მოგეხსენებათ რომ თვეში ერთხელ ქალებისთვის საკმაოდ ემოციური და რთული დღეები დგება.

კრიტიკულ დღეებში განსაკუთრებული ჰიგიენაა საჭირო, რაც ჩემი აზრით არც ისე რთული მისაღწევია ამ საუკუნეში.

ვფიქრობ რომ დატვირთული რეჟიმის დროს ჰიგიენური საფენები ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ისინი ზუსტად იმდენს სითხეს იწოვენ რამდენიც საჭიროა, არ ქმნიან დისკომფორტს და ყველანაირად მორგებულები არიან ქალის ორგანიზმს.

ჩემს თავზეც გამომიცდია და სხვებისგანაც გამიგიამ რომ ნაზ კანთან შეხებაში საფენები საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნის, შესაბამისად სხვადასხვა ბრენდის გამოყენება მომიწია.

მინდა გითხრათ რომ სულ ახლო წარსულში ვიპოვნე საკმაოდ კარგი ბრენდი რომელიც არა მხოლოდ მენსტრუალური ციკლის დროს გამოსაყენებლ არამედ ყოველდღიურ საფენებსაც სთავაზობს ქალებს.

ჩემი აღმოჩენა მოლფედის საფენები.

რამოდენიმე პუნქტია ისეთი რომელიც აღნიშვნად ღირს:

  1. სასიამოვნო ზედაპირი (რომელიც ძალიან რბილია)
  2. არომატი – გრილი და სასიამოვნო სურნელი აქვს
  3. არ იწვევს გაღიზიანებას
  4. ძალიან კარგად იწოვს
  5. თხელია და არანაირ უსიამოვნო შეგრძნებებს არ ბადებს
  6. სხვადასხვა ზომის საფენს სხვადასხვა ზომის ფრთები აქვს (რაც ღამე გამოყენების შემთხვევაში აუმჯობესებს საფენის ფიქსაციას)
  7. კარგი წებოვნება აქვს და ქსოვილის ზედაპირს ადვილად არ ძვრება

    მოლფედი

ამ ყველა პუნქტთან ერთად უნდა აღვნიშნო ისიც რომ ფასის და ხარისხის საუკეთესო ნაერთია აღნიშნული საფენები.

ამასთანავე გოგოებო არ დაგავიწყდეთ სცადოთ ყოველდღიური საფენებიც, სულ ახლახანს დავიწყე მათი გამოყენება და იმედი არც მათ არ გაუცრუვებიათ.

თხელი, ნაზი, არომატული ზედაპირი, ყველანაირი დისკომფორტს აქრობს.

მართალია მოლფედი ყველა მაღაზიაში რატომღაც არ მხვდება (ალბათ ელვისებურად იყიდება ბევრი პლიუსის გამო), მაგრამ გირჩევთ, რომ თქვენც არ დაიზაროთ და მოიძიეთ.