თმის მოცილების მეთოდები ორ ჯგუფად იყოფა:
- დეპილაცია – თმის ზედაპირული მოცილება
- ეპილაცია – თმის ძირიანად ამოღება
ქვემოთ განხილულია ორივე ჯგუფში შემავალი თმის მოცილების სახეები, მათი პლიუსები და მინუსები.
[poll id=”33″]
ხელის საპარსი (“სამართებელი”)
თმა კანის ზედაპირიდან შორდება. არსებობს საპარსები ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი და ხუთმაგი პირით. ზოგიერთს დამარბილებელი და დამატენიანებელი ზოლებიც დაჰყვება.
პლიუსები: ადვილი მოსახმარია, საპარსები იაფია, უმტკივნეულოა (თუ არ გაგეჭრებათ).
მინუსები: შესაძლოა გააღიზიანოს ან გაგიჭრათ კანი, ტოვებს თმის ამოწვერილ უხეშ ძირებს;
შედეგი: გასტანს მინიმუმ 1 დღიდან, მაქსიმუმ 1 კვირამდე.
ღირებულება: 1-დან 20 ლარამდე (მრავალჯერადად გამოყენებადი საპარსის შეძენის შემთხვევაში).
ელექტრო საპარსი
თმა კანის ზედაპირიდან შორდება.
პლიუსები: ადვილი მოსახმარია, უმტკივნეულოა.
მინუსები: შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ტოვებს თმის ამოწვერილ უხეშ ძირებს, შესაძლოა ზოგიერთი ღერი გამოტოვოს, სჭირდება დანების ხშირი ცვლა.
შედეგი: გასტანს 1 დღიდან 1 კვირამდე.
ღირებულება: 30-300 ლარამდე
დეპილატორი კრემები
მასში შემავალი ქიმიური ელემენტები, ლოსიონი ან გელი შლის და აუძლურებს თმის ღერს ისე, რომ მისი ხელით მოცილება ხდება შესაძლებელი.
პლიუსები: ადვილი მოსახმარია;
მინუსები: კანის გაღიზიანება, ალერგიული და ქიმიური რეაქციები შესაძლებელია დიდხანს დარჩეს;
შედეგი: გასტანს დაახლოებით 1 კვირა;
ღირებულება: 5-15 ლარამდე
მექანიკური ეპილატორი
აძრობს თმას ძირიდან.
პლიუსები: ადვილი გამოსაყენებელია, თმის ღერს არბილებს;
მინუსები: თავიდან საკმაოდ მტკივნეულია, ზოგ ღერს ტოვებს, შესაძლოა გამოიწვიოს თმის ჩაბრუნება;
შედეგი: გასტანს 3-4 კვირა
ღირებულება: 30-200 ლარამდე
პინცეტით ამოპუტვა
თითოეული თმის ღერი იპუტება ფესვიდან.
პლიუსები: იაფია, დიდ ხანს ძლებს;
მინუსები: ბევრ დროს მოითხოვს, რადგან ყველა ღერი სათითაოდ უნდა ამოიპუტოს. მტკივნეულია. შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გაწითლება.
შედეგი: 3-დან 6 კვირამდე.
ღირებულება: პინცეტი შეიძლება შეიძინოთ 3 ლარიდან ზემოთ.
ცვილი
კანის გარკვეულ მონაკვეთებზე ამოაქვს თმა ფესვიდან.
პლიუსები: შეგიძლია თავად გაიკეთო;
მინუსები: შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, დაზიანება. მტკივნეულია.
შედეგი: გასტანს 6-დან 8 კვირამდე
ღირებულება: სახლში გაკეთება დაგიჯდებათ 10-დან 20 ლარამდე.
ელექტრო ნემსი
ნემსი ჩადის კანის ქვეშ, ელექტრო იმპულსი გადაეცემა თმის ფოლეკულს და აზიანებს მას.
პლიუსები: დიდ ხანს ძლებს
მინუსები: სჭირდება დიდი დრო, რადგან თითოეული თმა უნდა ამოიღო ინდივიდუალურად. ძალიან მტკივნეულია. იწვევს კანის გაღიზიანებას და ანთებით პროცესებს.
