წინა პოსტში შემოგთავაზეთ ცნობილი ექიმ დუკანის დიეტა. ამ პოსტში მინდა მსგავს დიეტაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია. ეს არის ძალიან ცნობილი კრემლის (იგივე ამერიკელი ასტრონავტების) დიეტა.

დიეტა მარტივ პრინციპს ემყარება – კვების რაციონიდან ნახშირწყლების ამოღება, შემცირება, რაც წონის გარანტირებულ კლებას  განაპირობებს. ეს დიეტა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მშობიარობის შემდეგ 94 კილო ვიყავი და ამ დიეტის წყალობით 80 კილომდე ჩამოვედი. ერთი წელი აღარ დამიცავს, წონა შევინარჩუნე. ახლა კი 73ზე ჩამოვედი.

დიეტის დროს ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ ხორცი, თევზი – მათ 0 ქულა აქვთ.

ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს ქულა – ეს ნიშნავს, რომ 100 გრამ პროდუქტში არცერთი გრამი ნახშირწყალი არ არის.

რუსული საიტების მიხედვით პირველ ეტაპზე სრულად უნდა გამოვრიცხოთ ცომეული, ბოსტნეული, ხილი და პირველი 1-2 კვირის განმავლობაში უნდა მივიღოთ პროდუქტები 20 ქულის ფარგლებში.

შემდეგი კვირების განმავლობაში ვზრდით 5- 5 ქულით. როცა სასურველ წონას მივაღწევთ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულებრივი კვების რეჟიმს, მაგრამ კვირაში ერთხელ მოიწყვეთ ცილოვანი პროდუქტით განტვირთვის დღე. მართალია თავიდან შეიძლება რთული მოგეჩვენოთ ქულების დათვლა და აწონვა მაგრამ მალე გაგიადვილდებათ, რადგან მიეჩვევით, რომელი პროდუქტი ჭამოთ და რომელი – არა.

P.S. დიეტა არ კრძალავს შემწვარ პროდუქტს, ოღონდ უმჯობესია შეწვათ კარაქში.

ლინკები რომლებიც გამოგადგებათ: dieta.ge | kremldiet.com

წარმატებებს გისურვებთ :)