Home თავის მოვლა

პირველი დღე

tumblr_mtov1dhL6x1qzkyono1_500
ამ ბოლო ხანებში კარგად ვიქცევი. რაც გამოვმჯობინდი, პატიოსნად დავრბივარ. დღეს გადავწყვიტე, ბოლოჯერ გამემეორებინა ძველი სამწუთიანი და წუთნახევრიანი სირბილის მონაცვლეობა, რომ ჩემი თავი შემემოწმებინა და კმაყოფილიც დავრჩი. წუთნახევარს უკვე უპრობლემოდ დავრბივარ, სუნთქვაც კი აღარ მერევა დიდად. შეიძლება ეს ვიღაცისთვის დიდი მიღწევა არც იყოს, არ ვიცი. ჩეთვის კი ფაქტიურად ჯილდოა. სამწუთიანზე ცოტა მაინც მიჭირს, მეორე წუთის ბოლოსკენ. ამ ჯერზე ბოლო 3 წუთი დავიღალე, მაგრამ უფრო კუნთები დამეღალა, გული როგორც ჩანს, მიეჩვია დატვირთვას…

ჰო, დღეს ავიწონე. აგვისტოს შემდეგ 2 კილო მაქვს დაკლებული. ამჟამად 80 კილოგრამი გახლავართ. ჩემი მიზანი ცოტათი დამსუბუქდა.

მეორე დღე

დღეს გადავწყვიტე, რომ უკვე დრო იყო, ახალი რითმი მეცადა. აი ისიც:

00:00-5:00: Warmup სიარული
5:00-8:00: სირბილი
8:00-9:30: სიარული
9:30-14:30: სირბილი
14:30-17:00: სიარული
17:00-20:00: სირბილი
20:00-21:30: სიარული
21:30-26:30: სირბილი
26:30-30:00: Cooldown სიარული.

ალბათ გახსოვს, 3 წუთზე რამდენი ვიწუწუნე წინა კვირაში. ნაკლებად არც 5 წუთს შევუშინებივარ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, შიში იმისთვისაა, რომ დაძლიო. ჰოდა ჩავიცვი ჩემი სარბენი ფორმა და წავედი 5 წუთზე გასამარჯვებლად.

პირველივე წრეზე მივხვდი, რომ იმ ტემპით ვერ ვირბენდი, რომელიც ამ რამდენიმე კვირაში გამოვიმუშავე. 2 გზა მქონდა: ან ნაკლები უნდა მერბინა ან სრულად მერბინა პროგრამა, მაგრამ დაბალი ტემპით. ბოლოს ისევ ტემპის შემცირება ვარჩიე და ბოლომდეც ვირბინე. სიმართლე თუ გინდა, ადვილი არ იყო, მაგრამ არც შეუძლებელია ამ 3 და 5 წუთიანი სირბილის დაძლევა. უბრალოდ არ უნდა დაგეზაროს და თავს დაატანო ძალა.

სირბილის შემდეგ ტრადიციულად პარკში გაჭიმვებიც გავაკეთე და 10 მუცლის პრესიც მივაყოლე.
მომავალ კვირას ამ ახალი პროგრამის გაუმჯობესებას დავუთმობ და იმედია, ძალიან არ გამიჭირდება.

სირბილი და ზამთარი

არ ვიცი, მარტო მე მიქმნის სიცივე პრობლემას თუ სხვა მორბენლებსაც აწუხებთ ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ ტემპერატურა კი არ მაწუხებს იმდენად, წვიმა მაფერხებს და ცივი ჰაერი მიშლის სუნთქვაში ხელს.

პოსტს კი დავარქვი “როგორ გადავწიოთ ზამთარი”, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე იმის გარდა, რომ დღის საათებში ვირბინო, სანამ ძალიან აცივდება და სასწრაფოდ მოვძებნო დარბაზი, რომელშიც სარბენი ბილიკი იქნება. რამეს ხომ არ მირჩევდი?

3 კომენტარი to this post
  1. დიდი მადლობა მარიამ, აუცილებლად ვცდი ^_^
    ჰო, როგორც წესი იმაზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება ხოლმე ამათ გაკეთებას, ვიდრე ვიდეოებში, მაგრამ შედეგად მგონი ღირს :))

შენ რას იტყვი?