მსოფლიო აჟიტირებულია “ჯანსაღი კვების” იდეით. ამერიკა და განვითარებული მსოფლიოს უმეტესი ნაწილი მეოცე საუკუნის დაავადებით – ჭარბწონიანობით იტანჯება. და მაინც, რას ნიშნავს ეს “ჯანსაღი კვება”?

სამედიცინო ჯგუფის “ONE” მიხედვით ჯანსაღი რაციონი შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს:

რაციონის ნახევარს უნდა იკავებდეს ფოთლოვანი მწვანილეულობა და ხრაშუნა ბოსტნეული.

ამგვარ ბოსტნეულს მაქსიმალური კვებითი ღირებულება გააჩნია და ყველაზე ნაკლებ კალორიას შეიცავს. თავი აარიდე კარტოფილს.

რაციონის არა უმეტეს მეოთხედისა მარცვლეულით ან პარკოსნებით უნდა გაავსო.

ბოჭკოთი გამდიდრებული საკვები თავს დანაყრებულად უფრო მალე გაგრძნობინებს.

რაციონის დარჩენილი მეოთხედი კი ჯანსაღი ცილებით უნდა შეავსო.

უპირატესობა მიანიჭე ბალახით ნაკვები ცხოველების ხორცს, კვერცხს და თევზს. თუ ვეგეტარიანელი ხარ – ლობიო, ბრინჯი და სოიო მიირთვი.

რეკომენდირებული არ არის გადამუშავებული ცხიმების მიღება. მათ ნაცვლად უმჯობესია ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თხილ-ნიგვზეული და ამ პროდუქტებისგან გამოყვანილი ზეთი და კარაქი მიირთვა.

შენ როგორ იკვებები? რისგან შედგება შენი დღიური რაციონი?

racion