ჩვენ ყოველდღე გვიწევს მოდის ჯუნგლებში თავის გადარჩენისთვის ბრძოლა. ჩვენ ის ქალები ვართ, რომელთაც ძალიან სურთ, ჰოლივუდის ვარსკვლავებივით ლამაზი და მომხიბვლელი იყვნენ. თუმცა ცოტა რთულია “მოდიოდე და მოგქონდეს ქუჩა”, როდესაც შენი საშუალო თვიური შემოსავალი 500 ლარს არ აღემატება.
ყველანი ვცდილობთ, თითო ხელფასზე ოცნებასთან ახლოს მყოფი თითო აქსესუარი ან სამოსი შევიძინოთ და ველოდებით შემდგომ SMS-ს ბანკიდან ხელფასის ჩარიცხვის შესახებ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა სულაც არ არის აუცილებელი გქონდეს მაღალი ხელფასი იმისთვის, რომ შენი გემოვნების შესაბამის ნივთებს გასწვდე, არსებობს ბევრი ადგილი, მაღაზია და ონლაინ მაღაზია, სადაც შესაძლებელია ყველაფრის საკმაოდ მარტივად და იაფად მოძიება.
ჩემი მოკლე გამოძიების ერთ-ერთი საინტერესო დეტალის შესახებ მინდა მოგიყვე: ძალიან ხშირად, მეც შენსავით მსურს შევიცვალო თმის ფერი, (და ასეც ვიქცევი). ერთხელაც ჩემმა ნაგვემმა თმამ უარი განაცხადა არსებობაზე და მეც სალონის გზას გავუდექი. რა თქმა უნდა, თმა შევიჭერი, თუმცა გრძელი თმის ნოსტალგია დიდხანს არ მანებებდა თავს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, თმის დაგრძელება მეცადა. ისევ გავწიე სალონისკენ და… ჩემი ნოსტალგიის ღირებულება დაახლოებით 500-600 ლარს მიუახლოვდა (თუმცა განვადებაც შემომთავაზეს :) ).
ჩემი კეთილმოსურნე დაქალებისგან შეგონებები წამოვიდა: “იქნებ მიცვალებულის თმაა?!” ან “რა იცი რა აურის მატარებელი იყო პატრონი?!” და სხვა. გადავიფიქრე. არ გეგონოთ, განვადებამ შემაშინა. უბრალოდ, მე, როგორც 90-იანი წლების ჭეშმარიტმა შვილმა, თმის დაგრძელების ჩემეული მეთოდი მოვიფიქრე, რომელსაც ახლა გაგიზიარებ.
ონლაინ მაღაზიაში www.amazon.com არსებობს განყოფილება, სადაც იყიდება ხელოვნური თმები და შინიონები. დავინტერესდი და ფასი იმდენად დაბალი იყო, სატესტოდ გამოწერაც კი ღირდა. 70 სმ-იანი თმა ჩასაკერებელი წკაპებით საკმაოდ კარგი ხარისხის ჩანდა, ფერების არჩევანიც დიდი იყო. 15 დღის შემდეგ, 23 ლარად შეძენილი ჩემი შინიონი თბილისში მივიღე. შინიონი საკმაოდ ლამაზი და ბუნებრივი გამოდგა, ივარცხნება, ირეცხება, იხვევა და სწორდება.
რამდენიმე რჩევა შენთვის:
ეს რჩევები დაგეხმარება, სწორად შეარჩიო და მოიხმარო შინიონი.
1. გაითვალისწინე, რომ შინიონი ჯობია იყოს ცალ–ცალკე წკაპებზე აბმული თმები და არა მთლიანი. ასე, თმებს მთელ თავზე უფრო მარტივად გადაანაწილებ.
2. სანამ ფერს შეარჩევ, კარგად დააკვირდი, შენი თმის ფერს. იმის გამო, რომ ფოტო ამუქებს ბუნებრივ თმის ფერს, საშუალო შუქზე გადაიღე სურათი (თუნდაც ტელეფონით) და შემდეგ შეადარე.
3. თუ თხელი თმა გაქვს, იქვე შეგიძლია დამატებით ე.წ. “ჩოლკის” გამოწერაც.
ჩემი ისტორია იმით დამთავრდა, რომ თმა ისევ შევიღებე და ჩემი შინიონი უჯრაში განისვენებს. ესაა მისი ერთადერთი მინუსი – ის არ იღებება.
ბოლოს კი, შეგახსენებ, რომ ნებისმიერი ქალი გამოიყურება ისე, როგორც გრძნობს თავს! იგრძენი თავი ქალღმერთად!
namdvilad ar sheigebeba? dzlisv miviyavne sasurvel wituramde tma da
მოგესალმები ანასტასია, მე ვცადე და არ შეიღება, თუმცა ფერების არჩევანიც არის და შესაძლებელია შერჩევა.
amito shinioni unda gvqondes cisartyelis ferebshi anu yvela is shesadzlo varianti ra ferebic sheileba ro gavxdet :D
გეთანხმები, რა იცი რა ხასიათზე გაგეღვიძება დილით :)
tqven romeli gamoiweret tu shegidzliat linki rom dadot
მოგესალმები ანი, მე გამოვიწერე მთლიანი და შემდგომ მივხვდი, რომ ჯობდა სათითაოდ აცმული.
