გასკვირი არაა, რომ გახდომის მსურველთთათვის დიეტები ასეთი პოპულარობით სარგებლობს. დიახ, ბევრი წამოეგება ანკესზე, რადგან იმედოვნებს, რომ მისი სამეგობროს ან სამეზობლოს ფართოდ რეკლამირებული, სწრაფად წონის დასაკლები დიეტებით გადაწყვეტს სიმსუქნის პრობლემას. თუმცა სამწუხარო სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არასწორი დიეტებით ადამიანთა ძალისხმევა ხშირად ფუჭია.
თუკი მუდმივი არ გახდება ცხოვრების ჯანსაღი წესი და არ შეიცვლება დროებითი (არასწორი კვების პრინციპი)-დიეტა,მუდმივი სწორი კვებით. დროებითი-ყურმოკრული დიეტებზე მყოფთა 95% წლის განმავლობაში ინაზღაურებს დაკარგულ წონას და ხშირად უფრო მეტსაც. განმეორებითი მცდელობები უფრო ქანცავს ადამიანს, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად და თან უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებლობა.
იქნებ უმჯობესია დავრჩე მსუქანი? ვიდრე თეთრ ალამს აღმართავდეთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რა ზიანის მოტანა შეუძლია ზედმეტ წონას თქვენთვის. იგი საძირკველს უყრის თითქმის ყველა დეგენერაციულ დაავადებას ოსტეოპოროზის გარდა. მსუქანი ადამიანები სამჯერ მეტად არიან მიდრეკილნი გულის დააავადებებისადმი, ოთხჯერ უფრო ხშირად აქვთ სისხლის მაღალი წნევა. მათ დიაბეტით დააავადების და სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობის ხუთჯერ მეტი შანსი აქვთ…
ასევე უამრავი დაავადების ჩამოთვლა შეიძლება, რომლის განვითარების რისკსაც სიმსუქნე ზრდის, თუმცა ძალიან შორს წავალთ უბრალოდ გეტყვით, რომ ჭარბწონიანი ადამიანები აფეთქებისთვის საათის მექანიზმით მომართულ ნაღმს ჰგვანან, იმის მოლოდინში, რომელიმე დაავადება არ ააფეთქებს მათ სიცოცხლეს.
მინდა მოგახსენოთ, რომ ერთ დროს მეც ჭარბწონიანი ვიყავი და დიდი ძალისხმევისა და მონდომების შედეგად ახლა იმაზე 20 კგ-თი ნაკლებს ვიწონი ვიდრე უწინ.ზუსტად ეს ფაქტი მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი რჩევები და მეთოდები გაგიზიაროთ მათი სანდოობა, ხომ მე თავად საკუთარ თავზე გამოვცადე.
როგორ დავიკლოთ და აღარ დავაგროვოთ კილოგრამები
საკუთარი წონის წარმატებული კონტროლისათვის აუცილებელია სამი პრინციპის დაცვა.
1) გაზარდოს ჩვენი საკვების ხარისხი და რაოდენობა, იმავდროულა მათი კალორიულობის შემცირებით.
2) გავზარდოთ ჩვენი კალორიების წვის ტემპი ორგანიზმში აქტიური ფიზიკური ვარჯიშების დახმარებით.
3) ზემოთ მითითებული ორი პრინციპის ჩვენი ცხოვრების წესში სამუდამოდ დანერგვით
4) რადგან ყველა წესებიდან არსებობს გამონაკლისი თვეში ერთხელ შეგვიძლია ეს წესებით დავარღვიოთ, მაგრამ თუ ერთხელ დარღვევა გამოიწვევს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვას და მათ მუდმივობას, მაშინ ჯობს მართლა არასოდეს დავარღვიოთ!!!
პს. არასოდეს არ იფიქროთ,რომ უსამართლობას აქვს ადგილი გაღებული მსხვერპლის (გემრიელ საჭმელზე უარის თქმა ჩემთვის, პირადად სილამაზისთვის გაღებული დიდი მსხვერპლია) სანაცვლოდ თქვენ ჯანმრთელ სხეულს და ლამაზ გარეგნობას მიიღებთ.
Related posts
18 Comments
Leave a Reply Cancel reply
Recent Comments
- მარიამი on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- ნანა on როგორ მოვუაროთ კანს თვალის გარშემო
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
როგორც ყოველთვის შესანიშნავი რჩევები, მადლობა თამი
მადლობთ დრიმ!!!!
სასარგებლო რჩევებია
მომწონს :)
სრული სიმართლეა
მშვენიერი პოსტია თავისი რჩევებით : )
კარგია, შესასრულებადია:)
დაკლება არ ვიცი და ეს ფოტოები ისეთი მადისაღმძვრელია :დ
მინუს 20 კილოგრამი აღარ, მაგრამ 33 კილო დავიკელი და მეც შემიძლია იმის დამატება, რომ გადასარევი რჩევებია, უბრალოდ ერთს დავამატებდი, მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება ეს ყველაფერია რაც გამოგადგებათ ზედმეტ წონასთან ბრძოლაში, მერე თავისთავად მოვა ეგ საოცნებო წონაც და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ უკვე გამხდრის კატეგორიაში ხართ :)
ai bravo!;)))))
da ra sasiamovnoa eg agmochena gamxdar kategoriashi rom xar…
jobia saertod ar daargviot, radgan adamiani imdenad susti nebisyopis aris, ro mere kontrols kargavs, dieta anu jansagi kveba da varjishi unda gaxdes chveni cxovrebis wesi, ase tu gaimarjvebt sakutar tavze….gisurvebt warmatebebs….zalian kargi rchevebia….madloba….
iqneb statia "rogor movimatot wonashi" daweroot :) dzalian mainteresebs..
აუცილებლად გავითვალისწინებთ <3
ეს ძალიან კარგი, მაგრამ ზოგადი რჩევებიათქო .. იქნებ კონკრეტული რჩევები დაწეროთ 6-7 კილოს დაკლების მუსრველებისთვის..გმადლობთ
kaiaaa :)))
[…] […]
[…] როგორ შეინარჩუნო ფორმა […]