Home თავის მოვლა

ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც სახლიდან გასვლამდე წასმული ტუჩსაცხი სამსახურში მისულს უკვე გადასული მქონდა. ბოლო ერთი წელია ტუჩსაცხი ჩემი მაკიაჟის განუყოფელი ნაწილი გახდა, ამიტომ ყოველ ნახევარ საათსა თუ ერთ საათში მისი თავიდან გადასმა ცოტა დამღლელი პროცესია. საკმაოდ ბევრი ძიებისა და ცდის შემდეგ, გთავაზობ ჩემ მიერ შემუშავებულ სისტემას, რათა ტუჩსაცხი ნახევარი დღე მაინც გაგყვეს☺

თუ არ იცი, როგორ უნდა შეარჩიო ტუჩსაცხი, გადახედე მისი შერჩევის 6 წესს.

საჭირო მასალა

  • ტუჩის სკრაბი (მე Elf Cosmetics Lip Exfoliate-ს ვხმარობ, თუმცა სახლში გასაკეთებელი ვერსია შეგიძლია იხილო აქ)
  • ჰიგიენური ტუჩსაცხი
  • კორექტორი/ტონალური
  • ტუჩის ფანქარი
  • ტუჩსაცხი
  • ხელსახოცი
  • ფუნჯი
  • პუდრი

პირველ რიგში ტუჩის ზედმეტი და გაუხეშებული ფენა უნდა მოიშორო. კარგად შეიზილე სკრაბი და ჩამოიბანე. აუცილებლად წაისვი ჰიგიენური ტუჩსაცხი.

იმისათვის რომ ჰიგიენური ტუჩსაცხი კარგად გაჯდეს, მე ჩაცმამდე და მაკიაჟის დაწყებამდე ვისმევ.

როდესაც მაკიაჟის გასაკეთებლად დაჯდები, აიღე ე.წ. ერთჯერადი ხელსახოცი და დაშალე მისი ფენები ისე, რომ სამი ხელსახოცი გამოგივიდეს.

ერთი ფენა საკმარისია თითო ტუჩსაცხის წასმისას, დანარჩენი კი შეგიძლია მეორე დღისთვის შეინახო.

ხელსახოცი ნაზად დაიდე ტუჩებზე და ზედმეტი პროდუქტი მოიშორე.

შემდეგ წაისვი კორექტორი ან ტონალური. ეს ტუჩსაცხს უფრო მკვეთრს და გამძლეს ხდის, რასაც ისევ ხელსახოცით ზედმეტი ტონალურის მოშორება მოჰყვება.

შესაბამისი ფერის ტუჩის ფანქარი მთლიანად წაისვი ტუჩზე, შემდეგ ისევ ხელსახოცის ხრიკს მიმართე.

ტუჩსაცხის წასმის შემდეგ, ისევ მოიშორე ხელსახოცით ზედმეტი პროდუქტი, მერე ისევ წაისვი ტუჩსაცხი, და ბოლოს, ხელსახოცზე ფუნჯით პუდრის წასმით დაასრულე პროცედურა.

თუ შენ სხვა პროცესს იყენებ, აუცილებლად გაგვიზიარე ☺

წარმატებები!

2 კომენტარი to this post
  1. Me jer higienur pomadas visvam shemdeg tonalurs shemdeg pudrs da kargad ROM gashreba shemdeg tuchis panqari da pomada . miuxedavad amisa mainc male mshordeba . dghes xelsaxocit vcdi vnaxot ra gamova

  2. ვერ მივეჩვიე ვერაფრით ტუჩსაცხს. თან თხელი ტუჩები მაქვს და ცალკე პრობლემაა ეგ -_-

შენ რას იტყვი?