ნათი ქერა ხომ არ გაქვს გამოწერილი შემთხვევით?… ^_^
შევიძენდი სიამოვნებით და შენი უჯრის ნაცვლად განვასვენებდი ჩემს თავზე… )))
თათა, მე მაქვს შოკოლადისფერი გამოწერილი და ახლა მეც ქერა გავხდი :)
მე მაქცს ქერა შინიონი. მომწერე მაილზე და სურათებს ჩაგიგდებ
ramdenime nachris gamowera rogor unda vermetyvit?
ნინი, რაოდენობის ველში აკრიფავ, სასურველ ციფრს და იმდენს გამოიწერ.
amzonze ver vipove da sheidzleba linki dadot?
ლიკა, მთლიანის ლინკი
http://www.amazon.com/ANGEL–Synthetic-Extension-Hairpieces-Colors/dp/B00DPV1S1Q/ref=sr_1_16?ie=UTF8&qid=1401964191&sr=8-16&keywords=hair
სათითაო წკაპების
http://www.amazon.com/Free-12pcs-Synthetic-Extensions-Straight/dp/B00IM65S6K/ref=pd_sim_bt_17?ie=UTF8&refRID=0TK3M4EX3HD4TSM0P4PP
გისურვებ წარმატებებს!
romel ganyopi;ebashia?
ნონა მოგესალმები, დავდე ლინკებიც და აბა შენ იცი! :)
თუ რჩევებს გვაძლევთ ახსნა-განმარტებაც მოაყოლეთ ბარემ რაა… (((
კი ვიპოვე მაგრამ მაგ ფასიანი (23 ლარი) არცერთი არაა… :/
აქ რაც გამოსახულია ფოტოეზე, ეგენი ერთიანია მგონი ხო?…
თათა, ლინკები დაიდო კომენტარებში, 23 ლარში შედის თბილისამდე ტრანსპორტირების თანხაც, ანუ საიტებზე ღირს 6 დან 13 $ დოლარამდე.
ფოტოებზე სხვადასხვა ჩამაგრების სისტემითაა, ვის რომელი ურჩევნია, ისე ჯობია ცალობით, ადვილად გაინაწილებ თმებზე!
წარმატებას გისურვებ.
auu natia momwere raa rogor unda gamoviwero pulis charicxva rogor xdeba
მარიამ, პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდე amazon.com ზე, შემდეგ აუცილებელია გქონდეს ნებისმიერი ბანკის ბარათი (VISA). ამ ბარათს უნდა ჰქონდეს ინტერნეტ გადახდის ფუნქცია (ეს ბანკთან უნდა გაარკვიო), და ამ ბარათით ახორციელებ გადახდას. შემდგომ რეგისტრირდები რომელიმე გადამზიდავ კომპანიაში (USA2GEORGIA, VOVOVO.GE) სადაც მოგცემენ აშშ მისამართს შენს სახელზე,შემდგომ დეკლარირებას გაუკეთებ ნივთს და ელოდები. ეს მხოლოდ პირველი გამოწერაა ცოტა ძნელი, შემდეგ უფრო მარტივია :) გისურვებ წარმატებას!
ხალხოოო, ყველაფერი დაგიღეჭათ ადამიანმა და ცოტა თქვენც გაანძრიეთ თავები!!!!
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D (y)
komentarebi mainc waikitxon arc aqceven yuradgebas egreve weren )))))))))))))))
ნათია ძალიან გთხვ ფაცებოოქზე შემეხმიანე ძალიან მინდა თმის გამოწერა ამაზონიდან კი ვერ ვწერ იქნებ დამეხმარო
ar sheizleba ro gamogviwerot dagvexmarot? cekvistvis mesajiroebaa, mets gadavixdi daxmarebashi!
tbilisshi ar aris arsad ? xom ar icit shemtxvevit
დიდი სტატია, მადლობა გაზიარების
me shemidzlia dagexmarot gamowerashi
pe pi shegidzlia me damexmaroo?
tqven gamomiwert anu ?
tu shegidzlia satitaod acmulis linki tavidan dadee ra <3 arixsnebaa is
ნათია ვერ ვწერ ამაზონიდან და რა როგორ გამოვიწეროო იქნებ მირჩიოოო. მადლობა წინასწარ
Gamarjobat rogor gamoviwero
MEC MINDA GAMOWERA DA IQNEB DAMEXMAROOOOT
au mec minda da vinme damexmaret
Me vici gamowera es igivea rac aliexpressidan gamowera
აუუ მეც მინდა დამეხმარეთ