შედეგი: დიდ ხანს ძლებს მაგრამ ზოგიერთი თმის ღერი შეიძლება ისევ ამოვიდეს.
ღირებულება: პროფესიონალის მომსახურება დაგიჯდებათ 100+ ლარიდან.
ლაზერი
ლაზერის სხივი აზიანებს თმის ფოლიკულს და აჩერებს მის ხელახლა ამოზრდას. აღიარებულია აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ.
პლიუსები: ნაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ეპილაციის ყველა დანარჩენი სახე, შესაძლებელია გაკეთდეს ისეთ მგრძნობიარე არეებზე როგორიცაა სახე, იღლიები, ბიკინის ზოლი. ყველაზე ეფექტურია ღია კანის და მუქი თმის მქონე პაციენტებზე.
მინუსები: ძვირია, რადგან მხოლოდ ლიცენზიის მქონე პროფესიონალ ექიმს შეუძლია პროცედურის ჩატარება, დეპილაციასთან შედარებით ოდნავ მტკივნეულია, შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე, შეშუპება ან კანის გამუქება.
შედეგი: სამუდამო შემცირება, თუმცა ზოგიერთი თმის ღერი შესაძლოა ისევ ამოიზარდოს.
ღირებულება: თმის სრულად გასაქრობად რამდენიმე პროცედურაა საჭირო, შესაბამისად ხარჯები შეიძლება 500 ლარს აცდეს.
ფოტოეპილაცია
ფოტოეპილაცის სხივი აზიანებს თმის ფოლიკულს და აჩერებს მის ხელახალ ამოზრდას. ფოტოეპილაცია აღიარებულია აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ.
შესაძლოა გაკეთდეს იღლიებზე, ბიკინის ზოლზე. ყველაზე ეფექტურია ღია კანის + მუქი თმის მქონე პაციენტებზე.
პლიუსები: ნაკლებ მტკივნეულია ვიდრე ელექტრო ნემსი, მინიმალური გვერდითი მოვლენები აქვს ვიდრე ლაზერს;
მინუსები: ლაზერზე უფრო ძვირია, რადგან მხოლოდ ლიცენზიის მქონე პროფესიონალ ექიმს შეუძლია პროცედურის ჩატარება
შედეგი: სამუდამო შემცირება, თუმცა ზოგიერთი თმის ღერი შესაძლოა ისევ ამოიზარდოს.
ღირებულება: თმის სრულად გასაქრობად რამდენიმე პროცედურაა საჭირო, შესაბამისად ხარჯები შეიძლება 500 ლარს აცდეს.
გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება!
თუ იცით სილამაზის ცენტრები სადაც კარგი მომსახურება და ფასებია ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებებისთვის, გთხოვთ კომენტარებში მოგვწეროთ.
[poll id=”32″]
Related posts
51 Comments
Leave a Reply Cancel reply
Recent Comments
- მარიამი on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- ნანა on როგორ მოვუაროთ კანს თვალის გარშემო
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
ლაზერული ეპილაციაა ჩემი ფავორიტი. <3
მოიცა კაცო, ანუ არსებობს რაღაც მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა თმა აღარ ამომივიდეს? :დ და ეს ყველაფერი 500 ლარი ღირს დაახლოებით? :O
პროსტა "ლაზერზე" მტკივნეულია პლიუსებშიც და მინუსებშიც რატო წერია? :დ და რაზეა დამოკიდებული იმ ზოგიერთი თმის ღერის ამოსვლა, ეგ ცნობილია? წიპა ექიმს შეულია დაადგინოს, რომელი ღერი ამოვა და რომელი არა? :? :დ
და ფოტოსა და ლაზერულ ეპილაციას შორის რა არსებითი სხვაობაა? შედეგს ვგულისხმობ და არა პროცედურას, ფასს და ა.შ.
გეტყვი.
ეგეთი მეთოდი არსებობს და არის ლაზერი ან ფოტო. ლაზერს და ფოტოს შორის განსხვავება ისაა რომ ფოტო უფრო უსაფრთხოა და ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.
