Home თავის მოვლა

ადამიანის სხეულის 55-86% წყალია. ცხადია, რაოდენ მნიშვნელოვანია წყალი ადამიანის სიცოცხლისთვის. წყლის გარეშე ადამიანი ერთ კვირასაც ვერ გაძლებს. სხეულის მიერ წყლის მინიმალური ყოველდღიური მოთხოვნა 1700მლ-ია – დაახლოებით, 2 ლიტრამდე ან 8 ჭიქა წყალი, როგორც ამას ხშირად გვირჩევენ დიეტოლოგები, კოსმეტოლოგები, ექიმები.

წლის ცხელ დროს გაცილებით მეტ სითხეს ვკარგავთ და შესაბამისად წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს და რადგან ამასთანავე, ოფლის გამოყოფის გამო, იკარგება დიდი რაოდენობით ნატრიუმის მარილი, უმჯობესია სითხის ნაკლებობა მინერალური წყლით შევავსოთ.

water planet life

ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ იცოცხლებს წყლის გარეშე. ადამიანისთვის წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა, ვიდრე ქვანახშირი, ნავთობი, აირი, რკინა თუ ძვირფასი ქვები იმიტომ, რომ მას ვერაფრით შეცვლი.

თუ შენ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს მიიღებ, უფრო ენერგიული და ამტანი გახდები, გაგიმარტივდება წონის კონტროლი, რადგან კუჭნაწლავის მოქმედება გაგიუმჯობესდება.

ხშირად, როდესაც წასუსნავება მოგინდება, უბრალოდ წყლის დალევით შესაძლებელია მადის დაქვეითება. გაუწყლოვნების სიმპტომები ძალიან აშკარაა: დაღლილობა, მშრალი კანი, თავის ტკივილები, წელის და სახსრების ტკივილი.

Dehydrated Skin Water

წყლის რეგულარული მიღება საოცარ შედეგებს მოგცემს:

ტვინის მოქმედების კოორდინაციის გაუმჯობესება და ენერგიის მოზღვავება სახეზეა, სახის კანი გაცილებით სუფთა ხდება.

ჩვეულებრივი და მინერალურ წყლის მიღება რეკომენდებულია ხშირად და მცირე რაოდენობით.

სასურველია, საუზმემდე 2 ჭიქამდე წყლის დალევა. თუ მასში ლიმონის წვენს ჩააწურავ, ამით გაციების პროფილაქტიკასაც მოახდენ. გაყინული წყლის მიღება არ არის სასურველი, რადგან ცუდად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. ცხელი წყლის მიღებაც არ არის რეკომენდებული, რადგან კბილის საფარს აზიანებს.

ოღონდ არ აგერიოს სითხის მიღება წყლის მიღებაში. ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, ხელოვნური სასმელები წყალს კი შეიცავენ, მაგრამ ასევე შედგებიან ქიმიური კომპონენტებისგან და ხელს უწყობენ გაუწყლოებას.

ქვემოთ მოყვანილი სქემა დაგეხმარება განსაზღვრო, რა რაოდენობის წყალია შენთვის რეკომენდებული დღის განმავლობაში მისაღებად.

water table

გახსოვდეს გადაანაწილო ეს რაოდენობა დღის განმავლობაში მისაღებად და არ დალიო 2 ლიტრი წყალი ერთ ჯერზე. წყლის მიღების ასეთი რეჟიმი მალევე მოგცემს პოზიტიურ შედეგებს და თუ ამ რეჟიმს ცხოვრების წესად გაიხდი, წლების მომატებასთან ერთად შენი ორგანიზმი და კანი მადლობას გეტყვის, სილამაზე და ახალგაზრდული იერი დიდხანს გაგყვება და პოზიტიური ყურადღებაც არასოდეს მოგაკლდება.

water

თუ გავიწყდება წყლის დალევა ან მიღებულ რაოდენობას თვალყურს ვერ ადევნებ, შეგიძლია გადმოწერო ეს უფასო მობილური აპლიკაციები.

Android:

iOS:

 

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა 2014 წლის 15 თებერვალს. განახლებულ სტატიას დაემატა ვიზუალური მასალა, ინფორმაცია მობილური აპლიკაციების შესახებ და განახლდა ფორმატირება.

14 კომენტარი to this post
  1. კარგი და საჭირო ინფორმაციაა! ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა სასმელი წყლის მიღება, :)

  2. Ukve welze metia chemi ganuyreli megobari gaxda wyali :) da zalian zalian didi shedegicaaqvs ! Tumca ar vici wyali romelic tbilishi onkanidan modis ramdenad sasargebloa dasalevad.. Me botlisas vsvam . Onkanis albat ajibia yvela variantshi gadadugdes :)

  3. ჩემი გამოცდილებიდან დილით წყლის დალევა უზმოზე ძალიან კარგია, ორგანიზმს აფხიზლებს.

  4. me 2 kviraze metia ukve 3 xan 3,500 litra wyals vsvam da ukve dametyo saxezec da mucelzec ro vikleb.rogorc vici tvehi sashualod 5dan 9 kilomde aklebinebs da shedegebic aqvt.axlobelma 6 tveshi 45 kilo daiklo.

შენ რას იტყვი?