ორიოდე კვირის წინ ჩემმა facebook friend-მა ნაინომ ძალიან საინტერესო “სახალხო მოძრაობა” წამოიწყო. ფოტო, რომელზეც მისი ჩანთის “შიგთავსი” იყო გამოსახული ერთგვარი ინსპირაცია გახდა დანარჩენებისთვის და ჩემს ნიუსფიდში მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა “ამოტრიალებული” ჩანთების ფოტოები. ზოგმა, ვისაც ჩანთა არ ჰქონდა, ჯიბეები ამოიბრუნა.

ყველა ფოტოს სპეციალური ჰაშტაგი ჰქონდა დართული – #inmybag – (რომელიც სამწუხაროდ აღარ იფილტრება) და ყველა ერთსულოვნად გადაიჭრა ჩანთების გამომზიურების პროცესში. ზოგმა ვინ იცის რამდენი კვირის დაულაგებელი ჩანთაც კი დაალაგა ამ პროექტის ხათრით, რომ უფრო ლამაზი ფოტო გადაეღო. :)

რას გვიჩვენებს ეს სახალისო გართობა? იმას, რომ სოციალური მედია ნებისმიერ ჩვენგანს აძლევს საშუალებას, საფუძველი ჩაუყაროს ტენდენციას და შეკრიბოს ადამიანები თავისი იდეის გარშემო.

და რა ტენდენციას დაიწყებ შენ? :)

ნაინოს მიერ დადებული თავდაპირველი პოსტი:

 

ქვემოთ კი სხვა მომხმარებლების პოსტებია:

თუ შენც მონაწილეობდი ამ სახალხო მოძრაობაში და ფოტო Public-ზე გიდევს, გამოგვიგზავნე (facebook-ის ან instagram-ის) ლინკი და ქვემოთ ჩავამატებთ.