ფოტოეპილაციაც ლაზერული სხივია ოღონდ მწყვეტილი და ლაზერი უწყვეტი სხივია.
ლაზერზე იმიტომ წერია მტკივნეული პლიუსებში და მინუსებშიც რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახის ეპილაციაზე ნაკლებ მტკივნეულია, მაგრამ მაინც იგრძნობა. სულ გაპარსვასავით ან დეპილაციასავით არაა.
და კი, ლაზერით თმა შეგიძლია სამუდამოდ მოიშორო.
მე ვიყენებ და ფანტასტიკური შედეგი მაქვს <3
ექიმი ვერ დაადგენს რომელი თმები დაბრუნდება, უბრალოდ რამდენიმე პროცედურა ყველა ვარიანტში უნდა გაიკეთო რომ სრულად გაგიქრეს თმა. მე 2 პროცედურის შემდეგ გამიქრა (ყოველ შემთხვევაში 2 თვეა ბავშვის კანივით მაქვს და ველოდები როდის ამოვა, თუ ამოვა საერთოდ)
ფოტო არასდროს გამიკეთებია მაგრამ "როგორც წერია წიგნებში" თითქმის ერთნაირი შედეგი აქვს ამ ბოლო ორს. უბრალოდ ლაზერის სხივს ზოგიერთი კანი ვერ იტანს.
me lazeris momxre var kargia da shedegi 100%
Mariam Sweet და ყოფილა შემთხვევა რო სიტყვაზე, უფრო გვიან (რამდენიმე წლის შემდეგ მაგალითად) ისევ ამოსულიყო თმა? თუ, ერთხელ თუ არ ამოვა, შემილია მშვიდად ვიყო მთელი ცხოვრების მანძილზე? :დ
და კიდევ, რო წერია 500 ლარს შეილება გაცდესო, ვაბშე როგორ ითვლება ეგ? ღერებით? :დ თუ სიტყვაზე, ხელი ამდენი, ფეხი ამდენი, ზურგი ამდენი..?
და ჩვენთან აკეთებნ ფოტოს?
Lado Lomidze არა კაცო, 2 თვეში თუ არ ამოგივიდა, წესით აღარ ამოვა თუ რამე მუტანტი არ ხარ.
ზოგან ღერებით ითვლება (MEDI.ge) ზოგან ფიქსირებული ფასებია (bodyline.ge, shine.ge)
ფოტო არ გამიგია. ლაზერი ჯობია სცადო.
მე ვხმარობ ცვილის ზოლებს ერთ თვეს ძლებს და 3 დან 6 მმ მდე თმას აშორებს. ყველას ეგ ჯობია
ეთო, რომელ ზოლებს ხმარობთ?
ხელის საპარსი :) არც მეჭრება და არც უხეში ბოლოები მრჩება, მაგრამ მომაბეზრებელია და სხვა სახეობაზე გადასვლას ვფიქრობ. ისე ამ ხერხებს არაჭარბთმიანებიც მივმართავთ :)
lazeri dzalian mosakherkhebelia.
lazerulic gamiketebia klinika "medi"-shi da eleqtro nemsitac. shedegi nemsit gaketebuls ufro meti aqvs, tumca lazeri gacilebit komfortuli da mosaxerxebelia. (tu gaudzlebt cvilic araa urigo (ogond ara saxeze)) :)
GAMOV CADE SAKUTAR TAV ZE FITO EPILACIA GAKETEBIDAN 4 DGIS HEMDEG CV IV DEBA BEWV I DA TITQMIS KOV EL 32 DGES ANU ANAGENIS FAZAHI V IMEOREBDI PROCEDURAS ( BEWV IS AMOGEBASAC AAQV S MNIHV NELOBA ROMEL FAZAGHI UNDA AMOIGO) SASURV ELIA 32 GRES MOXDES EG PROCRDURA TUMCA UHEDEGOD V IWV ALE UFRO MUQI DA UXEHI AMOIDA.IGIVES AMBOBEN LAZERULZEC CHEMMA MEGOBARMA SIN JA.DZEL METODS ANU ELEQTRO RPILACIAS MGONI BADALI ARAKAVS
Mariam Sweet shen sad gaikete, romel klinikashi?
