იდეალური მაკიაჟი რომ გქონდეს, ამისთვის კარგი კოსმეტიკა და უფრო კარგი ფუნჯია საჭირო. თუმცა თუ არ იცი, რომელი მათგანი ზუსტად რისთვისაა გამიზნული,  შეიძლება შეცდომებიც დაუშვა მაკიაჟის კეთებისას, რაც შენს გარეგნობაზე ნამდვილად აისახება.

მაშ ასე. ფოტოს მიზედვით მოვახდინოთ ფუნჯების კლასიფიკაცია:

  1. დიდი ფუნჯი პუდრისთვის. რეკომენდირებულია, ნატურალური მასალისგან იყოს დამზადებული;
  2.  რუჟის ფუნჯი. უპირატესობა აქაც ნატურალურ ბეწვს ენიჭება;
  3.  მარაოსებრი ფუნჯი. გამოიყენება მყარი კონსისტენციის ზედმეტი მაკიაჟის სახიდან მოსაცილებლად. ის რბილად აცილებს ზედმეტ ჩრდილებს და ამასთან, არ ურევს მათ ერთმანეთში. სასურველია ნატურალური მასალა;
  4. დიდი, ირიბად შეკრეჭილი ფუნჯი რუჟისათვის და ყვრიმალების კორექციისთვისაა განკუთვნილი.
  5. ფუნჯი კონტურული კორექციისთვის.
  6. ჩრდილის დატანისთვის საუკეთესო ფუნჯი. ძალიან მოსახერხებელია წამწამებთან ახლოს ჩრდილის კარგად გადასანაწილებლად.
  7. პატარა ფუნჯი ცხვირის კორექციისთვის.
  8. ფუნჯი ტონალური ფუძისთვის, ცხიმიანი კორექტორებისთვის. გამოიყენება მხოლოდ სინთეტიკური მასალის ფუნჯი.
  9. ფუნჯი ფხვიერი და კომპაქტური პუდრისთვის. კარგად ურევს და დააქვს კანზე;
  10. დიდი ფუნჯი ჩრდილებისთვის. დიდ ფუნჯს იყენებენ ღია ფერის ჩრდილების წარბსქვემოთ დასატანად. ამ ფორმის, ოღონდ უფრო პატარა ფუნჯი განსხვავებული ფერის ჩრდილების დასატანად გამოიყენება. ფუნჯის ზომა ირჩევა ფერების რაოდენობის და მაკიაჟის სპეციფიკის მიხედვით.
  11. ბრტყელი, მოკლე ფუნჯი ტონების შესარევად.
  12. ჩრდილების დასატანი ფუნჯი. რეკომენდირებულია ნატურალური ბეწვი.
  13. ტუჩის ფუნჯი. გამოიყენება კონტურის გასაკეთებლად და ტუჩის საცხის წასასმელად. რეკომენდირებულია სინთეტიკური მასალა.
  14. ფუნჯი თვალის ხაზების გასაგრძელებლად: როგორც ჩრდილის, ასე ფანქრისთვისაც.
  15. ფანქრის ხაზების “შესარბილებელი” ფუნჯი.
  16. ოკლე ფუნჯი ფანქრის ხაზების შესარბილებლად.
  17. ჩრდილების დასატანი ფუნჯი. სასრურველია ნატურალური მასალის.
  18. პატარა ფუნჯი ცხიმოვანი კონსისტენციის მაკიაჟისთვის. გამოიყენება სახის შედარებით ძნელად დასამუშავებელი ადგილებისთვის, რომლებიც სიზუსტეს მოითხოვენ.
  19. წარბების დასამუშავებელი ფუნჯი. ამ ფუნჯით შეგვიძლია წარბების კორექტორი დავიტანოთ წარბზე.
  20. წარბების სავარცხელი.
  21. აპლიკატორი. გამოიყენება მშრალი ან ცხიმიანი ჩრდილების დასატანად ქუთუთოებზე.
  22. წარბების სავარცხელი.