ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მწვანე ჩაი ხელს უწყობს წონაში კლებას, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და ბევრი დიეტის შემადგენელი კომპონენტია, მაგრამ ამით მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები სულაც არ ამოიწურება.
ამშვიდებს თვალებს
წარმატებით ებრძვის უპეებჩაშავებულ, დასიებულ და დაწითლებულ თვალებს. წვეულებაზე ღამისთევის ან უბრალოდ, უძილო და დამღლელი ღამის შედეგად დასიებულ თვალებზე მწვანე ჩაის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები დაიდე და ათი წუთით წამოწექი. სიწითლე, დაღლილობა, წვა და სხვა “სილამაზეები” თითქოს არც ყოფილა.
ამშვიდებს კანს
მზეზე გარუჯვამ ძალიან გაგიტაცა? სათხილამუროდ გასულს დამცავი კრემის წასმა დაგავიწყდა? ჩაასხი მწვანე ჩაი პულვერიზატორიან ბოთლში და კანის დამწვარ, გაწითლებულ უბნებზე მიისხურე. მწვანე ჩაი დაამშვიდებს კანს და ანტიბაქტერიული თვისებების გამო ანტისეპტიკადაც გამოდგება.
აჯანსაღებს სუნთქვას
გამოიყენება როგორც სავლები, ჯანსაღი სუნთქვის შესანარჩუნებლად.
კურნავს ყელის ტკივილს
ანტივირუსული თვისებების გამო მწვანე ჩაი შესანიშნავად ებრძვის ყელის ტკივილს გაციების და გრიპის დროს. დალიე ცხელი, თაფლით ან უბრალოდ, გამოივლე ყელში, თუ ჩაი არ გიყვარს. თუმცა, თუ მწვანე ჩაის ხშირი მომხმარებელი არ ხარ, დღეში 2 ჭიქაზე მეტი დალევა დასაწყისისათვის რეკომენდირებული არ არის.
წმენდს ჰაერს
შესანიშნავად წმენდს ჰაერს, უსიამოვნო არომატების აბსორბირების უნარის გამო. მწვანე ჩაის ფოთლებს უძველესი დროიდან იყენებენ ამ დანიშნულებით. ჰაერის ხელოვნური, ხშირად ძალიან მძაფრი სუნის მქონე საშუალებები თუ არ გიყვარს და უბრალოდ, უსიამოვნო სუნის გაქრობა გინდა, ჩაყარე მწვანე ჩაის ფოთლები პატარა თასში და დადგი ოთახში ან მაცივარში.
არბილებს კანს
ძალიან კარგია ფეხის აბაზანების მისაღებად, ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის მოშორებას, ასვენებს და არბილებს ტერფის კანს.
პერწკლი
Related posts
14 Comments
Leave a Reply Cancel reply
Recent Comments
- მარიამი on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- ნანა on როგორ მოვუაროთ კანს თვალის გარშემო
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
ჩაი მიყვარს, ფაქტიურად ყავას არც ვსვამ მარტო ჩაი :) და მწვანე ჩაი ხო ძალიან მაგარია
ვიცი რომ კარგია, მაგრამ ვერ ვსვამ ფერის გამო:(
მე მწვანე ჩაის აქტიური მომხმარებელი ვარ და არამარტო დამწყებთათვის, ჩემნაირებისთვისაც არ შეიძლება 2 ჭიქაზე მეტის დალევა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას იწვევს, რაც შეიძლება ანემიის მიზეზი გახდეს.
da shavi chai? me shav chaize var shemjdari eg cudia?
შავი ჩაის თვისებების შესახებ არ ვიცი ავთუშ :)) მაგრამ მაინც ზომიერება დაიცავი :))
ara chai asworebs ))) ise met kofeins sheicavs vidre yava
ჰოოო განსაკუთრებით მწვანე ჩაი, მაგრამ ყავა მაინც ჩემი სისუსტეა :)) <3
vsvav mcvane hais ushaqros tanac zalian xshirad,ar vicodi tu foliumis mjavis naklebobas iwvevs,ramdenjer sheizleba aba yvelaze bevri
დღეში ერთხელ-ორჯერ ნორმალურია
მართალია,როგორც შავმა, ასევე მწვანე ჩაიმ მართალც შეიძლება ფოლიუმის მჟავის დეფიციტი გამოიწვიოს, რადგანაც ხელს უშლის ამ მჟავის ათვისებას.განსაკუთრებით ორსულები უნდა მოერიდონ ამ დროს ჩაის არაზომიერ გამოყენებას. ექიმების რეკომენდაციით საშუალოდ 2 ან 3 ფინჯანზე მეტი სასურველი არაა, რომ მიიღოთ დღეში.
რაც შეეხება სხვა უარყოფით ეფექტებს, თირკმლის დაავადებების მქონეთათვისაა უკუნაჩვენები და ასევე მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აწუხებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩაი ყავაზე მეტ კოფეინსაც შეიცავს :)
სხვა მხრივ კი, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, ჩაის დადებითი თვისებაც ხომ ძალიან ბევრი აქვს. <3
da medzudzuristvis sheidzleba ver metyvit?
mezuzuri dedbistvis sheizleba mwvane chais daleva?
vmkurnalob ushvilobze da chemtvis tu sheizleba mwvane chais daleva?(folikulis problema maq)
gamigia rom kargia da megobarma mitxra tirkmelebze moqmedebso martalia?