Xelnaketi Aqsesuarebi სხვადასხვებში დავდიოდი. ჯერ მედიში შემდეგ ბოდილაინში. ბოდილაინი უფრო მომწონს.
Mariam Sweet madlobaaa
cvilis saxlshi gaketeba vinmem icit? :) efeqturiaa :) martalia mtkivneulia, magram… :P msxverpls moitxoovss silamazee :D:D:D :))))
მემგონი ყველაზე მეტი შედექი ელექტროს აქვს
ყველაზე ეფექტურია რამდენიმე პროცედურა ცვილით და შემდეგ ნემსით ,როგორც სახეზე ისე ნებისმიერ ადგილზე,ოღონდ ცვილი ორი სახის არსებობს და სწორედ უნდა იყოს შერჩეული
მე ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ , კუჭ-ნაწლავის გაწნენდით .შემდეგ ავიეჩიოთ გაწმებსის სახეობა.
AMOIBRDGVENIT, YVELAS JOBS GOGOEBO,AN AMOIPUTET MAMAPAPURAD….
@Mariam Talakhadze
Mariam Talakhadze tqven sad(romel klinikashi) gaiketet epilacia?
pinceti 3-dan 6 kviramde aranairad ar dzlebs :) cvili kidev sashualod 2-5 kvira :)
ფოტო ეპილაცია სად აღარ კეთდება :) მე პირადად ფოტო ეპილაციას ვიკეთებ, ოღონდ თანხას ზონების მიხედვით ვიხდი, ჩემ კოსმეტოლოგს აქვს განსაღვრული :) ფოტო ეპილაცია ყველაფერს ჯობს, მაგრამ ძვირი სიამოვნებააა :)
იღლიებზე ვიკეთებ ფოტოეპილაციას საშინლად მტკივნეული პროცედურაა.თუმცა ორი გაკეთება მაქვს და უკვე კარგი შედეგი აქვს..ლაზერული წვივებზე გავიკეთე საერთოდ ვერ გავიგე და ესეც მაგარი შედეგიანია.მაგრამ ფოტო იღლიებზე იმიტომ გავიკეთე რომ ჯირკვლებთანა დაკავშირებული და ამიტომ ეს ავირჩიე..ამიტომ მართლაც ჯობია ტკივილი აიტანო და საბოლოდ მოიშოროოოთ.
მედი არაჩვეულებრივი კლინიკა არ ვუკეთებ რეკლამს ამით არაფერს მოვიგებ.უბრალოდ მომსახურეობით ისეთი კმაყოფილივარ თან ჰიგიენაც იმდენად კარგად არის..ამიტომ მადლობელი ვარ და არჩევანიც მომწონს..
cvili rogor unda davamzado ?
mainteresebs lazeris shemdeg tma mere gcviva tu mashinve ashorebs?
dasakonkretebelia, lazeri da foto epilacia kidev saxeobebad iyofa :) magalitan lazershi shedis diodi , aleqsandriti da neodimuri
cvili rogor unda davamzado mitxarit ra gtxovt ukve meorejer vwer da aravin mpasuxobs
თმების მოსაშორებელი ცვილის მოსამზადებლად საჭიროა: 1 ჭიქა შაქარი, 1/2 ლიმონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1/3 ჭიქა წყალი.
აურიეთ ქვაბში შაქარი, ახლად გამოწურული 1/2 ლიმონის წვენი, თაფლი და წყალი. დადგით ცეცხლზე და თან გამუდმებით ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი, შემდეგ ჩამოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
გააგრილეთ მასა და და ჩხირის საშუალებით წაისვით ფეხზე გარკვეულ მონაკვეთებში. სჯობს აიძროთ კანის პატარ-პატარა მონაკვეთებზე
ლაზერული ეპილაციის ჩატარებამდე თმა უნდა მოვიცილოთ თუ საჭიროა კანის ზედაპირზე ცოტა ამოსული იყოს???
