ტამპონი ყველაზე მოსახერხებელი და უმტკივნეულო საშუალებაა შენს კრიტიკულ პერიოდთან გასამკლავებლად, თუმცა თუ მის მოხმარებას შეუჩვეველი ხარ, გამოყენების ძალიან მარტივ წესებს გასწავლით.

ტამპონის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: აპლიკატორიანი და აპლიკატორის გარეშე. აპლიკატორიანი ტამპონი ასე გამოიყურება:

tampon

გამოყენებისთვის საჭიროა სახელური ბარელში შეაცურო და ტამპონი ასე ჩაიდგა.

აპლიკატორის გარეშე ტამპონი, რომელიც ჩვენთან უფრო გავრცელებულია, ასეთია და ის ხელით უნდა ჩაიდგა:

cl-3m_tampon

ტამპონის მოხმარებამდე:

  • კარგად დაიბანე ხელები;
  • შეამოწმე, რამდენად მჭიდროდ არის დამაგრებული ტამპონის თოკი;
  • თუ აპლიკატორიან ტამპონს იყენებ, გამოსწიე შიდა მილი ბოლომდე.

ახლა კი, უშუალოდ პროცესზე გადავიდეთ:

ნაბიჯი 1

პირველ რიგში, შენთვის მოსახერხებელი პოზა უნდა იპოვო. შეგიძლია უნიტაზზე ჩამოჯდე და ფეხები გაშალო, დადგე და ცალი ფეხი სკამზე შემოდგა, ან ჩაიმუხლო, “ჩაცუცქული” პოზაც ძალიან მოსახერხებელია. სულ რამდენიმე გამოყენების შემდეგ შენც აუცილებლად იპოვი შენთვის მისაღებ პოზას. მთავარია, არ დაიძაბო და მაქსიმალურად მოადუნო ვაგინალური კუნთები.

ნაბიჯი 2

დაიჭირე ტამპონი ისე, რომ საჩვენებელი თითით აპლიკატორის ბოლოს ეხებოდე, ისე როგორც ფოტოზეა.

550px-Use-a-Tampon-Step-11

თუ შენს ტამპონს აპლიკატორი არ აქვს, საჩვენებელი თითი უნდა გამოიყენო და ტამპონი ისე შეაცურო ვაგინალურ არხში.

ნაბიჯი 3

იპოვე ვაგინალური ხვრელი და შეაცურე ტამპონი იატაკის პარალელურად (მჯდომარე პოზაში).

inserttampon_2w

 

თუ შეყვანა გაგიჭირდა, ოდნავ შეცვალე მიმართულება, სანამ სწორ გზას არ გამონახავ. არ შეგეშინდეს, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხარ. თუ ტამპონი ვაგინალურ არხშია, ესე იგი ყველაფერი სწორად გააკეთე. ტამპონი სწორადაა მოთავსებული, თუ მისი არსებობა არ იგრძნობა.

inserttampon_3w

ნაბიჯი 4

შემდეგი ეტაპია სახელურით ტამპონის ბარელში შეცურება, ან თუ აპლიკატორის გარეშე ტამპონს იყენებ, თითით ტამპონის მაქსიმალურად ღრმად მოთავსება. ყურადღება მიაქციე, რომ ტამპონის თოკი გარეთ დარჩეს. ტამპონი ისეთ სიღრმეზე უნდა მოათავსო, რომ ვერ იგრძნო მისი არსებობა. თუ შეგაწუხებს, შეგიძლია თოკს გამოქაჩო და ახალი ტამპონის მოთავსება სცადო, ან ხელი დაიბანო და ტამპონი თითით უფრო ღრმად შეაცურო.

inserttampon_4_2w

პირველ ჯერზე შესაძლოა ვერ მოახერხო და რამდენიმე ცდა დაგჭირდეს, თუმცა როცა შეეჩვევი, თავს კრიტიკულ დღეებშიც კი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობ. ეცადე, მოადუნო სხეული, რაც გააადვილებს ტამპონის ჩასმას.

ტამპონის გამოღებისას უბრალოდ ჩამოქაჩე თოკს საპირისპირო მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ თოკი გაწყდა (რაც ძალიან იშვიათად ხდება), არ აღელდე, შეკუმშე ვაგინალური კუნთები და ტამპონი ვაგინალური არხის დაბოლოებამდე გამოაცურე. გამოყენებული ტამპონი გაახვიე შეფუთვაში და გადააგდე.

რამდენიმე საჭირო ფაქტი, რაც აუცილებლად უნდა იცოდე:

  • ტამპონის გამოცვლა აუცილებელია მაქსიმუმ 8 საათის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტოქსიკური შოკის სინდრომის საფრთხე დგება, თუმცა ხანგრძლივობა იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ზომის ტამპონს ხმარობ და როგორია შენი მენსტრუალური ნაკადი;
  • შეარჩიე შენთვის საჭირო გამძლეობის ტამპონი, მაგალითად მცირე ნაკადისას გამოიყენე 2-წვეთიანი, საშუალო ნაკადის შემთხვევაში – 3-წვეთიანი და ა.შ.;
  • მოშარდვისას ტამპონის გამოცვლა არ არის საჭირო;
  • ტამპონთან ერთად ოპტიმალურია ყოველდღიური საფენის გამოყენება, გამოჟონვის თავიდან ასაცილებლად;
  • არასოდეს გამოიყენო ერთი და იმავე ტამპონი ორჯერ, ეს ინფექციის საფრთხეს ქმნის.

აქვე, შეგიძლია ჩვენს სტატიას გადახედო, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს მითებს ტამპონის შესახებ.