Home თავის მოვლა

მენსტრუალურმა პერიოდმა შეიძლება გავლენა იქონიოს სამუშაოზე, ცხოვრების წესზე, სასიყვარულო ურთიერთობებზე და ყველაფერი უკუღმა წავიდეს. მძიმე და ძალიან უხვგამონადენიანი მენსტრუაციის შესამსუბუქებლად არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც გარანტირებულ შვებას მოგგვრის.

მოდი, მივყვეთ და ყველა საფეხური გავიაროთ:

მიზანი 1. ვმართოთ მენსტრუაცია ვარჯიშის და დიეტის დახმარებით

თავი აარიდე თეთრ ფქვილს, შაქარს და ნახევარფაბრიკატებს. გასაგებია, რომ ზოგჯერ პმს-ის დროს ძალიან გვინდა მთელი შეკვრა ნაყინი ან ერთი ფილა შოკოლადი, თუმცა ენდოკრინოლოგები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ასეთი პროდუქტების მიღებისგან. პმს-ის და ციკლის პერიოდში სწორი კვება თავიდან აგარიდებს შებერილობას და მუცლის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებებს.

ამასთანავე, თუ ძალიან მოგინდება ტკბილი, აჯობებს თაფლი და ჩირი შეჭამო, ჩიფსები და შოკოლადის ფილები არ არის საუკეთესო გამოსავალი. მეტი ინფორმაციისთვის ამ პერიოდში კვების შესახებ, გადახედე ჩვენს სტატიას.

ნაბიჯი 1. ეცადე დაიცვა დიეტა

მენსტრუაციის პერიოდში სასურველია, თავი შეიკავო ისეთი პროდუქტების მიღებისგან, რომელიც ორგანიზმში სითხეს აკავებს და შებერილობას იწვევს. ამისთვის გირჩევთ, მიიღო დიდი რაოდენობით ხილი, მსუბუქად დამუშავებული ბოსტნეული და თევზი.

ეცადე, თავი აარიდო სახამებლით გაჯერებულ და ცხიმიან საკვებს: რძის პროდუქტები, ხორცი და კვერცხი მინიმუმამდე დაიყვანე.

670px-Make-Your-Period-Lighter-Step-2

ნაბიჯი 2. შეინარჩუნე კალიუმის დონე ორგანიზმში

კალიუმის ნაკლებობა უხვ გამონადენს და მენსტრუალურ ტკივილებს იწვევს, შესაბამისად, ეცადე, მთელი თვის განმავლობაში აკონტროლო კალიუმით გაჯერებული პროდუქტების მიღება, ხოლო ციკლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო – ბანანი, ტკბილი კარტოფილი, ოსპი, ქიშმიში და ორაგული.

ხარშვა კალიუმს ანადგურებს, ამიტომ ეცადე ყველა პროდუქტი მოამზადო ორთქლზე ან გაზქურაში დაბრაწო, რათა თავიდან აიცილო დანაკარგი და საჭმელი სასარგებლო დარჩეს.

ამ ყველაფერთან ერთად არ დაგავიწყდეს, რომ ვიტამინი C და რკინა აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის და ზოგადად გულსისხლძარღვთა სისტემისთვის!

670px-Make-Your-Period-Lighter-Step-3

ნაბიჯი 3. ივარჯიშე სტაბილურად და მსუბუქად

აუცილებელია, ორგანიზმი სულ ტონუსში იყოს. მარტივი და ყოველდღიური ვარჯიშები არ მისცემს ორგანიზმს ცხიმოვანი ნაწილის გაზრდის საშუალებას და შესაბამისად, მენსტრუაციაც ნაკლებად მტკივნეული და ნორმალური იქნება.

ქალების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ იოგა, ცურვა და სწრაფი სიარული მათ მენსტრუალურ ციკლს გაცილებით მსუბუქს და ასატანს ხდის. ეცადე, ორგანიზმი მინიმუმ 30 წუთით დატვირთო კვირაში 5-6-ჯერ.

მიზანი 2. ვცადოთ მენსტრუაციის მართვა კონტრაცეფციის საშუალებების გამოყენებით

ნაბიჯი 1. გაესაუბრე ექიმს

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიცავს დიდი რაოდენობით პროგესტერონს და ესტროგენს, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე და არეგულირებს ციკლს და სხვა პროცესებს.

აუცილებლად გაესაუბრე ექიმს გამონადენის ოდენობასა და სხვა შეგრძნებებზე. თუ უხვგამონადენიანი მტკივნეული ციკლი გაქვს, შესაძლოა, ეს ზუსტად საჭირო გამოსავალი იყოს.