gogoebo dzalian mainteresebs vitis asaxevebs tu xmarobt vinme da rom maswavlot,davikari da webo kanze damrcha tmac ar aadzro :)
კარგი სტატიაა მომეწონა ! ვინმემ მითხარით დაახლოებით წვერის წევით ( არ ვიცი რა ქვია მაგ ადგილს მგონი ღაწვი ) მაგ ადგილში სამუდამო მოშორება თუ არის შესაძლებელი თმის და რომელი მეთოდი ჯობს ? იქნებ დაახლოებით ფასიც დამიწეროთ ვინმემ ! დავიღალე პინცეტით ყოველ 3 დღეს ამოდის :(
ლოყის ზონაა ეგ სავარაუდოდ. ყველაზე კარგი ეფექტი ნემსით ეპილაციას აქვს, თუმცა ამ დროს კვალი უფრო დიდ ხანს რჩება. საუკეთესო გამოსავალი ლაზერული ეპილაციაა, თმის ოდენობა მცირდება და ეფექტი 3 კვირიდან 1 თვემდე გრძელდება, როგორც წესი.
ფასები ზონის მდებარეობისა და სიდიდის მიხედვით იცვლება, თუმცა ძვირი ნამდვილად არ ღირს.
madloba Tamri gaixare . . .
ყვრიმალის დზვალზე სახის მაგ ადგილზე მაქ არასასურველი თმა და რამდენი დამიჯდება საერთოდ რომ მოვიშორო ხომ ვერ მეტყვით და რა გამოვიყენოო ეპილაციით ჯობია თუ სხვა ხერხებით ?
ეპილაცია აჯობებს, რა თქმა უნდა. ფასები ყველა კლინიკას განსხვავებული აქვს, თავად მათ უნდა მიმართოთ.
და მაინც რამდენჯერ უნდა გაიკეთო რომ აგარ ამოგივიდეს სამუდამოდ ?
ნემსი სამუდამოდ აქრობს და არანაირი საშიშროება არ აქვს.არც ლაქების და არც წერტილების.პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.უბრალოდ მტკივნეულია,მაგრამ გარკვეული ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება პროცედურის წინ,საგრძნობლად ამცირებს ტკივილს.ლაზერმა არანაირი შედეგი არ მომცა.უბრალოდ შეასუსტა თმის სიძლიერე ოდნავ.
რამდენჯერ დაგჭირდათ გაკეთება ან რამდენ ხანში მორჩით მთელ პროცედურას ?
ინდივიდუალურია,მაგრამ პირველი პროცედურის შემდეგ საგრძნობლად დასუსტდა ღერები და საერთო ჯამში ალბათ 2-3 პროცედურა იქნება საჭირო..
და მაგ 2 ან 3 პროცედირას რამდენი ხანი დაჭირდა
და ვერ მეტყვით სად გაიკეთეთ
yvelaze efeqturi merwmunet ro eleqtro epilaciaa(nemsit),martalia mtkivneulia magram arc imdenad ro ver gaudzlo.
Fotepilacia yvelaze epeqturia, tavad maqvs mini potoepilatori da viyeneb.
აუ და 15 წლის ბავშვისთვის ნემსი შეიძლება? მტკივნეულია? ჩემს გოგონას აქვს სქელი თმა ზედა ტუჩის ზემოთ :/ მე ვიხევ და მტკივნეულია რამე სხვა მინდა
გამარჯობათ მეგობრებო :) სახეზე ამომდის პარსვის მერე ზემოთ ლოყის ზონაზე და შესაძლებელია მოშორება ? ოღონდ სულ ერთჯერადად არ მინდა მთელი ცხოვრება რო მტანჯოს :დ და საერთოდ სად ჯობია და რომელი საშუალება ? + მთელ ტანზე მინდა კიდე :დ
GAMARJOBAT GOGOEBO!FITOEPILACIA ROGOR GAMOVIYENO ???GAPARSVA UNDA YOVELI PROCEDURIS WIN TU ROGR???
gamarjoba rame kremi mirchiet ra tmis mosashorebeli, weet-is garda?
es asafxrewi rogor shevidzino ra qvia