), თხევადი, კრემოვანი და სტიკი.

პუდრი რუჟი კარგია ჩვეულებრივი სახის კანისთვის. დაპრესილი რუჟი უფრო ბუნებრივად გამოიყურება და მისი წასმა უფრო ადვილია, თან კანის ცხიმსაც ადვილად იწოვს. თუმცა პუდრი რუჟი თხევადზე ნაკლებ ხანს ძლებს და შეიძლება ოდნავ ფერიც კი შეიცვალოს, როდესაც კანში კარგად გაჯდება.

თხევადი რუჟი სხვადასხვა ფორმით გვხვდება და კარგია როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის. ასეთი რუჟი უფრო დიდხანს ძლებს და ფერიც უფრო შენარჩუნებადია. სამწუხაროდ, მას ნაკლებად ბუნებრივი ეფექტი აქვს და ოდნავ რთულადაც ნაწილდება კანზე.

კრემოვან  მშრალი კანისთვის იდეალური პროდუქტია, რომელიც კიდევ უფრო დაატენიანებს და ახალგაზრდულ ბზინვარებას შესძენს შენს კანს.

სტიკი – კრემოვანი ტექსტურა ადვილად ნაწილდება ღაწვებზე და შესანიშნავ ეფექტს ანიჭებს შენს სახეს.

აუცილებლად დაიმახსოვრე ისიც, რომ მაკიაჟის პროდუქტები საუკუნობით არ ძლებს და ყველას გასდის ვადა. გადახედე სურათს და თუ რომელიმე პროდუქტი იმაზე დიდი ხანია გაქვს, ვიდრე აქ წერია, სასწრაფოდ მოისროლე სანაგვე ყუთში!

5 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?