Home თავის მოვლა

რამდენად ხშირად ხმარობ მაკიაჟს? თუ შენთვის ყოველი დღე მაკიაჟით იწყება, მაშინ ლოგიკურია მაკიაჟის მოშორებაც საჭიროა. რამდენად სწორად იცილებ მაკიაჟს? ხომ არ აზიანებ სახის კანს ამით? წარმოგიდგენთ 9 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას რომელსაც ქალები მაკიაჟის მოცილებისას უშვებენ.


1. პირველი შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვბენ ესაა მაკიაჟის მოუცილებლობა ასე კანს ძალიან დააზიანებ. მაკიაჟი კანს აშრობს და ხელს უწყობს მის დაბინძურებას, რაც პირველი მიზეზია ფერიმჭამელების და გამონაყარის.

1
2. მაკიაჟის მოცილების მერე აუცილებელია სახის დაბანა! სველი ხელსახოცი ან მაკიაჟის გამწმენდი საკმარისი არ არის, რადგან ის ვერ ასუფთავებს კანს იდეალურად.

2
3. არ შეიძლება ერთი და იგივე ხელსაწმენდით სახის ყველა ნაწილიდან მაკიაჟის მოცილება. ამით ხელს უწყობ თვალის მაკიაჟის გავრცელებას მთელ სახეზე, შედეგად კი ჭუჭყიან ფორებს იღებ. გაითვალისწინე ეს რჩევა სახის დაბანამდე.

34. სრულად არ იცილებ მაკიაჟს. განსაკუთრებით ცუდია თუ არ ასუფთავებ კანს თვალის ირგვლივ, ასე შეიძლება ინფექციაც კი მოხვდეს თვალში. უფრო სრაფად გასაწმენდად გამოიყენე თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი ტამპონები.


4

5. სწორად შეარჩიე მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე. თუ მხოლოდ BB კრემს ან კორექტორს იყენებ გასასუფთაველბად წყალიც საკმარისია, სხვა შემთხვევაში უპირატესობა ცხიმიან გამწმენდს მიანიჭე.


5

6. ნუ დაიბან სახეს ცხელი წყლით. ცხელი წყალი კანს აშრობს. გამოიყენე ნელთბილი წყალი და კარგად ჩამოიბანე მაკიაჟი.


6

7. სწორად შეარჩიე გამწმენდის pH დონე. ჯანსაღი კანის pH დონე მერყეობს 4.0-დან 5.5-მდე, იგი ეხმარება კანს ბაქტერიებთან ბრძოლაში და უნარჩუნებს ელასტიურობას. pH დონის შესანარჩუნებლად შეარჩიე გამწმენდი სითხე, რომლის pH მაჩვენებელი 3.0-დან 3.5მდე მერყეობს (თითოუელ ნივთს შეფუთვაზე აუცილებლად ეწერება pH მაჩვენებელი).

8

8. არ გამოიყენო უხეში სკრაბი, მითუმეტეს ყოველდღიური ხმარებისთვის. უხეში სკრაბი არა მხოლდო მკვდარ უჯრედებს მოგაცილებთ, არამედ სასარგებლო ცხიმსაც, კანის გაღიზიანებასაც უწყობს ხელს და აშრობს მას.

9

9. ნუ გაიმშრალებ სახის კანს უხეში პირსახოცით, ეს დაახლოებივით იმავეს აკეთებს, რასაც უხეში სკრაბი. ამის ნაცვლად უბრალო, რბილი პისახოცით შეიშრე წყალი სახეზე.  

11

სხვა მსგავსი სტატიები შენთვის: მაკიაჟის 8 შეცდომა, რომელიც დაღლილს გამოგაჩენს, მაკიაჟის 10 ხრიკი, რომელიც უნდა იცოდე, მაკიაჟის ფუნჯები – რა რისთვისაა.

შენ რას იტყვი?