Home თავის მოვლა

წინა პოსტში ვწერდი, რომ ახალ კვირაზე ვაპირებდი გადასვლას და  განრიგიც გაგიზიარე. სიტყვა კი შევასრულე, მაგრამ პოსტი დამიგვიანდა რაღაც ამბების გამო. მიზეზი სერიოზული და საპატიო მქონდა, ასე რომ, არ გამინაწყდენდე.

1312313132

პირველი დღე

პოსტის ეს ნაწილი ფურცლიდან გადმომაქვს. შენთვის არ მომიყოლია ჩემი პატარა შვებულების შესახებ. ქალაქიდან ცოტა ხნით გავედი და გარემოც შევიცვალე. მინდა გითხრა, რომ სუფთა ჰაერზე სირბილი მაინც სულ სხვაა. ისე, ბებიამ კი დამცინა ცოტა, მაგრამ არა უშავს, მთავარია შედეგი!

როცა წუთნახევრიანი სირბილი გღლის, 3 წუთიანი პერსპექტივა უფრო გაშინებს. ამაზე წინა პოსტშიც ვწუწუნებდი, თუმცა ძალიან გავოცდი, როცა ჩემმა ორგანიზმმა დატვირთვა მშვენივრად გადაიტანა და სირბილის ბოლოს არც დაღლილობის გრძნობას შევუწუხებივარ. ბოლო 3 წუთი ცოტა გამიჭირდა, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ სირბილის ეს პროგრამა მართლაც იდეალურია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.

და მაინც, რამდენია 3 წუთი? იმდენი ნამდვილად არა, ნერვიულობად რომ ღირდეს.

მეორე დღე

მეორედ უკვე ქალაქში ვირბინე. სხვათა შორის, ამ ჯერზე მგონი, უფრო გამიჭირდა, რადგან იძულებითი პაუზა მქონდა და ჩამივარდა კვირაზე მეტი სირბილის გარეშე. თუმცა აშკარად ვგრძნობ, რომ გულს კი არა, უკვე კუნთებს უჭირთ ჩემი ტემპის ადევნება, რაც არცთუ ცუდი ამბავია. ორგანიზმი ნელ – ნელა ეჩვევა დატვირთვას, კუნთებს კი მოევლება. წუთნახევრიანი წრე უპრობლემოდ ვირბინე, სამწუთიანი ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ერთიანობაში ძალიანაც არ გამძნელებია.

გაჭიმვებს სულ ვაკეთებ: სირბილამდე, სირბილის შემდეგაც და ხანდახან ისე, ჩემთვის. თუ არ გავაკეთე და არ ვირბინე, რაღაცნაირ დისკომფორტს ვგრძობ, თითქოს ქვიშა მიყრია სახსრებში. ასე რომ, დროა, გავინძრე. რაც მეტს ვირბენ, მით უკეთესი.

ბონუსი

რედაქტორმა მირჩია ამას წინათ, Before სელფშოთი გადაიღე, რომ რამეს შევადაროთ შენი პროგრესიო. და აი, გიზიარებთ ფოტოს, რომელიც აგვისტოს ბოლოს გადავიღე სპეციალურად Pink-ისთვის:Ribbet collage
ფოტო გადასარევი ნამდვილად არაა, თუმცა დასაფიქსირებლად გამოდგება. უკეთესი Before/After -იც მაქვს, მაგრამ ეს სხვა დროისთვის. ჩემი ამჟამინდელი ზუსტი წონა არ ვიცი, დაახლოებით 83 კილოგრამი. პერიოდულად მდგომარეობის აფდეითს შემოგთავაზებ. იმედი მაქვს, უახლოეს 5 თვეში 12 კილოგრამის დაკლებას შევძლებ და გავუთანაბრდები სასურველ 70 კილოს. საკმარისია ის დრო, რაც ზედმეტი კილოგრამებით გავატარე.

tumblr_msqiys13i11rle26po1_500
აქვე გაითვალისწინე, რომ დიეტასაც ვიცავ და შედეგები მხოლოდ ფიზიკურ აქტივობაზე არ იქნება დამყარებული.

ამ კვირის პროგრამას მომავალ კვირაშიც გავიმეორებ და რომ არ მოიწყინო, ისეთ რამეებს მოგიყვები სირბილზე, რაც ნამდვილად არ იცი.

მომავალ კვირამდე.

10 კომენტარი to this post
  1. Mec varjishob davrbivar wonashi dasaklebad sul ragac 10 kilo rom daviklooo kargi ikneba.. tveze metia rac davrbivar da mxolod 2 kilo davikeli dietas ar vicav uproswered ver vicac patara myavs dzudzus vschmev da magis gamo.am bolos pexebi dzaan mawuxebs asvaltze davrbivar botasebit da arc ise bevrs ar davrbivar xshirad vcherdebi da visveneb .. ikneb rame mirchiot tu gakvt gamocdileba.

    • მეძუძურ დედებს და სირბილს რაც შეეხება, ცოტა პრბლემატურია ეს საკითხი, ეცადე, სირბილის შემდეგ პატარას არ აჭამო, რძეს გემო ეცვლება რძემჟავის გამო, რომელიც კუნთების აქტივობისას გამოიყობა. კლება ძუძუთი კვების დროს, როგორც წესი ძნელად მიდის, ამიტომაც დიეტა კი არა, სწორი კვების რეჟიმი გჭირდება. აუცილებლად მიაკიტხე ენდოკრინოლოგს, რომელიც ამ რეჟიმს შეგირჩევს, სირბილთან ერთად კი ფიტნესიც შეგიძლია სცადო, პრობლემური ზონების მოსაცილებლად საუკეთესო გამოსავალია.

      ფეხების ტკივილს რაც შეეხება, როცა კუნთი აქტივობას შეეჩვევა, თავისით გაგივლის, მთავარია, როცა სარბენად გახვალ, დასვენებული იყო და არა ღამენათევი და გადაღლილი. დასვენებაც არაფერია, ირბინე იმდენი, რამდენსაც შეძლებ, ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება. წარმატებებს გისურვებ :)

შენ რას იტყვი?