გამოგიტყდები და მწვანე ჩაი არ მიყვარს. რაღაცნაირი გემო აქვს, გემოს კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებებს გავეცანი, ვეღარ წარმოვიდგენ სხვა სითხე როგორ უნდა ვსვა.

შენს წინაშეა მიზეზები, თუ რატომ უნდა დალიო მწვანე ჩაი (უფრო ხშირად):

  1. მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, ეს ნივთიერებები კი დაბერებას უშლის ხელს;
  2. წვავს ცხიმს და გაძლევს საშუალებას ვარჯიში უფრო დიდ ხანს გააგრძელო;
  3. ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს; გიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან; ამცირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის მომატებულ დონეს;
  4. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამცირებს წნევას და ამიტომაც, სანამ მწვანე ჩაის სისტემატურ მოხმარებაზე გადახვალ, კარგად დააკვირდი შენს წნევას. თუ ისედაც დაბალი გაქვს, მაშინ მაინცდამაინც ნუ მიეძალები;
  5. ამცირებს სტრესს და შენს ტვინს ენერგიასა და ძალას მატებს (თუ გაინტერესებს, რატომ, შეგიძლია იხილო ჩვენი სტატია ენერგიის ნატურალური წყაროების შესახებ);
  6. იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან; აგრეთვე, იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხვდება მწეველი ან პასიურად მწეველი ადამიანების ფილტვებში;
  7. ორგანიზმს ეხმარება ღვიძლის ალკოჰოლისგან დაცვაში;
  8. ანტიოქსიდანტ „კატეჩინის“ დახმარებით ახდენს კბილების ჩამოშლა-ჩამოფშვნის პრევენციას და კურნავს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში;
  9. ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და მათ აღდგენას;
  10. აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან; ყველაფერთან ერთად ებრძვის ბაქტერიებსაც;
  11. წყალზე უკეთ ებრძვის დეჰიდრატაციას;
  12. კანს უფრო გლუვსა და სასიამოვნოს ხდის, ანტიოქსიდანტების წყალობით ებრძვის სიბერეს.

ჭიქა

ყურადღებით!!

გადაჭარბებული არაფერი ვარგა. მწვანე ჩაის დიდი რაოდენობით (დღეში 5+ ჭიქა) მიღება უკვე აღარ არის სასარგებლო და უსაფრთხო იმის გამო, რომ ის კოფეინს შეიცავს. გვერდით ჩვენებებში შესაძლოა დაფიქსირდეს: თავის ტკივილი, ნერვიულობა, უძილობა, დიარეა, ადვილად გაღიზიანებადობა, კანკალი, ყურებში გუგუნი, დაბნეულობა და ა.შ.

ის რეაქციაში შედის გარკვეულ მედიკამენტებთან.

განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს:

ორსულობისას და ბავშვის ძუძუთი გამოკვებისას, ანემიისას, ქრონიკული გაღიზიანებისას, მოუწესრიგებელი სისხლდენისას (შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს), დიაბეტისას (ამ დროს აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი), გლაუკომისას (ზრდის თვალშიგა წნევას);

მაგრამ ეს ყველაფერი ნუ შეგაშინებს; უბრალოდ გახსოვდეს, რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვა!