ფრჩხილების მდგომარეობა ადამიანის ჯანმრთელობისა და კულტურის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ფრჩხილები შეიძლება იყოს როგორც ქალის სიამაყე, ასევე მუდმივი უგუნებობის საგანი.

იდეალური მანიკური – ეს უპირველეს ყოვლისა მაგარი და გლუვი ფრჩხილებია. სამწუხაროდ ჩვენს ყოფაში ფრჩხილები მუდმივად ტყდებიან, ყვითლდებიან ან იფარებიან თეთრი ლაქებით. ამ უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ, თუ ჯანმრთელ საკვებს მიიღებთ, გამდიდრებულს მიკროელემენტებითა (მოიპოვება მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში) და ვიტამინებით. ფრჩხილების მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს ცივი წყალი და სარეცხი საშუალებები. საშინაო საქმეების კეთება რეზინის ხელთათმანების დახმარებით “მოვლილი” დიასახლისების ოქროს წესია.

საგანგაშო სიგნალები

ფერმკრთალი ფრჩხილები – ტენის ნაკლებობის პირველი ნიშანია. ფრჩხილების გაუხეშება, გასქელება მოწმობს სისხლის მიმოქცევის დარღვევას. მუდმივად თეთრი ლაქები ფრჩხილებზე რკინის ნაკლებობაზე და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე მეტყველებს.

ფრჩხილების მოყვითალო შეფერლობა თირკმლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემითაა გამოწვეული. ფრჩხილის მოყვითალო ფერი არა მარტო თამბაქოს მოწევით, არამედ A ვიტამინის მეტობით ან მედიკამენტების გაჯერებითაა გამოწვული. ზოგიერთ შემთხვევაში ყვითელი ფერი ფილტვების დაავადებით ან დიაბეტითაა გამოწვეული.

სასარგებლო რჩევები

რეზინის ხელთათმანების ნახევარ საათზე მეტ ხანს გამოყენება არაა რეკომენდებული.

 ლაქის მოსაცილებლად ამოირჩიეთ სითხე აცეტონის გარეშე, სპეციალური ცხიმების, ზეთების და ვიტამინების შემცველობით. ეს სითხე კვირაში არა უმეტეს ორჯერ უნდა გამოიყენოთ.

 მიირთვით კალციუმის შემცველი პროდუქტები, მიიღეთ კალცი აბების სახით D ვიტამინებთან ერთად.

 არ გამოიყენოთ ფოლადის ქლიბები.

რეგულარულად დაიბანეთ ფრჩხილები სპეციალური ჯაგრისის მეშვეობით თბილ წყალში.

 გამოიყენეთ მკვებავი აბაზანები ზეითუნის ზეთის შემცველობით.

ფრჩხილები გაიქლიბეთ აბაზანის მიღების შემდეგ, ასე ფრჩხილები ნაკლებად დაგიტყდებათ.

მოყვითალო ფერი ფრჩხილებიდან შეიძლება გადაიყვანოთ ლიმნის ნატურალური წვენით ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის მეშვეობით.

 უმჯობესია იხმაროთ ფრჩხილების მოვლისას ერთი და იგივე ბრენდის საშუალებები.

თუ გადაწყვეტთ ფრჩხილების გაზრდას, გახსოვდეთ, რომ მათ მუდმივი მოვლა დასჭირდებათ.

ძალიან მოკლე ფრჩხილების ქონას მოერიდეთ, რადგან შეიძლება კანში ჩაგეზარდოთ.

 მუქი ლაქი ვიზუალურად ზრდის ფრჩხილს, ღია – ამოკლებს. სამაგიეროდ მუქ ლაქს საღებავის ყველა ნაკლი ეტყობა.

არ შეუბეროთ შეღებილ ფრჩხილებს, რადგან ამით მქრქალი გახდება.

ასევე უმჯობესია კვირაში რამდენჯერმე არ წაისვათ ლაქი და შეასვენოთ ფრჩხილები.