ალბათ გასაკვირი არა არის, რომ მარკ ენტონი მის სექსუალურ და მომხიბვლელ – ახლა უკვე ყოფილ – მეუღლეზე  ეჭვიანობდა.

ჯენიფერი მართლაც რომ თვალისმომჭრელად გამოიყურება თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ. მოდი ერთად შევეცადოთ და გავერკვეთ ჯეი ლოს სილამაზის საიდუმლოებში.

უნიჭიერესი მსახიობი, მომღერალი და დიზაინერი ჯენიფერ ლოპესი უკვე 42 წლის არის, მაგრამ ისევ ინარჩუნებს თავის ადგილს ჰოლივუდის ყველაზე სექსუალურ და პოპულარულ სელებრითებს შორის.

გაიგე, როგორ ახერხებს ჯეილო ახალგაზრდობის შენარჩუნებას და მუდმივად ფორმაში ყოფნას.

სახის დატენიანება

პირველ რიგში ჯენიფერ ლოპესი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია კანის ყოველდღიური დატენიანება. ჯენიფერი აღიარებს  – ის სახეს და სხეულს დღეში რადენჯერმე იტენიანებს, მათშორის დილით, საღამოს და ყოველ ჯერზე როცა შხაპს იღებს.

ბევრი ძილი

ასევე ჯეილო ფიქრობს, რომ კარგი ძილი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის ამბობს რომ ძილი მისი ყველაზე ძლიერი სილამაზის იარაღია.

თუ გინდათ გქონდეთ შესანიშნავი კანი, მაშინ ღამეში მინიმუმ რვა საათი უნდა გეძინოთ. ის ასევე ამბობს, რომ ძილი ხელს უწყობს კანის დასვენებას და გაჯანსაღებას.

განსაკუთრებული კოსმეტიკა

მომღერალი იყენებს კოსმეტიკას რომელიც შეიცავს პლაცენტის ცილას, ეს კი ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ჯენიფერი არ არის ერთადერთი სელებრითი, რომელიც ასეთ კოსმეტიკას იყენებს ყოველდღიურ სილამაზის რაციონში. ევა ლონგორია ასევე აქტიურად მოიხმარს პლაცენტის ცილიან კოსმეტიკას.

შეგახსენებ რომ ჯენიფერ ლოპესი ამჟამად მასზე 18 წლით უმცროს, ოცდაოთხი წლის კასპერ სმარტს ხვდება. წყვილმა ერთმანეთი გასული წლის მაისში ლოპესის ახალი კლიპის გადაღებებისას გაიცნო.