Home თავის მოვლა

დახვეული თმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ადვილი საშუალებაა, ლამაზად და განსხვავებულად გამოიყურებოდე. ერთი შეხედვით ეს ძალიან ადვილია, წახვალ სალონში და სტილისტი ზუსტად ისეთ ვარცხნილობას გაგიკეთებს, როგორიც მოგესურვება. თუმცა ხანდახან ჩვენი სურვილები ჩვენსავე ფინანსურ თუ სხვა შესაძლებლობებს არ ემთხვევა. მაგრამ ეს იმის მიზეზი ნამდვილად არ უნდა გახდეს, რომ ლამაზები არ ვიყოთ.

თუ არასდროს მიგიქცევია ყურადღება, კულულები რამდენიმე სახის არსებობს და მათი ერთიანობით სრულიად განსხვავებული ეფექტის მიღება შეგიძლია. თანაც დახვეული თმა ბევრნაირ ვარცხნილობას შეგიძლია შეუთავსო: ნაწნავს, ცხენის კუდს, ან უბრალოდ გამოიყენო, როგორც ყოველდღიური, მარტივი გამოსავალი. მაშ ასე, მოიმარაგე თმის დასახვევი ყველა საშუალება და მოხერხებულად მოეწყვე! წარმოგიდგენთ კულულებს და მათი დახვევის საინტერესო ხერხებს:

57b237b0765a0c94112b1064c7741c3e

კულული “ზემოდან ქვემოთ”

თუ თმის დასახვევ მაშაზე სწორ თმას ზემოდან ბოლოსკენ დაახვევ, აი ასეთ შედეგს მიიღებ. ეს კულული ჰაროვანია და “პლაჟის თმას” წააგავს. ნამდვილად ძალიან მოუხდება შენს საზაფხულო ჩაცმულობას, გრძელი თმისთვის კი იდეალურია.

კულული “ქვემოდან ზემოთ”

რა იცვლება შესაკრებთა გადანაცვლებით? თმასთან დაკავშირებულ მეცნიერებაში ყველაფერი! თუ დახვევას ბოლოებიდან დაიწყებ, უფრო დახვეულ კულულს მიიღებ. ეს ხერხი ძალიან უხდება ბობ-ის სიგრძესაც და უფრო გრძელ თმასაც. ამ დროს ბოლო უფრო კარგად იხვევა და დიდ ხანსაც ძლებს წინა მეთოდისგან განსხვავებით, სადაც ბოლოს თითქმის არ ვახვევთ.

თმის დასახვევი მაშა და სამაგრი

მგონი, არაფერი დაშავდება, თუ ცოტა ხნით 20-იან წლებს ვესტუმრებით და ამ ლამაზ კულულს გავიცნობთ. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ამ კულულს ყოველდღიურ გამოყენებაში როგორ დანერგავ, თუმცა თუ გვეცოდინება, ამით ნამდვილად არფერს დავაშავებთ. მეთოდი მარტივია: ჯერ მაშით ახვევ თმას, მერე სამაგრით იმაგრებ, სანამ გაგრილდებოდეს და დანარჩენ კულულებს გააკეთებდე.

ტალღები თმის უთოთი

ამ ტალღების გასაკეთებლად თმის გასასწორებელი უთო დაგჭირდება. ასეთი სტილი მოკლე თმასაც უხდება, გრძელსაც და ნამდვილად ადვილი გამოსავალია, თუ სწრაფი და ადვილი ვარცხნილობა გჭირდება.

კულული თმის უთოთი

beauty-dept-flat-iron-curls

თუ თმის წილს აიღებ და თმის უთოზე დაახვევ, აი, ასეთი კულული გამოგივა, როგორიც ფოტოზეა. სხვათა შორის, ამ წესის გამოყენება ბუნებრივად ხვეული თმის მქონე გოგონებსაც შეუძლიათ სასურველი ფორმის კულულის მისაღებად. თუმცა ხშირად ნუ გაიმეორებ, რადგანაც ამ დროს თმა ორმაგად ზარალდება.

კულული თმის სახვევი ჯოხით

ასეთი სახვევის გამოყენებით იდეალურ ხვეულს ვიღებთ, რომელიც ზემოდან ქვემოთ პატარავდება და ნამდვილად იდეალურადაა ომბრესთან შეხამებული. აუცილებლად სცადე!

დაგრეხილი კულული თმის სახვევი ჯოხით

თუ ამ კულულს ირჩევ, დახვევამდე თმის წილი დაგრიხე. შედეგი ნამდვილდ შთამბეჭდავია, კულული ბუნებრივს ჰგავს და უფრო ერთგვაროვანი, მოცულობითია.

კულული “ორმაგი”

ეს ფოტო წინა ორი წესის გაერთიანებული შემთხვევაა. თუ შენ აღებული თმის წილის ქვედა ნაწილს დაგრეხ და დანარჩენს სწორად დაახვევ, აი, ასეთი შედეგი გექნება. კულული ფუმფულაა და გულგრილს არავის დატოვებს.

► არ დაგავიწყდეს, დახვეული თმა თმის ლაქით დააფიქსირო და დახვევამდე თმის დაბანისას ბალზამი არ გამოიყენო! აქვე უპასუხე გამოკითხვასაც. წარმატებას გისურვებთ!

 

რომელი კულული მოგწონს ყველაზე მეტად?

View Results

Loading ... Loading ...

შენ რას იტყვი?