orig

თუ შამპუნის გარდა კონდიციონერს, სპრეის, ნიღაბს და კიდევ სხვა რამეებს იყენებ, გეცოდინება, რომ ჯერ შამპუნით უნდა დაიბანო, შემდეგ კონდიციონერი და ბოლოს სპრეი უნდა გამოიყენო. მაგრამ რა ხდება მათ შორის? მიჰყევი ნაბიჯ-ნაბიჯ:

1. თავის კანი

გამოიყენე René Furterer Complexe 5 ზეთი, რომელიც ეხმარება თავის კანს სხვა პროდუქტების უკეთ შეთვისებაში და ანიჭებს მოცულობას. წაისვი სკალპზე და გაიჩერე რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩამოიბანე.

*პროცედურა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ

2. შამპუნი

აუცილებლად შეარჩიე შენი თმის ტიპისთვის (შეღებილი, მოცულობითი, ცხიმიანი ან მშრალი თმისთვის). უმჯობესია, თუ სახლში დამზადებულ შამპუნებს არ გამოიყენებ. დაიწყე თმის ძირებიდან წრიული მოძრაობით, ჩამობანამდე წაისვი მთელ თმაზე. ექსპერტები გვირჩევენ, შამპუნი კვირაში რამდენჯერმე გამოვიყენოთ, სხვა დროს კი უბრალოდ წყლით ჩამოვიბანოთ.

4. დამატებითი პროდუქტები

შამპუნის შემდეგ ჯერი სპეციალურ პროდუქტებზე დგება. მაგალითად, კრემი თმის დასარბილებლად, მოცულობისთვის და ა.შ. წაისვი კეფიდან ბოლოებისკენ, მოარიდე თმის ძირებს.

5. პროდუქტები მშრალი თმისთვის

თუ ძალიან მშრალი თმა გაქვს, შემდეგი ნაბიჯი დამატენიანებელი პროდუქტებია. გჭირდება მხოლოდ მცირე რაოდენობა. ნუ მოათავსებ სველ თმაზე, შესაძლოა ვერ განსაზღვრო ზუსტად და ძალიან გაიცხიმიანო. დაელოდე, ოდნავ შეშრეს და შემდეგ გამოიყენე.

6. …და ბოლოს

მას შემდეგ, რაც თმას გაიშრობ წაისვი სპეცალური შრატი თმის მბზინვარებისთვის ან სპრეი.

ბოლო დროს ძალიან პოპულარულია შამპუნები სულფატების გარეშე, რომელთა სარგებლის შესახებ შეგიძლია, ამ სტატიაში წაიკითხო.

ზამთარში თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამიტომ გადახედე ჩვენს რჩევებს.

და ბოლოს, ჩვენს არქივში თმის ნიღბებიც მოიპოვება, რომელთა დამზადებაც სახლის პირობებში შეგიძლია.