რამდენიც გინდა, იმდენი ქალი ან თუნდაც გოგონა მინახავს გათხოვების შემდეგ სახლში ჩამჯდარი, მხოლოდ ბავშვების მოვლით, საჭმელების კეთებით, სარეცხის რეცხვით და სახლის დალაგებით რომ ირთობს თავს. პრობლემებიც არ აყოვნებს:

მეუღლე უფრო და უფრო გვიან მოდის სახლში ან თუ მოდის ყოველგვარი ინტერესი დაკარგული აქვს და დაძინების გარდა საძინებელში არაფერი არ სურს!!! ვერც გაამტყუნებ, შოკოლადიც ყველას ლამაზად შეფუთული უყვარს!

დამერწმუნეთ მშვენიერია მოვლილ-დაბანილ-დავარცხნილი ბავშვები, მყუდროა დალაგებული – დაკრიალებული – დაწკრიალებული სახლი. შესანიშნავია  ნაირნაირი კერძებით სავსე მაცივარი. ეს ყველაფერი აუცილებელია და სავალდებულო, თუმცა არა მთავარი.

აბა წარმოიდგინეთ რა ფასი აქვს ამ ოჯახურ იდილიას თუ სახლში დაბრუნებულ მეუღლეს ყველაფერი წესრიგში დააახვედრეთ საკუთარი თავის გარდა?

აუცილებლად გამონახეთ დრო, რათა მუდამ იყოთ ლამაზი და მომხიბვლელი. ყველაფერს აზრი  და ფასი ეკარგება თუ კი თქვენს მშვენიერებას დასაბანი თმებით დამალავთ, ანდა ჭუჭყიანი და უფორმო ტანსაცმელით.

ნახატი ეკუთვნის Rebecca IoseBath

ყოველდღიურად შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ – მერე რა, რომ მთელი დღე სახლში ვიყავი და დრო ოჯახის მოვლას დავუთმე (გავაკეთე სადილი ან სადილები, ვუვლიდი პატარა ბავშვს ან ბავშვებს, დავრეცხე, დავაუთოვე, დავალაგე  სახლი), მე ქალი ვარ მაშასადამე უფლება არ მაქვს ფორმაში არ ვიყო და ცუდად გამოვიყურებოდე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე – გამოვნახე ცოტაოდენი დრო გამეკეთებინა:

1) ძალიან ადვილი, თუმცა ლამაზი ვარცხნილობა

გაჩეჩილ თმებს ყველაზე უბრალო ცხენის კუდი ჯობია, შუბლზე გადაწეული თმა ჟელეთი დაააფიქსირეთ-განუმეორებელია )

2) გაიკეთეთ მაკიაჟი

გადახედეთ ამ სტატიას: მაკიაჟი 5 წუთში

3) ჩაიცვით ლამაზი და მოხერხებული სამოსი სახლისთვის

გირჩევდით ელასტიკს და მომდგარ მაისურს – მოხერხებულია და სექსუალურიც

4) მოიწესრიგეთ ფრჩხილები

ფრჩხილები მუდამ მოწესრიგებული რომ იყოს ამითვის დიდი ძალისხმევა ნამდვილად არააა საჭირო. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მანიკური და საოჯახო საქმეეების დროს აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი.

5) არასოდეს არ იწუწუნოთ, რომ ძალიან დაიღალეთ

მეუღლეს აუცილებლად დახვდით ღიმილით.

6) გაიკეთეთ წარბები

მგონი არ ღირს შეხსენება, რომ ეპილაციის და ლამაზად ამოქნილი წარბების გარეშე სილამაზეს სრულყოფილება არ უწერია.

ამ ყველაფერთან ერთად თუ იქნებით მუდამ   მზრუნველი  და მოსიყვარულე აუცილებლად სამუდამოდ დაატყვევებთ ქმარს – ის აღფრთოვანებული იქნება თქვენით და გვერდზე არასოდეს გაიხედავს.  სახლში ხომ ქალი-სასწაული ელოდება, რომელიც მუდამ ლამაზია, ფორმაშია და ბავშვების დაძინებისთანავე მზადააა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.

P.S. ვიღაც წაიკითხავს და იტყვის სათქმელად ადვილია, გაკეთებააა ძნელიო – მაგრამ გული არ გაიტეხოთ, თუ გსურთ ყველაფერს მოახერხებთ! ყველაფერს მოასწრებთ!

პირადად მე ამ პოსტში აღწერილი თითოეული პუნქტის შესრულება მიწევს ყოველდღიურად, ასე რომ თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია.