Home თავის მოვლა

იმისთვის, რომ თეთრი კბილები გქონდეს, სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებული პროცედურები. თუ გინდა დაზოგო თანხა და ამავე დროს თვალისმომჭრელად თეთრი კბილები გქონდეს, ჩვენ გასწავლით როგორ მიაღწიოთ ამას ბუნებრივი და იაფი გზით.

1. სოდა

Baking Soda

სოდის ჯადოსნურობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ამასთან ერთად, სოდა ძალიან კარგი საშუალებაა კბილების გასათეთრებლად. ცოტაოდენ კბილის პასტას დაამატე სოდა, მოათავსე ჯაგრისზე და გაიწმინდე კბილები. თუმცა ამ ხერხს ყოველდღე ნუ მიმართავ, სასურველია მაქსიმუმ კვირაში 3-ჯერ გამოიყენო.

2. მარწყვი

Strawberries

ეს ნამდვილად ყველაზე სასიამოვნო გზაა კბილების გასათეთრებლად. მარწყვის წვრილი თესლი ასუფთავებს კბილებს. საუკეთესო შედეგისთვის მიირთვი ½ ჭიქა მარწყვი ყოველ დღე. თანაც მარწყვი დაბალკალორიულია. ;)

3. ყავა და გაზიანი სასმელები

Coffee

თუ გინდა მომხიბვლელი ღიმილი გქონდეს, მოერიდე ყავას და გაზიან სასმელებს (კოკა-კოლა, პეპსი და ა.შ.). ამ უკანასკნელში შაქარი მაღალი კონცეტრაციითაა, რაც საოცრად აუფერულებს კბილებს. იგივე ეხება შავ ჩაის. თუ შენი რაციონიდან მათი ამოღება გიჭირს, ეცადე შეამცირო რაოდენობა და მიირთვა ისე, რომ კბილებთან კონტაქტი ნაკლებად იყოს (მაგ. საწრუპით).

4. გაიხეხე კბილები ყოველი ჭამის შემდეგ

ცოტა ძნელია ახალი ჩვევის ჩამოყალიბება, მაგრამ თეთრი და ჯანმრთელი კბილებისთვის ეს ნამდვილად ღირს. სიმარტივისთვის იყიდე სამგზავრო კბილის ჯაგრისი და პასტა. დაიწყე ახლავე.

5. ნატურალური კბილის პასტა მათეთრებლით

კბილის პასტების უმეტესობა ბევრ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რაც სულაც არ არის კარგი. შეიძინე მათეთრებელი პასტა, რომელიც ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს. ჩვენ გირჩევთ Tom’s of Maine-ს და Jason’s PowerSmile Whitening კბილის პასტებს.

6. სპეციალური ძაფი კბილებისთვის (Floss)

შეიძინე სპეციალური ძაფი და მუდმივად ატარე თან. მისი საშუალებით კბილების წმენდა ჩვევად უნდა გექცეს. შეგიძლია სხვა საქმეს შეუთავსო, მაგალითად, წიგნის კითხვას :)

7. ლიმონი

ლიმონი საუკეთესო საშუალებაა კბილების გასათეთრებლად. ის შეიცავს ასკორბინის მჟავას და ვიტამინ C-ს, რომელიც ძალიან კარგი მათეთრებელი საშუალებაა. არ არის აუცილებელი (და არც სასურველი) ლიმნით გაიწმინდო კბილები, უბრალოდ შეიტანე შენს რაციონში. რამდენიმე წვეთი წყალში ან ჩაიში. ლიმონი გემრიელი, სასარგებლო და თანაც იაფია.

თეთრი კბილები ჯანმრთელობის პირველი ნიშანია, ჯანმრთელი ღიმილი საოცრად მიმზიდველია. ასე რომ, დაიწყე მათი გათეთრება ახლავე.

19 კომენტარი to this post
  1. Aravitar shemtxvevashi ar sheuriot sodashi limoni da magit ar gaixexot kbilebi! Solisebri defeqtisgachenas iwvevs kbilze.solisebri defeqti arakariesuli daavadebaa rac minanqris gankevit gamovlindeba da mgrdznobelobis momatebit.da rac naklebsispersiuli pxvnilebit gaixexavt mit uketesi,minanqars nakleb zians miakenebt

  2. ხო სოდითაში რამდენიმე წვეთი ლიმონი გავურიე და გავიხეხე და ისე მომექცა პირის ღრუ ღრძილები და ლოყების შიდა კანი რომ ორი კვირა სავლებებს ვიყენებდი და ვერ ვიხეხავდი -_-

  3. კბილების ყოველი ჭამის შემდეგ გამოხეხვა ემალის დაზიანებას იწვევს (ამ დროს კარგია წყლის გამოვლება ან საღეჭი რეზინი). სასურველია კბილები გამოვიხეხოთ დილით და საღამოს – ძილის წინ.

  4. c vitamini da askorbinis mjava erti da igive yofila amati aztrit da ra unda vilaparako sxva,sanam dawert ikneb dafiqrdet xolme an azri iset adamians kitxet vinc kompetenturia

  5. საიდან მოიოტანა ამ სტატიის ავტორმა,რომ კბილები უნდა გამოიხეხო ყოველი ჭამის შემდეგ.თუ დღეში 5 ჯერ ვჭამ,ესე იგი 5ჯერ უნდა გავიხეხო?! რა სისულელეა.ჭამის შემდეგ შეგიძლიათ წყალი გამოივლოთ.კბილები უნდა გამოიხეხოს ყოველმა ადამიანმა დღეში ორჯერ, კბილის ძაფით ძილის წინ აუცილებელია გაიწმინდოთ კბილები, რადგან რასაც კბილის ჯაგრისი ვერ წმენდს,იმას გაწმენდს ძაფი.სოდა კი უნდა გამოიყენოთ კვირაში ერთხელ და არა სამჯერ,როგორც სტატიაშია…

  6. კვირაში 3-ჯერ სოდის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება. ამას ინტენსიური სახე არ უნდა ჰქონდეს, თუ გვსურს, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი მინანქარი

  7. vaime ram gagaborotat, me vxmarob sodas da limons da arachveulebrivia, arapers ar azianebs da dzalian kargi rchevebia, uketesi tu icit ragas kitxulobt sxvis rchevebs )))))))))))

შენ რას იტყვი?