Home თავის მოვლა

ამ რამდენიმე დღის წინ ქორწილში მივდიოდი. როგორც ყოველთვის, მაგვიანდებოდა და სიჩქარეში ჩემი საყვარელი, ერთადერთი და განუმეორებელი პუდრი დამივარდა. თავიდან ცოტა გამიფუჭდა ხასიათი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მისი აღდგენის საშუალებაც ვიცოდი და მშვიდად წავედი გასართობად.

ცოტა ხნის წინ ერთი მკითხველის წერილმა შემახსენა ეს ამბავი და გადავწყვიტე, შენც გასწავლო, როგორ აღადგინო დამტვრეული პუდრი ან ჩრდილები სულ ადვილად.

broke1

მაშ ასე: დაგჭირდება სამედიცინო სპირტი, საკვების კონტეინერების თხელი პოლიეთილენის პარკი, კოვზი და ქსოვილის ნაჭერი.

broke2

დამტვრეულ რუჟს, პუდრს ან ჩრდილს ვაამტებთ სპირტს და კოვზით და პოლიეთილენის პარკით ვაძლევთ ფორმას აი ასე:

broke3

როცა მასას ქილაში კარგად მოვათავსებთ, პატარა ეშმაკობას მივმართოთ და ლამაზი ფორმაც მივცეთ ქსოვილის ნაჭრის დახმარებით:

1 broke5

აი შედეგიც:broke6
კიდეები კარგად მოასუფთავე და სპირტის გაშრობას დაელოდე. აი ასე, შენი საყვარელი რუჟი ისევ მთელია და ახალივითაც გამოიყურება!

broke7

18 კომენტარი to this post
  1. პუდრის ნაწილი ცელოფანზე დარჩა, კიდევ ნაწილი კიდეებზე, დიდი ნაწილი იმ ქსოვილის ნაჭერს აყვა რითაც “გავალამაზეთ” და დაგვრჩა პუდრა კიდევ საერთოდ? :)))) [ნახევრადხუმრობით]

    • ნაჭერზე კი, მაგრამ კოვზზე და პარკზე არ რჩება ძალიან ბევრი.
      ისე კი, ჩემი დარჩენილი პუდრი ისედაც ცოტა იყო და ვამყოფინე როგორღაც :D

    • მე ძველი რუჟის ყუთში გადავიტანე. ყუთიანად დავამტვრიე პუდრი და -_-

  2. რაა კარგია, სამწუხაროდ დამტვრეულ პუდრს ყოველთვის ვაგდებდი :( ამის შემდეგ მეცოდინება, მადლობა

  3. პარკზე და კოვზზე აყოლილი ნამცეცებიც გაშრება და თუ ასე გენანება რამდენიმე საათში უკვე გამოიყენებ. მე პირადად პირდაპირ ნაჭერს ვადებ ხოლმე და სპირტის ნაწილი ასე ამომაქვს, ნაწილი კი მალევე შრება :) ხოლო ნაჭერზე გადასული ფერიც შესაძლებელია რომ გამოვიყენო …

შენ რას იტყვი?