ყველასათვის ცნობილი გამოთქმა, “ჰოლივუდის ღიმილი,” შორეულ 50-იანებში დაიბადა, “ოცნებების ფაბრიკაში.”

როდესაც ეკრანებზე პირველად გამოჩნდა ქერათმიანი ლამაზმანი მერლინ მონრო, რომელიც ყველას თვალს ჭრიდა თავისი ქათქათა კბილებითა და ღიმილით, ამერიკაში კბილების გათეთრების მსურველთა ნამდვილი ბუმი ატყდა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამყარდა. ექიმი-სტომატოლოგები გვიხსნიან რა პროცედურაა კბილების გათეთრება:

თანამედროვე სტომატოლოგები დღეისთვის კბილების უამრავ მეთოდს გვთავაზობს. უპირველეს ყოვლისა უნდა განვასხვავოთ კბილების გათეთრება კბილების პროფესიული წმენდისგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ წმენდისას კბილის ბუნებრივი ფერი წარმოჩინდება, ხოლო გათეთრებისას კბილი ფერს იცვლის, ამიტომ აუცილებლად უნდა დავეკითხოთ სპეციალისტებს.

ამის გარდა, კბილების გათეთრებას ბევრი უკუჩვენება ახლავს თან, რომელსაც მხოლოდ კვალიფიციური ექიმი გვეტყვის.

კბილების გათეთრების არსებული მეთოდები შეიძლება დაიყოს კაბინეტისა და სახლის, კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ მეთოდებად.

კაბინეტური გათეთრება

კაბინეტური გათეთრება ხდება სპეციალურ კლინიკებში. სწორედ ამ მეთოდს ანიჭებენ უპირატესობას ისეთი ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: კეტრინ ზეტა ჯონსი, ტომ კრუზი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები. ეს მეთოდი სწრაფი, ეფექტური და უმტივნეულოა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კბილებზე სპეციალური ხსნარი ისხმება, რომელიც აქტიურდება სპეციალური ნათურით ან ლაზერით. ერთ-ორ საათში კბილის ფერი რამდენიმე ტონით იცვლება. ამ მეთოდის ნაკლი ისაა, რომ ის ძალზედ ძვირადღირებულია, მაგრამ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ეს ნაკლებად აღელვებთ, მათ შეუძლიათ თვალისმომჭრელ ღიმილში ათეულ ათასი დოლარი გადაიხადონ!

საშინაო კვალიფიციური გათეთრება

საშინაო კვალიფიციური გათეთრება ნაკლებად ძვირადღირებულია, მაგრამ დროს მოითხოვს. მსურველი სტუმრობს ექიმ-სტომატოლოგს, ეს უკანასკნელი მას ურჩევს შესაბამის საშუალებებს და პაციენტიც სახლში იყენებს მას, დროდადრო კი ექიმს აკითხავს კონსულტაციებისთვის. ამ დროს იხმარება სპეციალური საშუალებები, რომლებსაც ამზადებს სტომატოლოგი, აგრეთვე მათეთრებელი გელები და სხვა.

კბილების გათეთრების ეფექტის ხანგრძილივობა დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, მავნე ჩვევებზე და სხვა ფაქტორებზე.

თუ კვალიფიციურ სტომატოლოგებს მიაკითხავთ, კბილების გათეთრება უსაფრთხო გახდება. შეიძლება კბილების მგრძნობელობამ მოიმატოს, მაგრამ სპეციალური პასტების საშუალებით ეს პრობლემა მალე გაქრება.

ასე რომ, გისურვებთ ჯანმრთელ კბილებსა და “ჰოლივუდურ ღიმილს.” ;)