670px-Make-Your-Period-Lighter-Step-5

ნაბიჯი 2. აირჩიე განსხვავებული მეთოდები

თუ არ გინდა აბების მიღება და თვლი, რომ შეიძლება ინსტრუქციით გათვალისწინებული რეგულარულობის დაცვა ვერ მოახერხო, არსებობს სხვა სახის კონტრაცეპტივებიც, რომლებსაც ეფექტი იგივე აქვთ (იქნება ეს პლასტირი თუ სპეციალური რგოლი).

ამ ვერსიის არჩევამდეც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

მიზანი 3. ვსწავლობთ მენსტრუაციის პერიოდის მსუბუქად გადატანას

ნაბიჯი 1. ზუსტად განვსაზღვროთ უხვი და მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზები

  • თუ გარდატეხის ასაკი გაქვს, შესაძლოა გამონადენი უხვი იყოს, მენსტრუაცია კი – მტკივნეული, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი შეიცვლება.
  • შესაძლოა, აბების მიტოვების შემდეგაც დაგეწყოს ჩვეულებრივზე უფრო უხვგამონადენიანი ციკლი. ამასთანავე სხვადასხვა კონტრაცეპტული საშუალებების მიღების დაწყებაც იყოს ცვლილების მიზეზი.
  • კიდევ ერთი მიზეზი მშობიარობაა. ამ დროს ქალის ორგანიზმში ძალიან ძლიერი ჰორმონალური ცვილებები მიმდინარეობს, ამიტომ ნუ იდარდებ და დაელოდე.
  • სცადე არომათერაპია, როგორც მოდუნების საშუალება.
  • გამოიყენე რამდენიმე წვეთი ვარდის, გვირილის, სალაბის და მაიორანის ზეთის ნაზავი. მიღებული ნარევი შეიზილე მუცლის არეში მთელი ციკლის განმავლობაში.

670px-Make-Your-Period-Lighter-Step-10

ნაბიჯი 2. წინასწარ მოიმარაგე აუცილებელი პრეპარატები

შესაძლოა, მენსტრუაციის დროს გქონდეს ტკივილები, შებერილობა ან ფაღარათი – ასეთი სიმპტომებისთვის წინასწარ მოემზადე: გაიარე კონსულტაცია ექიმთან და იყიდე ყველა საჭირო მედიკამენტი.

ამასთანავე, არ დაგავიწყდეს მოამზადო ჰიგიენისთვის აუცილებელი ყველა საშუალება – სველი ხელსახოცები, სპეციალური საპნები და რა თქმა უნდა, საფენები ან/და ტამპონები.

ნაბიჯი 3. გაუთვალისწინებელი სიტუაციისგან თავდაცვა

ხდება ისეც, რომ ქალებს, რომლებსაც ძალიან უხვი გამონადენი აქვთ, ხშირად (ციკლის პირველ დღეებში) არ ჰყოფნით ჰიგიენური საშუალების დაცვის ხარისხი და შესაძლოა გამონადენმა ტანსაცმელზე გამოჟონოს.

ამაში არაფერია სასირცხვილო, უბრალოდ აუცილებლად ატარე თან გამოსავლელი ტრუსი და ჰიგიენური საშუალებები სწრაფი რეაგირებისთვის.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა უნივერსალურია, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ პირადად გაესაუბრები ექიმს.
670px-Make-Your-Period-Lighter-Step-12

ზოგადი რჩევები:

  • სტრესი მენსტრუაციას უფრო მტკივნეულს და უხვგამონადენიანს ხდის
  • კარგი იქნება, თუ ციკლის დროს მოდუნებას და დასვენებას შეძლებ
  • მენსტრუაციის დროს იკვებე ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ვიტამინ K-ს შეიცავს (მაგალითად კომბოსტო)
  • მცენარეული ნაყენი და ჩაი დაგეხმარება სპაზმების და ტკივილების მოხსნაში
  • ნუ ჩაიცვამ ძალიან მომდგარ და მოჭერილ ტანსაცმელს

არ დაგავიწყდეს, რომ თუ გამონადენი ზედმეტად ჭარბია, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და სისხლში რკინის დონის შემოწმება, რათა ანემია აიცილო თავიდან.

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
6 კომენტარი to this post
  1. ჯერ ერთი ციკლი ქვია პერიოდს მენტრუაციის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე. ამას მუდმივად ურევთ ხოლმე ჟურნალისტები. სხვა მხრივ სტატიას არა უშავს, მაგრამ გირჩევთ, როცა ასეთ თემაზე წერთ, გაესაუბროთ ექიმს და მისგან მიიღოთ რჩევები.

შენ რას იტყვი?