Home თავის მოვლა

ხილის სეზონი მოდის, ამასთანავე საზღვაო სეზონისთვის ფორმაში ჩადგომა ყველას გვინდა, ამიტომ გთავაზობ ძალიან სასარგებლო და მარტივი მოქტეილების (smoothie) რეცეპტებს.

კიდევ ერთი იდეა: შეგიძლია საზაფხულო წვეულებაზე მეგობრებთან თავი შენ მიერ მომზადებული ამ ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი მოქტეილებით მოიწონო.

დასტამბოს და სტაფილოს მოქტეილი (Smoothie)

ამ უგემრიელესი მოქტეილის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს წაიღებს, ამიტომ უბრალოდ, დამიჯერე, თუ მის მომზადებას ისწავლი, ეს მოქტეილი შენი ცხელი ზაფხულის იდეალურ საუნდტრეკად გადაიქცევა.
დაგჭირდება:

  • ½ ნესვი
  • 1 ვაშლი
  • მოზრდილი სტაფილო
  • ლაიმი

თავდაპირველად ბლენდერში ათავსებ დასტამბოს (Cantaloupe), შემდეგ უმატებ ვაშლის წვენს და ბოლოს სტაფილო-ლაიმის წვენის ნაზავს. კარგად ათქვიფე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დამატებითი სითხე არაა აუცილებელი, თუმცა თუ ნაკლებად კონცენტრირებული ნაზავი მოგწონს, შეგიძლია ცოტა წყალი დაამატო.

ნესვი

მარწყვი, ბანანი და შვრია

დაგჭირდება:

  • დამბალი ½ ჭიქა დამუშავებული შვრია (საუზმის შვრია)
  • ¾ ნუშის ან ქოქოსის გაგრილებული რძე
  • მოზრდილი ბანანი და მარწყვი.

ათქვიფე ბანანი და მარწყვი, დაამატე რძე და ეს მასა დაასხი შვრიას. შეგიძლია მორთო ატმის ან მანგოს ნაჭრებით.
ასეთი მოქტეილის შემდეგ მთელი დღე ბედნიერი და დანაყრებული იქნები.

შვრია

მწვანე სამოთხე

საჭიროა:

  • 2 კივი
  • 1 ვაშლი
  • 2 ღერი ნიახური
  • 2 ღერი ისპანახი
  • კიტრის მოზრდილი ნაჭერი
  • 2 ჩაის კოვზი სეზამის და ყაყაჩოს მარცვალი (სურვილისამებრ)

ყველაფერს ურევ ერთმანეთში და თქვეფ ბლენდერში, სანამ მასა არ გახდება აბსოლუტურად ერთგვაროვანი, რთავ სეზამით და ყაყაჩოთი.

სამოთხე

მანგოს და კოჭას ნაზავი

ათქვიფე 1 მანგო, დაამატე ცოტა კოჭა (გახეხილი), დაამატე ცოცხალი იოგურტი და ½ ლიმნის ან ლაიმის წვენი. არ დაგავიწყდეს მიირთვა ყინულებჩაყრილი (თუ მოგინდება შეგიძლია პიტნა ან/და თაფლიც დაამატო)

კოჭა

დილის ასეთი ჯანმრთელი და ნოყიერი მოქტეილებით დაწყების შემდეგ მთელი დღე ენერგიული იქნები და წარმატებისკენ სვლა არ გაგიჭირდება, ამასთანავე წონის კორექტირებასაც უპრობლემოდ მოახერხებ.

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
5 კომენტარი to this post
  1. anka
    1. ისპანახი, მსხალი, გარგარი და ნებისმიერი იოგურტი/მაწონი/კეფირი – დააბლენდერე და თუ ოდნავ თხელი მოგინდება წყალი დაუმატე

    2. რძე, ერთი კოვზი ნუტელა, ბანანი და ნებისმიერი თხილი – კარგად ათქვიფე სანამ თხილი არ დაქუცმაცდება, დაამატე ყინული და ისე მიირთვი

    3. მარწყვი, მოცხარი, მსხალი და იოგურტი/მაწონი/კეფირი – მსხალს კანი გააცალე და ისე დააბლენდერე დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად!

შენ რას იტყვი?