Home თავის მოვლა

ძალიან დიდი ხნის წინ სათვალის ტარება არამოდური და სამარცხვინოც  იყო, თუმცა დღესდღეობით სიტუაცია სულ სხვაგვარადაა და ბევრი ჩემი მეგობარი უნომრო სათვალით იწონებს თავს.

სათვალე ხშირ შემთხვევაში თვალის ფერს, ფორმას და ზომას ცვლის, ამიტომ სათვალის ტარებისას მაკიაჟი ცოტათი უნდა შეცვალო. წარმოგიდგენთ იმ რჩევებს და ხერხებს რომელიც დაგეხმარება უფრო მოხდენილად ატარო შენი სათვალე. ასევე გადახედე ჩვენს სტატიას ს დ ს.

სათვალე თვალებზე ამახვილებს ყურადღებას, ამიტომ მაკიაჟი სუფთა, მარტივი და გამოკვეთილი უნდა იყოს. ასევე აუცილებლად გამოკვეთე წარბები, რათა ჩარჩოს მიღმა თვალები გამოიკვეთოს. თუმცა ფრთხილად იყავი ზედმეტი არ მოგივიდეს, წარბებმა ბუნებრივი ეფექტი არ უნდა დაკარგოს!

თუ სათვალე თვალებს გიდიდებს ან გიპატარავებს, კონტრასტის დასაბალანსებლად აუცილებლად გამოიყენე ლაინერი. დიდი თვალების ეფექტის მისაღებად სცადე შენი თვალის ფერზე ერთი ტონით მუქი ლაინერი. წამწამების გამოსაკვეთად კი გადაისვი ტუშის ორი ან სამი ფენა.

სქელი ჩარჩოს შემთხვევაში, შენი ლაინერიც სქელი უნდა იყოს, წვრილზე შესაბამისად თხელი და ნაზი ხაზი გაიკეთე.

ტონალური უმჯობესია იყოს მინერალური ან ფხვიერი. თხევადი და კრემოვანი ტონალური თვალებქვეშ და ცხვირზე გროვდება, ზუსტად იქ სადაც სათვალე გაზის, რაც არათანაბარ სახეს გიჩენს. თვალებქვეშ შავი წრეების დასაფარად აუცილებლად გამოიყენე კორექტორი, რომელიც შენი კანის ბუნებრივ ფერზე ერთი ტონით ღიაა.

თვალის ჩრდილის შერჩევისას ფრთხილად უნდა იყო. ფერები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს შენს თვალის და ჩარჩოს ფერთან. საუკეთესო ვარიანტია თბილი, ნეიტრალური ფერები, ასევე მბზინავი თვალის ჩრდილიც შეგიძლია გამოიყენო. ჩრდილის წასმისას ჯერ ღია ტონით დაიფარე ქუთუთო, ხოლო მუქი ტონი თვალის ბოლოდან, ფუნჯის ხაზოვანი მოქმედებით წაისვი, რათა მუქიდან ღიაში გარდამავალის ეფექტი მიიღო.

makeup for glasses

თუ ჩრდილების მოყვარული არ ხარ, მაშინ აქცენტი ტუჩებზე გადაიტანე. წაისვი რაც შეიძლება თამამი და მუქი ტუჩსაცხი.

თუ სათვალის არასტანდარტულ ჩარჩოს ხმარობ, შენი მაკიაჟიც, რა თქმა უნდა, მისი შესაფერისი უნდა იყოს.

ღია ფერის ჩარჩო

frame

თვალებზე მბზინავი ნეიტრალური ჩრდილები გამოიყენე, როგორიცაა ბეჟი ან ყავისფერის ტონები, შემდეგ წაისვი ტუში, ატმის ან კენკრისფერი რუჟი და ბოლოს ტუჩებზე სტაფილოსფერი, ფუკსია (Fuchsia) ან ალისფერი წითელი ტუჩსაცხი გადაისვი. ჩარჩოსფერი ტუჩსაცხი არ წაისვა!

 კატის თვალის ფორმის ჩარჩო

frame 2

შავი ან ყავისფერი ლაინერი წაისვი თხლად, თუმცა ბოლოში ოდნავ აპრიხე, ანუ მიჰყევი ჩარჩოს ფორმას. მაკიაჟი დაასრულე ტუშით, ბრონზერით და ხორცისფერი (nude) ტუჩსაცხით.

მორთული ჩარჩო (სამკაული ან ყვავილი გვერდით)

frame 3

გლუვი და ღია ფერის ჩრდილები, ტუში, კენკრისფერი (berry) ტუჩსაცხი და ლოყებზე ღია ან მუქი ვარდისფერი რუჟი, რაც ყურადღებას სათვალის აქსესუარზე გააკეთებს.

იმისთვის, რომ შენი სახის და სათვალის შესაფერისი მაკიაჟი მიიღო, აუცილებელია სცადო სხვადასხვა ვარიანტები. საბოლოო ჯამში ისევ შენ უნდა იყო შენი მაკიაჟით კმაყოფილი, ასე რომ ნუ იჩქარებ და აღმოაჩინე რომელია შენთვის საუკეთესო.

collage

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?