ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ პირველი შეხვედრისას ადამიანის ფრჩხილებს აკვირდება. ფრჩხილების მდგომარეობა ხომ პირდაპირ მეტყველებს, რამდენად მოვლილია შენი ახალი ნაცნობი. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი ცხოვრების სტილის და, ხშირად, ინტერესების განსაზღვრაც. ჩემი ერთი მეგობარი, მაგალითად, იტალიაში ცხოვრებაზე ოცნებობს და ზაფხულობით იტალიის დროშის ფერებში უსვია ხოლმე ლაქი. მისი ფრჩხილები ყოველთვის ძალიან ადვილად იპყრობენ ყურდღებას. თუმცა, ფრჩხილებზე იტალიის დროშის გამოსახვა და, ზოგადად, მათი მოვლა ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომ იგი ხშირად სტუმრობს სალონს მანიკურისა და პედიკურის გასაკეთებლად.

მართლა ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ფრჩხილები იდეალურ ფორმაში გაქვს, პროფესიონალის მიერ გაკეთებული –  ბევრ კომპლიმენტს იღებ და თვითშეფასების დონე მაღლა იწევს. ჩემი მეგობარიც ყოველთვის ამაყობს თავისი ფრჩხილებით. მაგრამ იგი სულაც არ მიმართავს ნებისმიერ სალონს, რადგან იცის, რომ არსებობს C ჰეპატიტით დაინფიცირების საფრთხე.

საქართველოს უამრავ სალონში მანიკურისა და პედიკურის გასაკეთებელ იარაღებს არ ასტერილირებენ. ან ასტერილირებენ, მაგრამ ცუდად.

შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობაა, მიხვიდე სალონში, გაიკეთო ფრჩხილები და C ჰეპატიტით დავირუსდე. ამიტომ, სანამ პედიკურს ან მანიკურს გაიკეთებ რომელიმე სალონში, აუცილებლად უნდა დარწმუნდე, რამდენად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს.

მაგალითად, ჩემს მეორე მეგობარს იმდენად აქვს გაცნობიერებული C ჰეპატითით ინფიცირების საფრთხე, რომ საკუთარი იარაღებით დადის სალონში

ისევე, როგორც ფრჩხილებზე, კბილებზე ზრუნვაც საჭიროა. მეტიც – აუცილებელია.

როდესაც ოთახში შედიხარ, ჯანმრთელი, ლამაზი ღიმილი დაუჯერებლად მნიშვნელოვანია (c) სუზან ანტონი

ლამაზ ღიმილზე რომ არაფერი ვთქვათ, კბილების წესრიგში ყოფნა ადამიანის ჯანმრთელობის ნაწილია და თითოეული ჩვენგანი ხშირად სტუმრობს სტომატოლოგს. C ჰეპატიტით დაინფიცირება მსგავსი ვიზიტის დროსაც შესაძლებელია, თუ შენი ექიმი არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს. შესაბამისად, სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევისას ერთ-ერთი  ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი კრიტერიუმია, რამდენად სტერილური იარაღებით ხდება მკურნალობა.

ჩვენს ერთ-ერთ ავტორს Marie-ს თავის პირად ბლოგზე დეტალურად უწერია C ჰეპატიტის საშიშროებების შესახებ:

C ჰეპატიტით დაინფიცირება ჰაერიდან არ ხდება, ის რაღაცასთან უნდა იყოს კავშირში. მაგალითად თუ ვირუსმატარებელი ადამიანის ბიოლოგიური სითხეები: სისხლი, სპერმა, საშოს გამონადენი, დედის რძე მოხვდება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. C ჰეპატიტის სისხლით გადაცემის დროს რისკი 100%-იანია, ამიტომ საკმაოდ საშიშია არასტერილური ან უკვე ნახმარი შპრიცის გამოყენება.

სარისკოა ტატუირებისა და სტომატოლოგთან ვიზიტის დროს უკვე გამოყენებული არა მხოლოდ ნემსისა და შპრიცის ხმარება, არამედ იმავე შუშიდან ამოღებული წამალი/მელანი.

შემაშფოთებელი ვითარებაა საქართველოში არსებულ სილამაზის სალონებში, რომელთა უმრავესობაში ან საერთოდ არ ხდება მანიკურ/პედიკურისთვის საჭირო იარაღების სტელირება და ან სწორად არ იცავენ/არ იციან სტელირებისათვის საჭირო ნორმები.

ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროსაც.

С ჰეპატიტისგან თავის დასაცავად არ არსებობს არანაირი წინასწარი ინექცია, როგორც ეს სხვა რიგი ვირუსების შემთხვევაშია, ამიტომ ყველა საშუალებით თავი უნდა დავიცვათ ვირუსის შემოჭრამდე:

  • ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციები (სისხლის გადასხმა, ინექცია, სტომატოლოგიური მომსახურება) უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • სქესობრივი კავშირის დროს გამოყენეულ იქნას დამცავი საშუალებები;
  • სილამაზის სალონებში მანიკურ/პედიკურის გასაკეთებლად ვიაროთ საკუთარი იარაღებით თუ არ ვართ დარწმუნებული მათ სტერილურობაში;
  • ტატუირების დროს გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ახალი ნემსი, არამედ მელნის სხვა კოლბაც;
  • ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებიდან სხვა, არასარისკო გზებზე გადასვლა;
  • არ გამოვიყენოთ ისეთი ნივთები, რომლებზეც შესაძლოა დარჩენილი იყოს სხვისი სისხლის ნაწილაკები, თუნდაც ნივთს ეს ვიზუალურად არ ეტყობოდეს;

ასე რომ, იზრუნე საკუთარ სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ არსებობს C ჰეპატიტი!