Home თავის მოვლა

21 საუკუნეში, სადაც 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას ვიღებთ, ძილისთვის საკმარისი დროის პოვნა პრობლემად რჩება. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანს საშუალოდ 7-9 საათი უნდა ეძინოს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ძილისთვის აუცილებელი პერიოდი 6 საათამდეა დასული. გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 40%-ს 7 საათზე ნაკლები სძინავს, ხოლო 70 მილიონ ადამიანს ძილის რეჟიმი არეული აქვს.

ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კარგად გამოიძინო, თუმცა ბევრი ჩვენგანი ძილის ნაკლებობით განპირობებულ რისკებს ნაკლებად იცნობს. წარმოგიდგენ 16 რისკს, რომელიც შეიძლება შენს ჯანმრთელობას შეეხოს თუ ძილს დაიკლებ.

1. გაღიზიანება

ებრაელი მეცნიერების დაკვირვებით, უძილო ღამეები გაღიზიანებას და ემოციურ არასტაბილურობას იწვევს.

2. თავის ტკივილი

მეცნიერებს ჯერ კიდევ არ უპოვიათ მიზეზი, თუ რატომ იწვევს უძილობა თავის ტკივილს, თუმცა ეს კავშირი ძალიან დიდი ხნის წინაა აღმოჩენილი. ადამიანების 36-58% დილით შაკიკით იღვიძებს.

3. სწავლის უუნარობა

სკოლის მოსწავლეებზე გაკეთებულმა კვლევამ აჩვენა რომ სწავლის დაწყება ჩვეულზე ერთი საათით გვიან, (მაგ: 10-ზე 9-ის ნაცვლად), ტესტებზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.

4. წონის მატება

ნაკლები ძილი ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს და მადასაც გიმატებს, სწორედ ამიტომ ხშირად გინდება მაღალკალორიული საკვების მიღება.

5. ცუდი ხედვა

რაც უფრო დიდხანს გღვიძავს, მით უფრო დიდი შანსია განიცადო მხედველობის დაქვეითება და ჰალუცინაციები.

6. გულის დაავადება

როდესაც მეცნიერებმა კვლევის მონაწილეები 88 საათის განმავლობაში არ დააძინეს, მათი წნევა მაღალ მაჩვენებელზე ავიდა, რაც დამეთანხმები, არც ისე გასაკვირია. თუმცა იმ მონაწილეებს, რომლებსაც 4 საათი ეძინა, უფრო აჩქარებული გულის ცემა ჰქონდა, ვიდრე მათ, ვისაც 8 სააათი ეძინა. C რეაქტიული ცილის (C-reactive protein) კონცენტრაციები, რომლებიც გულის დაავადების რისკს ზრდის, იზრდება იმ ადამიანებში, რომლებსაც ნაკლები სძინავს.

7. სინელე

როდესაც საკმარისი არ გვძინავს, ჩვენი რეაქციებიც ნელდება. თეორიის შესამოწმებლად West Point-ის კადეტებს ორი ტესტი ჩაუტარეს, რომელიც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოითხოვდა. სტუდენტები ორ ჯგუფად გაჰყვეს – ერთი, რომელსაც წინა ღამით საკმარისი ეძინა და მეორე, რომელსაც ნაკლები ეძინა. ტესტის შედეგად გამოვლინდა, რომ მათ, ვისაც ეძინა, უფრო კარგი შედეგით გაიარეს ტესტი, ვიდრე მეორე ჯგუფმა.

8. ინფექციის შეჭრა

იმუნურ სისტემას ერთი კარგი თვისება გააჩნია – ღია ჭრილობის მიღებისას ინფექციის შეჭრა ადვილად არ ხდება, თუმცა ხანგრძლივი უძილობა ხელს უშლის სხეულის დაცვის ბუნებრივი მექანიზმის გაძლიერებას.

9. ხშირი შარდვა

როდესაც გვძინავს, სხეული ანელებს შარდის ნორმალურ წარმოებას. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგს ღამით ადგომა არ უწევს, მაგრამ თუ ნაკლები გვძინავს, ორგანიზმი ამ ნორმალურ შენელებას ვერ ასწრებს და შარდის ხშირი წარმოება იწყება.

10. უყურადღებობა

მეცნიერების თქმით, ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის დაკარგვა უძილობის შედეგია.

11. საუბრის უუნარობა

ხშირმა უძილობამ შესაძლებელია საუბრის დაქვეითება გამოიწვიოს და შენი საუბარი ისე აღიქმებოდეს, თითქოს ძალიან მთვრალი ხარ. მოხალისეები, რომლებსაც 36 საათის განმავლობაში არ ეძინათ, საუბრობდნენ ნელა, მონოტონურად, გაურკვევლად და იმეორებდნენ ერთსა და იმავე სიტყვებს.

12. ხშირი გაციება

თუ გაინტერესებს, რატომ ხარ სულ ავად და რატომ გვხდება ყველანაირი ვირუსი შენ, მაშინ გეტყვი, რომ სავარაუდოდ ამის მიზეზი ნაკლები ძილია. კვლევის თანახმად, 153-კაციან ჯგუფს, რომელსაც 7 საათზე ნაკლები ეძინა, გაციების სამჯერ უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე მათ ვისაც 8 საათი ან მეტი ეძინა.

13. დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა

მოგეხსება, ტესტოსტერონი სქესობრივი ლტოლვის მნიშვნელოვანი კომპონენტია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ძილი ტესტოსტერონის რაოდენობას ზრდის, უძილობისას კი პირიქით და შესაბამისად, ლტოლვის დაქვეითებას იწვევს.

14. დიაბეტი

იყო ფხიზლად მაშინ, როდესაც ორგანიზმი ძილს გთხოვს, შენს მეტაბოლურ სისტემას აზიანებს და მეორე ტიპის დიაბეტის რისკს ზრდის.

15. მეხსიერების პრობლემები

ძილის დარღვევამ შეიძლება თავის ტვინში სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვიოს. 1924 წლის კვლევის მიხედვით, ისინი, ვისაც უფრო დიდხანს ეძინა, ნაკლებად ივიწყებდნენ ამა თუ იმ დეტალს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაკლები და ცუდი ძილი მეხსიერების რამდენიმე დაავადებასთანაა დაკავშირებული.

16. უბედურების შეგრძნება და დეპრესია

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც 909 დასაქმებულ ქალს მოიცავდა, აჩვენა, რომ ცუდად ძილი მათ ხასიათზე აისახებოდა. ასევე დამტკიცებულია, რომ ინსომნიის მქონე ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას.

შენ რას იტყვი?