Home თავის მოვლა

✔ ღია ფეხსაცმელზე გადახვედი?

✔ პიჯაკები მაისურებმა ჩაანაცვლა?

ესეიგი ზაფხული კარს მოგადგა!

77cf536914632c92290d8a07cd5f0fba

ეს კი სიცხისას ზაფხულისთვის დამახასიათებელ ბევრ კარგ მოვლენასთან ერთად გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის.

დაკვირვებიხარ, სახის კანი სიცხეში მდგომარეობას როგორ იცვლის? ტემპერატურის მატებასთან ერთად ფორები ფართოვდება. საღამოს კი ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს, ტალახის აბაზანები მიიღე და არ ჩამოგიბანია.

ყველას ერთნაირი სახის კანი რომ არ აქვს, ეს ისედაც იცი, მაგრამ თუ ზაფხულის და მისი თანმხლები სიცხის გამო შენს კომბინირებულ და სუფთა კანსაც მსგავსი პრობლემა ექმნება, მოდი, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ.

პირველი, რაც მსგავსი პრობლემატიკით მისულმა კოსმეტოლოგისგან მოვისმინე, სახის კანის საპნით დაბანას შეეხებოდა.

რეკომენდაცია ასეთი იყო: დილას და საღამოს – ძილის წინ საპნითა და ცივი წყლით ჩამობანა (მან მე ჩემი კომბინირებული კანისთვის Dove მირჩია).

ასევე, თუ ყველა „სიკეთესთან“ ერთად საპონმა კანი გამოაშრო, 10 დღის განმავლობაში ვიტამინი C ამპულის ფორმით (ეს ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლია, შეიძინო). დღის ბოლოს სახის საპნით ჩამობანისას ერთი ამპულა ბამბით უნდა შეიზილო სუფთა კანზე და შეგიძლია, მეორე დილამდეც დაიტოვო. ვიტამინის ასეთი ფორმით გამოყენება იმიტომ მირჩია, რომ ზოგადად, ვიტამინის კვებითი ფორმით მიღებისას,  არც ისე დიდი ნაწილი აღწევს სახის კანამდე. ასე კი, შედეგი გარანტირებული გაქვს, კანი  – სუფთაა. ჩემს პრაქტიკაში ამან საუკეთესო შედეგი გამოიღო.

oily-skin-care-girl-washing-face

რაც შეეხება მსოფლიო პრაქტიკას. მედიცინა სახის კანის დაცვის ბევრ საშუალებას უწევს რეკომენდაციას. ზაფხულის მწველი მზისა და მაღალი ტემპერატურისგან კანის დასაცავად რამდენიმე მათგანი ყველა ტიპის კანისთვის გამოგადგება:

  • მოერიდე დიდ ხანს მზეზე ყოფნას –  გადაჭარბებულმა მზის ქვეშ ყოფნამ, შეიძლება  კანის დაბერებას, დანაოჭებას და სიმსივნის გაჩენასაც კი შეუწყოს ხელი.
  • დალიე წყალი – ეს არა მხოლოდ შენი კანისთვის, არამედ ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა.
  • კანის დაცვისთვის საუკეთესო საშუალება: აუცილებლად გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალება SPF 15 (არანაკლებ), თუ დღის განმავლობაში გარეთ იმყოფები, 2 საათში ერთხელ.
  • აუცილებლად გამოიყენე დამცავი საშუალება მზის ქვეშ ცურვისას.
  • ეცადე, დილის 10 სთ–დან საღამოს 4 სთ–მდე მზის სხივებს მოერიდო, ამ დროს მზე ყველაზე აქტიურ ფაზაშია.

 

ბონუს რეკომენდაცია: შეიძინე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი მასალისგან დამზადებული და ღია ფერის სამოსი – შენს კანსაც ისევე მოუხდება, როგორც მზის სეზონს!

შენ რას იტყვი?