Home თავის მოვლა

runგაზაფხულის დადგომასთან ერთად თავს წამოყოფენ ზამთრის განმავლობაში დაგროვილი აბეზარი კილოგრამები. აჯობებს დროზე დავივიწყოთ ტელევიზორის და კომპიუტერის წინ სასუსნავებთან ერთად გატარებული საღამოები და სასწრაფოდ მივაკითხოთ სავარჯიშო დარბაზებს. მასაჟისტის მომსახურებით სარგებლობაც არ იქნება ურიგო, დილაობით ადრე ადგომა და სირბილიც შესანიშნავი აზრია, როდესაც გაზაფხულის მზიანი და თბილი დილა 7 საათზე თენდება. თუ დროის პრობლემა გაქვს, გაითვალისწინე, რომ არსებობს სპორტული დარბაზები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. თუმცა, შეგიძლია შენი დაკავებული გრაფიკიც შენი სხეულის სასარგებლოდ გამოიყენო და ქვემოთ მოყვანილ წვრილმან ხერხებს მიმართო ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად.

ვისეირნოთ ფეხით

  • დასვენების და ლანჩის დრო გამოვიყენოთ ფეხით სეირნობისთვის.
  • შეგვიძლია მანქანა მოშორებით გავაჩეროთ და  ოფისამდე დარჩენილი გზა ფეხით გავიაროთ.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ყოველთვის ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვიდეთ და დანიშნულების ადგილამდე დარჩენილი გზა ფეხით გავიაროთ. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე ყოველთვის ასე ვიქცევი.
  • ლიფტების და ესკალატორების გამოყენებას თავი დიდი ხნის წინ დავანებე. კიბეებზე სიარული მშვენიერი ვარჯიშია მოდუნებული ფეხის კუნთების გასამაგრებლად.

walk

არ გამოვტოვოთ საუზმე

ბევრი  ჩვენგანი საუზმეზე უარს ამბობს და ხშირ შემთხვევაში ფინჯანი ყავით შემოიფარგლება. გეთანხმები, რთულია დილით ადრე გაღვიძება, თავის მოწესრიგება და ხშირად საუზმის დრო სულაც არ გვრჩება. ზუსტად ამიტომ სამსახურში საკუთარ საუზმეს ვატარებ. სამუშაო მაგიდასთან საუზმობა ხელს არ მიშლის მუშაობაში. ჩემი საუზმე ძირითადად არის იოლად მოსამზადებელი ჰერკულესის მარცვლები ცოტაოდენი ყველით, წიწიბურა ან იოგურტი ორცხობილით.

breakfast

წყალი, წყალი, ბევრი წყალი

გამოტყდი, დღის განმავლობაში რამდენი ჭიქა წყალი შეგიძლია მიირთვა?  ორი ან სამი ჭიქა? იქნებ არც ერთი? გამოკვლევები გვიმტკიცებენ, რომ დღის განმავლობაში რვა-ათი ჭიქა წყალი ეხმარება ჩვენს ორგანიზმს მეტაბოლიზმში და წონის დაკლებაში.  ყველა ოფისში მოიპოვება წყლის ონკანი, ასე რომ თამამად მივირთვათ. წყლის თვისებების შესახებ ჩვენი ავტორი აქ გიყვებათ.

water

ნუ წავიხემსებთ

გამოკვლევების თანახმად ოფისში დასაქმებულთა ორმოცი პროცენტი იმატებს ერთ-ორ კილოგრამს წელიწადში მხოლოდ იმიტომ, რომ მუშაობის დროს გამუდმებით მიირთმევს ჩიფსებს და სხვადასხვა სახის სასუსნავებს. თუ მცირე შიმშილს იგრძნობ, მიირთვი ცოტაოდენი ხილი. მავნე საკვები კი ჩემსავით, გვერდით გადადე.

rainbowfruitsalad

ვივარჯიშოთ მაგიდასთან

თუ გაგეცინა, სულ ტყუილად. სკამზე ჯდომის დროსაც მშვენივრად შეგვიძლია დავასაქმოთ კუნთები. ამისთვის საჭიროა ოდნავ წამოვიწიოთ სკამიდან და შევკუმშოთ დუნდულა კუნთები, დაჯდომისას კი გავშალოთ.  ძალიან მარტივი და უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია, შედეგი კი მკვრივი და ლამაზი საჯდომია, სცადე.

simpleidea

დაიმახსოვრე, მთავარი იყო მოტივირებული და ფორმაში ჩადგომას წინ არაფერი უდგას. აქციე ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა შენს ყოველდღიურობად და დამერწმუნე, შედეგი აუცილებლად მოვა. აუცილებლად გადახედე ჩვენს სტატიებს და…

გადაწყვიტე რომელი გირჩევნია: ვარჯიში თუ დიეტა;

მიხედე პრობლემურ ადგილებს;

დაიწყე სირბილი;

თუ დიეტას აპირებ, გადახედე ჩვენს რჩევებს;

და, აქვე რჩევების მთელი ნაკრები – როგორ ვიკვებოთ სწორად.

შენ რას იტყვი?