Home თავის მოვლა

რა სჯობს, როცა შაბათ დილას სირბილით იწყებ?! ჰოდა, როცა შენ ამ პოსტს წაიკითხავ, მე სარბენად ვიქნები წასული და შემოდგომის უკანასკნელ მზიან დღეებს გამოვიყენებ. წინა კვირას კი შეგპირდი, რომ ახალ პროგრამაზე გადავიდოდი, მაგრამ პირობის დარღვევა მომიხდა. ისევ ძველი პროგრამით ვირბინე და ისიც მხოლოდ 1 დღე: საშემოდგომო  ვირუსმა ხელი შემიშალა.

გუშინ, როგორც იქნა, იმდენად გამოვმჯობინდი, რომ სირბილი შევძელი. ჩვეულებრივ ვირბინე წუთნახევარი, სამ წუთზე ცოტა გამიძნელდა, მაგრამ საერთო ჯამში დაღლილობა საერთდ არ მიგრძვნია, როცა სირბილი დავამთავრე.
tumblr_mqxuci3Cc21rvag6lo1_500
ძალიან მიხარია, როცა ვგრძნობ, რომ წუთნახევრიან ძუნძულს სუნთქვის არევისა და კუნთების ტკივილის გარეშე უკვე ვუძლებ, მაგრამ ჩემი 5 კილომეტრიანი მიზანი მაინც ვარდისფერი ნისლშია გახვეული.
სირბილის შემდეგ მეგობარიც შემომიერთდა და ტრენაჟორებზე ვივარჯიშეთ. პრესების გაკეთებაც დავიწყე. ყოველდღე გავზრდი რაოდენობას.

აი ამინდების გაფუჭება კი ძალიან მაწუხებს. ზამთარში წვიმები ალბათ ხელს შემიშლის და უკვე ვფიქრობ, სავარჯიშო დარბაზს ხომ არ მივაშურო ცოტა ხნით, არ ვიცი… რამეს ხომ არ  მირჩევდი?

სირბილი და ჭვალი

წინა პოსტებში არაერთხელ მითქვამს, რომ სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია სირბილში, ამიტომაც გამიჭირდა გუშინ. სუნთქვა ჯერ კიდევ არ მქონდა კარგად გახნილი და საკმაოდ შემიშალა ხელი. ჭვალების სიძლიერემაც იმატა. მეც მივმართე გუგლს და საინტერესო ინფორმაციასაც გადავაწყდი.

ალბათ გქონია შემთხვევა, როცა სწრაფად გივლია, გირბენია და ტკივილი გიგრძვნია მარცხნივ ან მარჯვნივ ფერდქვეშ. ჭვალი გამოწვეულია არასწორი, ზედაპირული სუნთქვისა და ზედმეტი საკვების არსებობის გამო კუჭში. თუმცა მას სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, საჭირო ელექტროლიტების ნაკლებობით სისხლში.

tumblr_mtpkrqwZBd1srdnvxo1_500

როგორ მოვიქცეთ? ისევ და ისევ სუნთქვას უნდა მიაქციო ყურადღება. ღრმად სუნთქვის დროს უნდა ივსებოდეს ფილტვების ქვედა ნაწილებიც. ამის შესამოწმებლად მუცელზე ხელები დაიდე და ჩაისუნთქე. ღრმად ჩასუნთქვისას მუცელი ზევით იწევს და ამოსუნთქვისას ქვემოთ ეშვება.

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია, ეს ინფო გამოგადგება და მე კი მომავალ კვირაში მაინც გადავალ ახალ პროგრამაზე. წარმატება მისურვე!

6 კომენტარი to this post
  1. სამწუხაროდ არ წერია თუ რა შველის ჭვალს, არადა მკითხველი სწორედ ამის გასაგებად შემოდის სტატიის წასაკითხად, როდესაც სათაურს ხედავს.

    სინამდვილეშ პასუხი მარტივია, თუ სირბილისას ჭვალი გაქვთ,შეჩერდით და ეცადეთ ჰაერი მაქსიმალურად გამოისუნთქოთ ფილტვებიდან. “ფუუუუუუ” იძახეთ მანამდე სანამ ჰაერი გამოდის პირიდან, გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა რამოდენიმეჯერ და ჭვალი გაგივლით. შემდეგ ნელ ნელა სიარული დაიწყეთ და მერე ისევ შეგიძლიათ სირბილი განაგრძოთ.

  2. ” ღრმად ჩასუნთქვისას მუცელი ზევით იწევს და ამოსუნთქვისას ქვემოთ ეშვება.” ჩასუნთქვისას დიაფრაგმა ქვევით იწევს და ამოსუნთქვისას ზევით… ეს ხომ მაინც ელემენტარულია თუ არ იცით ეგეც დაგეგუგლათ ))

  3. ლიმნიანი წყალი და ნოშპა სირბილის წინ კარგიაო და ხო არ გსმენიათ რამე ამის შესახებ?

შენ რას იტყვი?