Home თავის მოვლა

წინა კვირაში გიყვებოდი, PMS-მა როგორ შემაფერხა. ჰოდა ამ კვირაში წინა კვირის რეჟიმის გამეორება დავიწყე, რადგანაც სრულად ვერ ვირბინე 3 დღე, თანაც აშკარად ვგრძნობდი, საკმარისი არ იყო და არც შევმცდარვარ.

პირველი დღე

დღეს სირბილამდე პირველად გავაკეთე გაჭიმვები. წინა პოსტის ბოლოში იპოვი ვიდეოებს. იცი, თავიდან რთული ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში არც ისეთი საშინელი გასაკეთებელი იყო, როგორც მეგონა. იწყებ მარტივებით, მაგალითად ტერფის ბრუნვა, ხელით ტერფის უკან გაწევა, მერე მკლავები, წელი. ცოტა უხერხული და მტკივნეულიც ბარძაყის და წვივის გაჭმვებია, მაგრამ არც ესენია გაუკეთებელი. მოკლედ, სირბილამდე გავაკეთე სახლში ეს ყველაფერი და გავედი სარბენად.

ადვილად ვირბინე-მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ ისე არ გამჭირვებია, როგორც წინა ჯერზე. ჩემმა ორგანიზზმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ყოველი სირბილის ციკლზე ზუსტად 1 წუთი და 9 წამი “გაექაჩა” და დანარჩენ 21 წამს ძალით დავრბოდი. სხვა თუ არაფერი, ჩემი ბიოლოგიური საათი წიკწიკებს გადასარევად.

tumblr_mrl8owE4rx1sy6ksjo1_500

სირბილი რომ დავამთავრე, ვიარე რამდენიმე წუთს და პარკში გადავწყვიტე გაჭიმვების გაკეთება. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ სუფთა ადგილი ვერ ვიპოვნე ბალახზე, რომ ნორმალურდ დავმჯდარიყავი…

სხვათა შორის სირბილის მერე გაჭიმვა არის ძალიან სასიამოვნო. აი რაღაცით ახალგაღვიძებულზე რომ იზმორები, იმ შეგრძნებას ჰგავს და უფრო ადვილადაც კეთდება, ვიდრე სირბილამდე.

ჰო, გაჭიმვებზე ბოტასი გავაფუჭე :( . აშკარად ახალი ეკიპირება მესაჭიროება. კარგი ეკიპირება.

მეორე დღე

ჩვეულებრივ, საღამოს გავედი სარბენად, თანაც მთელი დღე წვიმდა და როგორც კი გადაიღო, მაშინვე დრო ვიხელთე. არც გაჭიმვები დამვიწყებია. ეს სირბილი კარგად აეწყო. ბოლომდე მარტივი არ ყოფილა, მაგრამ გაცილებით გამიადვილდა, ვიდრე წინა დღე, სუნთქვაც გამიჭირდა, თუმცა ძალიან არა. იმ დღეებთან შედარებით, როცა გაჭიმვას არ ვაკეთებდი, კუნთები უფრო მეტად მაქვს დაძაბული და ცოტათიც მტკივა, მაგრამ ისე ნამდვილად არა, დისკომფორტს რომ მიქმნიდეს.

სირბილი რომ დავამთავრე და პარკში მშრალი ადგილის ძებნა დავიწყე გაჭიმვების გასაკეთებლად, ჩემი მეგობარი შემხვდა. ჩემს გაჭიმვებს შორიდან უნდობლად ადევნებდა თვალს. სირბილში ვერ შემოვიტყუე, თუმცა სხვა მხრივ გამახარა: სახლში სახტუნაო აღმოაჩნდა და სიამოვნებით გავიხსენე, როგორ ვთამაშობდი ბავშვობაში. მართალია, მწარე რეზინი რამდენჯერმე ფეხში და თავზეც მომხვდა, თუმცა ამად ნამდვილად ღირდა.

ჰო, ზემოთ ვწერდი, რომ სირბილის მერე გაჭიმვები სასიამოვნოც კია-მეთქი. ჰოდა ყველაზე სასიამოვნო გვერდების და ზურგის კუნთების გაჭიმვა აღმოჩნდა. ხერხემალი ისე ტკაცუნებს ხოლმე, ცოტა კი მეშინია, მაგრამ იმედია არაფერი დამემართება. :)

run

გვერდების და ზურგის კუნთების გაჭიმვა

მაგრამ ერთი პრობლემაა: წელი მტკივა ცოტათი, რაც ამ ვარჯიშების გაკეთება დავიწყე და არ ვიცი, რისი ბრალია. შეიძლება, რომელიმე გაჭმვას ვაკეთებ არასწორად, არ ვიცი. დავაკვირდები და იქნებ შენც მომწერო აზრი.

მესამე დღე

ყველაფერი მარტივდება. პირველი 2 წრე ისე ადვილად ვირბინე, ჩემი თავის გამიკვირდა. სიმართლე გითხრა, არც დანარჩენები გამძნელებია ძალიან. ჩემი ორგანიზმი ამ კვირის პროგრამასაც მგონი კარგად შეეჩვია. ეს დატვირთვაც დავძლიე და ახალი კვირისთვის მზად ვარ. გაჭიმვებს ისევ ვაკეთებ, აღარ მიჭირს, უბრალოდ ხანდახან ზოგიერთი მავიწყდება ხოლმე. სირბილის მერე გარეთ ვარჯიში ძალიან მსიამოვნებს; ვისვენებ და აღარც დაღლას ვგრძნობ ხოლმე.

ჰო, ამჯერად ორ სიმპათიურ ახალგაზრდასაც გადავაწყდი გაჭიმვების დროს, ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ. არ გამოვლაპარაკებივარ, მაგრამ გამიხარდა რაღაცნაირად. :)

tumblr_mpe4qbzOQx1rnzm2eo1_500

ახალი კვირიდან ახალ გეგმაზე გადავდივარ, რომელიც აი ასე გამოიყურება:

00:00-5:00: Warmup სიარული

5:00-6:30: სირბილი

6:30-8:00: სიარული

8:00-11:00: სირბილი

11:00-14:00: სიარული

14:00-15:30: სირბილი

15:30-17:00: სიარული

17:00-20:00: სირბილი

20:00-23:00: სიარული

23:00-28:00: Cooldown სიარული.

არ ვიცი, ცოტა საშიშად ჟღერს სამი წუთი სირბილი, მაგრამ იმედია, ამასაც გავუმკლავდები. წარმატება მისურვე. მომავალ კვირამდე.

მსგავსი სტატიები
4 კომენტარი to this post
  1. ჩემთვის საუკეთესო მეთოდია, რომელიც ყოველთვის და ყველა სიტუაციაში სასურველ შედეგს იძლევა, მთავარია, საკუთარ სხეულს მოუსმინო, გაიგო, რას გთხოვს ;)

    ავტორს წარმატებები :)

შენ რას იტყვი?