კბილების გათეთრება ძვირადღირებული პროცედურების გარეშეც შესაძლებელია.


1. წითელი ღვინო და ყავა კბილის ფერს ამუქებს, მაგრამ ვაშლს, სტაფილოს და ბროკოლს იგივე ეფექტი გააჩნიათ, რაც კანისთვის სკრაბს.

2. მოერიდე წითელ ტუჩის საცხს მოცისფრო ტონებით. სცადე მოყავისფრო ფერები, თუ გსურს კბილები იმაზე თეთრი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია.

3. ოქროსფერი, გარუჯული კანი ჯანსაღ იერს გაძლევს და კბილებსაც უფრო ღიას აჩენს.

4. ატარე თეთრი ან ვერცხლისფერი სამკაულები, მოერიდე ოქროსფერს.

5. არ ატარო მკვეთრი თეთრი ფერის ტანსაცმელი, შეცვალე თეთრი სპილოსძვლისფერით.

ისე ნაკლის დაფარვას მისი მოშორება სჯობს. ესტუმრე სტომატოლოგს – მგონი ღირს შენი ბიუჯეტის რაღაც ნაწილის გამოყოფა ჯანსაღი ღიმილისთვის, რომელიც ყოველთვის შესამჩნევია.