მოდით განვიხილოთ 2012 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე მყოფი სელებრითების მაკიაჟი და ვარცხნილობა. მართალია ზოგიერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ქალბატონი ერთ-ერთ წინა სტატიაში ყველაზე ცუდად ჩაცმულებად შევრაცხეთ, მაგრამ რაც ვარცხნილობას და მაკიაჟს შეეხება, ვეცდებით გულწრფელად გამოვარჩიოთ ნამდვილი მარგალიტები.

ანჯელინა ჯოლი

მან უპირატესობა მიანიჭა პრიალა “კოსას” და მუქ მბზინავ წითელ ტუჩსაცხს, რაც ერთდროულად თანამედროვეცაა და კლასიკურიც.

რიზ უიზერსპუნი

ტალღოვანი გაშლილი თმა და ნაზი მაკიაჟი ღია ტონალობებში.

კატარინ მაკფი

ძალიან კარგი არჩევანია მსუბუქი მაკიაჟი ასევე ღია ტონალობაში და ოდნავ ხვეული გაშლილი ვარცხნილობა.

ნიკოლ რიჩი

მისი სქელი თმისთვის ძალიან კარგი არჩევანი იყო ორიგინალურად გაკეთებული ცხენის კუდი “ჩოლკით”. ასევე მსუბუქი მაკიაჟი.

მიჩელ უილიამსი

“ჩემი კვირა მერლინთან” გამარჯვებული  არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ელფივით მოკლე ქერა თმით და ლამაზი თმის სამაგრით. მან აირჩია ღია ტონალობის ნაზი მაკიაჟი.

ლეა მიშელი

ლეა მიშელი შესანიშნავად გამოიყურებოდა შავი ტუშით, გამჭვირვალე ტუჩსაცხით და მაღლა შეკრული ტალღოვანი თმით.

ჯესიკა ბიელი

ჯესიკას მბზინავი და “საპლიაჟო” დიდი ლოკონები  ძალიან უხდებოდა.

შარლიზ ტერონი

გვერდულად მსუბუქად შეკრული თმა და ბრჭყვიალა თმის სამაგრი შესანიშნავ კომბინაციას ქმნიდნენ.

როგორც ჩანს, 2012 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე უპირატესობა მიენიჭა ნაზ, მსუბუქ და ღია ტონებში არსებულ მაკიაჟს.