Home თავის მოვლა

gold-facial-youthful-skin

ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება ნაოჭები, მაგრამ არსებობს ხერხები, რომლის წყალობითაც შეგვიძლია ეს პროცესი შევაყოვნოთ. ჩვენ გირჩევთ:

მზისგან დაცვა

კანის დაბერების პროცესს ყველაზე მეტად ხელს უწყობს მზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გარეთ არ უნდა გახვიდე მზიან ამინდში, უბრალოდ გამოიყენე მზისგან დამცავი კრემები: დამატენიანებელი/ტონალური კრემი მინიმუმ SPF 15-ით, ხოლო თუ ზაფხულია SPF მინიმუმ 30. შეგიძლია ლამაზი შლაპებიც შეიძინო ;)

woman-moisurizer

დატენიანება

კანის გამოშრობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნაოჭების გაჩენას. ამის თავიდან ასაცილებლად შხაპის მიღების შემდეგ მუდმივად დაატენიანე კანი, შეარჩიე ცხიმისგან თავისუფალი (oil free) დამატენიანებელი კრემი.

100825574

საკვები ნაოჭების წინააღმდეგ

ანტიოქსიდანტებდით მდიდარი საკვები ებრძვის ნაოჭებს და ანიჭებს კანს ახალგაზრდულ იერს. დააბალანსე შენი რაციონი და შეავსე A (სტაფილო), B (თევზი, მუხუდოს მარცვლები), C (ციტრუსი, წითელი წიწაკა) და E (თხილი, ყვავილოვანი კომბოსტო) ვიტამინებით.

Zwei_zigaretten

თამბაქო

თუ მწეველი ხარ, გეცოდინება, რომ “თამბაქო იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას”. ნიკოტინი და სხვა ქიმიური დანამატები, რომლებსაც თამბაქო შეიცავს, ავიწროებს სისხლძარღვებს, რაც უარყოფითად მოქმედებს სისხლის ცირკულაციასა და ჟანგბადის მიწოდებაზე. როდესაც კანი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, კარგავს ელასტიურობას, რაც წარმოშობს ნაოჭებს. ესეც კიდევ ერთი მიზეზი სიგარეტისთვის თავის დასანებებლად!

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?